დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| საქართველოს ტრანსპორტისა და კომუნიკაციების მინისტრის მ. ადეიშვილისათვის და ფოთის საზღვაო-სავაჭრო ნავსადგურის უფროსის ჯ. ინაიშვილისათვის უფლებამოსილების მინიჭების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 296 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პრეზიდენტი. |
| მიღების თარიღი | 28/07/2001 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 80, 30/07/2001 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010.340.000.05.002.002. |
საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №296
2001 წლის 28 ივლისი
ქ. თბილისი
საქართველოს ტრანსპორტისა და კომუნიკაციების მინისტრის მ.ადეიშვილისათვის და ფოთის საზღვაო-სავაჭრო ნავსადგურის უფროსის ჯ.ინაიშვილისათვის უფლებამოსილების მინიჭების შესახებ
„ფოთის საზღვაო ნავსადგურის ნავთობპროდუქტების ტერმინალის მშენებლობის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1999 წლის 14 მარტის №105 ბრძანებულებიდან და საქართველოს ტრანსპორტისა და კომუნიკაციების სამინისტროსა და ევროპისა და განვითარების ბანკს შორის 2001 წლის 9 მაისს მიღწეული შეთანხმებებიდან გამომდინარე მიენიჭოთ უფლებამოსილება საქართველოს ტრანსპორტისა და კომუნიკაციების მინისტრს მ. ადეიშვილსა და ფოთის საზღვაო ნავსადგურის უფროსს ჯ. ინაიშვილს, რომ ხელი მოაწერონ პოლიტიკური მხარდაჭერის შეთანხმებას საქართველოს ტრანსპორტისა და კომუნიკაციების სამინისტროს, ფოთის საზღვაო ნავსადგურს, „ჩენელ ენერჯი (ფოთი) ლიმითედ-საქართველოსა“ და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკს შორის ფოთის საზღვაო-სავაჭრო ნავსადგურის ნავთობპროდუქტების ტერმინალის მშენებლობასთან დაკავშირებით.
ე. შევარდნაძე
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები