„2010-2011 სასწავლო წლისათვის სახელმწიფო სასწავლო გრანტის სრული და ნაწილობრივი ოდენობების განსაზღვრის შესახებ" საქართველოს მთავრობის 2010 წლის 5 მაისის №130 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

  • Word
„2010-2011 სასწავლო წლისათვის სახელმწიფო სასწავლო გრანტის სრული და ნაწილობრივი ოდენობების განსაზღვრის შესახებ" საქართველოს მთავრობის 2010 წლის 5 მაისის №130 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 393
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 21/12/2010
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 168, 24/12/2010
სარეგისტრაციო კოდი 190020060.10.003.016124
  • Word
393
21/12/2010
სსმ, 168, 24/12/2010
190020060.10.003.016124
„2010-2011 სასწავლო წლისათვის სახელმწიფო სასწავლო გრანტის სრული და ნაწილობრივი ოდენობების განსაზღვრის შესახებ" საქართველოს მთავრობის 2010 წლის 5 მაისის №130 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
საქართველოს მთავრობა

საქართველოს მთავრობის

დადგენილება 393

2010 წლის 21 დეკემბერი

ქ. თბილისი

,,2010-2011 სასწავლო წლისათვის სახელმწიფო სასწავლო გრანტის სრული და ნაწილობრივი ოდენობების განსაზღვრის შესახებსაქართველოს მთავრობის 2010 წლის 5 მაისის 130 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

მუხლი 1. ,,ნორმატიული აქტების შესახებსაქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე ,,2010-2011 სას­წავლო წლისათვის სახელმწიფო სასწავლო გრან­ტის სრული და ნაწილობრივი ოდენობების განსაზღვრის შესა­ხებსაქართველოს მთავრობის 2010 წლის 5 მაისის 130 დად­გე­ნილებაში (სსმ III, 2010 წელი, №52, მუხლი 776) შეტა­ნილ იქნეს ცვლილე­ბე­ბი:

1. პირველი მუხლის მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,6. ერთიანი ეროვნული გამოცდების საფუძველზე გასაცემი სახელმწიფო სასწავლო გრანტის სრული მოცულობა განისა­ზღვ­როს 11 184 800 (თერთმეტი მილიონ ას ოთხმოცდაოთხი ათას რვაასი) ლარით..

2. პირველი მუხლის 23-ე პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რე­დაქციით:

,,23. ის სტუდენტები, რომლებიც სტუდენტთა საგრანტო კონ­კურსში მოიპოვებენ სრულ სახელმწიფო სასწავლო გრანტს, ნაწილობრივ სახელმწიფო სასწავლო გრანტს, ან ნაწილობრივი სასწავლო გრანტის ოდენობის გაზრდის უფლებას, მოპოვებული ქულების მიხედვით, ამ დადგენილების მე-14-მე-17 პუნქტებით დად­გენილი წესით დაფინანსდებიან 136 800 (ას ოცდათექვსმეტი ათას რვაასი) ლარის ფარგლებში შემდეგი ოდენობებით:

ა) სრული სახელმწიფო სასწავლო გრანტი – 30 000 (ოც­და­ა­თი ათასი) ლარი;

ბ) ნაწილობრივი სახელმწიფო სასწავლო გრანტის მაქსი­მალური ოდენობა – 30 000 (ოცდაათი ათასი) ლარი;

გ) ნაწილობრივი სახელმწიფო სასწავლო გრანტის საშუა­ლო ოდენობა – 30 000 (ოცდაათი ათასი) ლარი;

დ) ნაწილობრივი სახელმწიფო სასწავლო გრანტის მინი­მალური ოდენობა – 46 800 (ორმოცდაექვსი ათას რვაასი) ლა­რი..

მუხლი 2. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრი ნ. გილაური