დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| ქრონომეტრაჟით გამოვლენილ უწყვეტი 7 კალენდარული დღის ჯამურ ბრუნვასა და გადასახადის გადამხდელის მიერ დაფიქსირებულ ქრონომეტრაჟის დაწყების დღის წინა უწყვეტი 7 კალენდარული დღის ჯამურ ბრუნვას შორის სხვაობის ზღვრული ოდენობის დადგენის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 387 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს მთავრობა |
| მიღების თარიღი | 21/12/2010 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს მთავრობის დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 168, 24/12/2010 |
| სარეგისტრაციო კოდი | 200250000.10.003.016118 |
საქართველოს მთავრობის
დადგენილება №387
2010 წლის 21 დეკემბერი
ქ. თბილისი
მუხლი 1. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 287-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად ქრონომეტრაჟით გამოვლენილ უწყვეტი 7 კალენდარული დღის ჯამურ ბრუნვასა (მაქსიმალური და მინიმალური დღიური ბრუნვების გამოკლებით) და გადასახადის გადამხდელის მიერ დაფიქსირებულ ქრონომეტრაჟის დაწყების დღის წინა უწყვეტი 7 კალენდარული დღის ჯამურ ბრუნვას (მაქსიმალური და მინიმალური დღიური ბრუნვების გამოკლებით) შორის სხვაობის ზღვრული ოდენობა განისაზღვროს 10 პროცენტით.
მუხლი 2. ძალადაკარგულად გამოცხადდეს საქართველოს მთავრობის 2010 წლის 3 აგვისტოს №224 დადგენილება „ქრონომეტრაჟით გამოვლენილ 7 უწყვეტი კალენდარული დღის ჯამურ ბრუნვასა და გადასახადის გადამხდელის მიერ დაფიქსირებულ ქრონომეტრაჟის დაწყების დღის წინა 7 უწყვეტი კალენდარული დღის ჯამურ ბრუნვას შორის სხვაობის ზღვრული ოდენობის დადგენის შესახებ“.
მუხლი 3. დადგენილება ამოქმედდეს 2011 წლის 1 იანვრიდან.
პრემიერ-მინისტრი ნ. გილაური
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები