საჯარო სამართლის იურიდიული პირის - აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოსათვის აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ადმინისტრაციულ ტერიტორიაზე არსებულ კულტურული მემკვიდრეობის ძეგლზე სამუშაოების ნებართვის გაცემის უფლებამოსილების მინიჭების შესახებ

  • Word
საჯარო სამართლის იურიდიული პირის - აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოსათვის აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ადმინისტრაციულ ტერიტორიაზე არსებულ კულტურული მემკვიდრეობის ძეგლზე სამუშაოების ნებართვის გაცემის უფლებამოსილების მინიჭების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 386
დოკუმენტის მიმღები საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი 21/12/2010
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მთავრობის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 168, 24/12/2010
სარეგისტრაციო კოდი 450040010.10.003.016117
  • Word
386
21/12/2010
სსმ, 168, 24/12/2010
450040010.10.003.016117
საჯარო სამართლის იურიდიული პირის - აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოსათვის აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ადმინისტრაციულ ტერიტორიაზე არსებულ კულტურული მემკვიდრეობის ძეგლზე სამუშაოების ნებართვის გაცემის უფლებამოსილების მინიჭების შესახებ
საქართველოს მთავრობა
დროებით, ფაილს შესაძლოა გააჩნდეს ვიზუალური ხარვეზი, სრული ვერსიის სანახავად დააჭირეთ ფაილის გადმოწერას

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №386

2010 წლის 21 დეკემბრი

ქ. თბილისი

 საჯარო სამართლის იურიდიული პირის – აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოსათვის აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ადმინისტრაციულ ტერიტორიაზე არსებულ კულტურული მემკვიდრეობის ძეგლზე სამუშაოების ნებართვის გაცემის უფლებამოსილების მინიჭების შესახებ

    მუხლი 1

ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტისა და კულტურული მემკვიდრეობის შესახებ საქართველოს კანონის 47-ე მუხლის მე-6 პუნქტის შესაბამისად საჯარო სამართლის იურიდიულ პირს – აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს მიენიჭოს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ადმინისტრაციულ ტერიტორიაზე არსებულ კულტურული მემკვიდრეობის ძეგლზე (გარდა არქეოლოგიური, საკულტო და საფორტიფიკაციო დანიშნულების ობიექტებისა) სამუშაოების ნებართვის გაცემის, შესრულებული სამუშაოების შუალედური და საბოლოო ანგარიშებისა და სამუშაოთა მიღების, სანებართვო პირობების კონტროლისა და ძეგლზე სამუშაოების სანებართვო პირობათა ცვლილებების განხორციელების უფლებამოსილება.

    მუხლი 2

კულტურული მემკვიდრეობის ძეგლზე სამუშაოების ნებართვის გაცემის საკითხის განხილვის უფლებამოსილება მიენიჭოს საჯარო სამართლის იურიდიულ პირში – აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოში შექმნილ სააგენტოს დირექტორის სათათბირო ორგანოს, რომლის შემადგენლობაც მტკიცდება საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროსთან შეთანხმებით.

    მუხლი 3

საჯარო სამართლის იურიდიული პირი – აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტო ჩაითვალოს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს უფლებამონაცვლედ სამინისტროს მიერ კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებზე სამუშაოების ნებართვებთან დაკავშირებით განხორციელებული და მიმდინარე საქმიანობის ნაწილში.

    მუხლი 4

ძალადაკარგულად გამოცხადდეს საქართველოს მთავრობის 2010 წლის 11 მაისის 138 დადგენილება აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსათვის აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ადმინისტრაციულ ტერიტორიაზე არსებულ კულტურული მემკვიდრეობის ძეგლზე სამუშაოების ნებართვის გაცემის უფლებამოსილების მინიჭების შესახებ.

    მუხლი 5

დადგენილება ამოქმედდეს 2011 წლის 1 იანვრიდან.

პრემიერ-მინისტრი                         ნ. გილაური