დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| საქართველოში საფრანგეთის საელჩოსათვის მიწის ნაკვეთის პირდაპირი განკარგვის წესით საკუბთრებაში გადაცემის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 288 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პრეზიდენტი. |
| მიღების თარიღი | 23/07/2001 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 78, 23/07/2001 |
| სარეგისტრაციო კოდი | 040.230.000.05.002.002. |
საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №288
2001 წლის 23 ივლისი
ქ. თბილისი
საქართველოში საფრანგეთის საელჩოსათვის მიწის ნაკვეთის პირდაპირი განკარგვის წესით საკუთრებაში გადაცემის შესახებ
1. დაკმაყოფილდეს ქ. თბილისის მერიის შუამდგომლობა და „სახელმწიფო საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის მართვისა და განკარგვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის მე-8 პუნქტის შესაბამისად საქართველოში საფრანგეთის საელჩოს შენობის ასაშენებლად პირდაპირი განკარგვის წესით საკუთრებაში გადაეცეს 700 კვ.მ მიწის ნაკვეთი ქ. თბილისში, ათონელისა და ხაზინის ქუჩების გადაკვეთაზე არსებული სასათბურე მეურნეობის მომიჯნავე საზოგადოებრივი დანიშნულების ნაგებობის ტერიტორია, „9 აპრილის“ პარკის მიმდებარედ.
2. ქ. თბილისის მერიამ (ვ. ზოდელავა) საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად უზრუნველყოს ყველა საჭირო დოკუმენტაციის გაფორმება.
ე. შევარდნაძე
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები