შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება ,,საქართველოს თევზის კომპანია ,,არგოსათვის" ხობის რაიონის სოფელ ყულევში 5 ჰექტარი არსასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ფართობის პირდაპირი განკარგვის წესით გამოყოფის შესახებ

  • Word

დოკუმენტის ნომერი 279
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პრეზიდენტი.
მიღების თარიღი 13/07/2001
დოკუმენტის ტიპი საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 76, 16/07/2001
სარეგისტრაციო კოდი 240.050.000.05.002.002.
  • Word
279
13/07/2001
სსმ, 76, 16/07/2001
240.050.000.05.002.002.
შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება ,,საქართველოს თევზის კომპანია ,,არგოსათვის" ხობის რაიონის სოფელ ყულევში 5 ჰექტარი არსასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ფართობის პირდაპირი განკარგვის წესით გამოყოფის შესახებ
საქართველოს პრეზიდენტი.

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება №279

2001 წლის 13 ივლისი

ქ. თბილისი

შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება „საქართველოს თევზის კომპანია „არგოსათვის“ ხობის რაიონის სოფელ ყულევში 5 ჰექტარი არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ფართობის პირდაპირი განკარგვის წესით გამოყოფის შესახებ

შავი ზღვის საქართველოს ტერიტორიულ წყლებში ქაფშიის მოპოვებისა და მისი სამრეწველო გადამუშავების აღორძინების მიზნით:

1. შპს „საქართველოს თევზის კომპანია „არგოს“ თევზ­გადამმუშავებელი საწარმოებისა და ნავმისადგომების მოსაწყობად ხობის რაიონის სოფ. ყულევში „სახელმწიფო საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის მართვისა და გან­კარგვის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, პირდაპირი განკარგვის წესით, ნორმატიულ ფასში გამოეყოს 5 ჰექტარი არა­სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ფართობი ორ ნაკვეთად.

2. გამოყოფილი მიწის ფართობი ადგილზე გაიმიჯნოს შესაბამისი ნორმატიული ფასის სახელმწიფო ბიუჯეტში ჩარიცხვის შემდეგ.

ე. შევარდნაძე