დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| `ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2009 წლის 27 აპრილის №19 დადგენილებაში” დაბა ხარაგაულში, საქართველოს საერთაშორისო საავტომობილო გზის უბისა – რიკოთის მონაკვეთზე განთავსებული ობიექტების და კიცხის ბაზრის ტერიტორიაზე, დასუფთავების მოსაკრებლის გამოანგარიშებისა და გადახდის ინსტრუქციის დამტკიცების შესახებ” | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 9 |
| დოკუმენტის მიმღები | ხარაგაულის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 07/07/2010 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | ადგილობრივი საინფორმაციო საშუალებები, , 13/07/2010 |
| სარეგისტრაციო კოდი | 210070000.35.128.006006 |
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის თვითმმართველი ერთეულის წარმომადგენლობითი ორგანოს საკრებულოს
დადგენილება №9
2010 წლის 7 ივლისი
დაბა ხარაგაული
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2009 წლის 27 აპრილის №19 დადგენილებაში“ დაბა ხარაგაულში, საქართველოს საერთაშორისო საავტომობილო გზის უბისა-რიკოთის მონაკვეთზე განთავსებული ობიექტების და კიცხის ბაზრის ტერიტორიაზე, დასუფთავების მოსაკრებლის გამოანგარიშებისა და გადახდის ინსტრუქციის დამტკიცების შესახებ“ ცვლილებების შეტანის თაობაზე
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად საჭიროა შეტანილი იქნეს ცვლილება „ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2009 წლის 27 აპრილის №19 დადგენილებაში“ დაბა ხარაგაულში, საქართველოს საერთაშორისო საავტომობილო გზის უბისა-რიკოთის მონაკვეთზე განთავსებული ობიექტების და კიცხის ბაზრის ტერიტორიაზე, დასუფთავების მოსაკრებლის გამოანგარიშებისა და გადახდის ინსტრუქციის დამტკიცების შესახებ“.
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
მუხლი 1. შეტანილ იქნეს ცვლილება „ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2009 წლის 27 აპრილის №19 დადგენილებაში“ დაბა ხარაგაულში, საქართველოს საერთაშორისო საავტომობილო უბისა-რიკოთის მონაკვეთზე განთავსებული ობიექტების და კიცხის ბაზრის ტერიტორიაზე, დასუფთავების მოსაკრებლის გამოანგარიშებისა და გადახდის ინსტრუქციის დამტკიცების შესახებ“.
1. შეტანილ იქნეს ცვლილება ინსტრუქციის დანართის მე-10 პუნქტში და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„10. დაბა ხარაგაულში და კიცხის ბაზრის ტერიტორიაზე განთავსებულ კაფე, ბარში, რესტორანში, სასადილოში, პიცერიაში დასუფთავების მოსაკრებელი ერთ დასაჯდომ ადგილზე თვეში განისაზღვროს 0. 5 ლარის ოდენობით, ხოლო საქართველოს საერთაშორისო საავტომობილო გზის თბილისი-სენაკი-ლესელიძის( უბისა-რიკოთის 143 -173 კმ. გზის ) მონაკვეთზე განთავსებულ კაფე, ბარში, რესტორანში, სასადილოში, პიცერიაში დასუფთავების ყოველთვიური მოსაკრებლის ოდენობა განისაზღვროს 50 ლარით “.
მუხლი 2. დადგენილება ძალაში შევიდეს გამოქვეყნებისთანავე.
საკრებულოს თავმჯდომარე აკაკი მაჭავარიანი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები