"ქალაქ თბილისის მერიის ადმინისტრაციის დებულების დამტკიცების შესახებ" ქალაქ თბილისის მერის 2006 წლის 28 თებერვლის №14 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის შესახებ

  • Word
"ქალაქ თბილისის მერიის ადმინისტრაციის დებულების დამტკიცების შესახებ" ქალაქ თბილისის მერის 2006 წლის 28 თებერვლის №14 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის შესახებ
დოკუმენტის ნომერი 31
დოკუმენტის მიმღები საქართველოს დედაქალაქი თბილისი (თბილისის მერია)
მიღების თარიღი 24/12/2010
დოკუმენტის ტიპი ქ. თბილისის მერის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 72, 31/12/2010
ძალაში შესვლის თარიღი 01/01/2011
სარეგისტრაციო კოდი 010260020.52.101.016006
  • Word
31
24/12/2010
სსმ, 72, 31/12/2010
010260020.52.101.016006
"ქალაქ თბილისის მერიის ადმინისტრაციის დებულების დამტკიცების შესახებ" ქალაქ თბილისის მერის 2006 წლის 28 თებერვლის №14 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის შესახებ
საქართველოს დედაქალაქი თბილისი (თბილისის მერია)

ქალაქ თბილისის მერის

ბრძანება №31

2010 წლის 24 დეკემბერი

ქ. თბილისი

ქალაქ თბილისის მერიის ადმინისტრაციის დებულების დამტკიცების შესახებ“ ქალაქ თბილისის მერის 2006 წლის 28 თებერვლის №14 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის შესახებ

„ნ ორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის მე-20 მუხლის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63 -ე მუხლის, ,,ს აქართველოს დედაქალაქის – თბილისის შესახებ” საქართველოს კანონის 22-ე მუხლის მე-3 პუნქტის ,,ნ“ ქვეპუნქტის და „ქალაქ თბილისის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ“ ქ. თბილისის საკრებულოს 2006 წლის 12 ოქტომბრის №1-1 გადაწყვეტილებით დამტკიცებული ქ. თბილისის მერიის დებულების მე-9 მუხლის პირველი პუნქტის „კ“ ქვეპუნქტის საფუძველზე , ვბრძანებ:

1. ქალაქ თბილისის მერიის ადმინისტრაციის დებულების დამტკიცების შესახებ“ ქალაქ თბილისის მერის 2006 წლის 28 თებერვლის №14 ბრძანებით დამტკიცებულ დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

ა) მე-2 მუხლის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) თბილისის მერიისა და მთავრობის საქმიანობის ორგანიზაციული, საინფორმაციო და მატერიალურ-ტექნიკური მომსახურება;“.

ბ) ამოღებულ იქნეს მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „დ 1“ ქვეპუნქტი;

გ) ამოღებულ იქნეს მე-5 მუხლის „ა“ ქვეპუნქტი;

დ) მე-5 მუხლის „დ“ და  „ზ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„დ) ღონისძიებათა უზრუნველყოფისა და დიპლომატიურ წარმომადგენლობებთან ურთიერთობის სამსახური;

ზ) ქალაქგაფორმებისა და მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის სამსახური“.

2. ბრძანება ძალაში შევიდეს 2011  წლის 1 იანვრიდან.

ქ. თბილისის მერი გ. უგულავა