“საპენსიო სქემის წესების დამტკიცების შესახებ”

“საპენსიო სქემის წესების დამტკიცების შესახებ”
დოკუმენტის ნომერი 13
დოკუმენტის მიმღები დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახური
მიღების თარიღი 17/03/2000
დოკუმენტის ტიპი აღმასრულებელი ხელისუფლების სხვა სახელმწიფო უწყების ხელმძღვანელის ბრძანება და ეროვნული კომისიის დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 26, 29/03/2000
ძალის დაკარგვის თარიღი 11/03/2026
სარეგისტრაციო კოდი 090.013.004.142
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
13
17/03/2000
სსმ, 26, 29/03/2000
090.013.004.142
“საპენსიო სქემის წესების დამტკიცების შესახებ”
დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახური
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (29/03/2000 - 10/03/2026)

 

საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის უფროსის

ბრძანება № 13

2000 წლი 17 მარტი

ქ. თბილისი

საპენსიო სქემის წესების დამტკიცების შესახებ

არასახელმწიფო საპენსიო დაზღვევისა და უზრუნველყოფის შესახებ საქართველოს 1998 წლის 30 ოქტომბრის კანონის მე-40 მუხლის პირველი პუნქტის ქვეპუნქტის მოთხოვნის შესრულების მიზნით, ვბრძანებ:

1. დამტკიცდეს საპენსიო სქემის წესები (თან ერთვის).

2. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ა. ცერცვაძე

 

საპენსიო სქემის წესები

    მუხლი 1

საპენსიო სქემის წესები მომზადებულია არასახელმწიფო საპენსიო დაზღვევისა და უზრუნველყოფის შესახებ საქართველოს 1998 წლის 30 ოქტომბრის კანონის მე-40 მუხლის ქვეპუნქტის შესაბამისად და განსაზღვრავს საპენსიო სქემის დამფუძნებლის მიერ საპენსიო სქემის წესების შედგენის და დამტკიცების ძირითად მოთხოვნებს.

    მუხლი 2

1. საპენსიო სქემის დამფუძნებლის მიერ მომზადებული საპენსიო სქემა უნდა შეიცავდეს შემდეგ საკითხებს:

ა) საპენსიო სქემის სახე (განსაზღვრული შენატანების ოდენობით ან განსაზღვრული გასაცემი პენსიის ოდენობით);

ბ) საპენსიო სქემის დამფუძნებლის დასახელება, ადგილმდებარეობა, საბანკო რეკვიზიტები;

გ) საპენსიო სქემაში მონაწილეების ჩართვის პირობები;

დ) საპენსიო სქემის დამფუძნებელთა, მეანაბრეთა და მონაწილეთა უფლებები და მოვალეობები;

ე) საპენსიო სქემიდან მონაწილის გასვლის პირობები;

ვ) საპენსიო სქემის მონაწილის სხვა საპენსიო სქემაში გადასვლის პირობები;

ზ) საპენსიო სქემის მონაწილის საპენსიო დანაგროვზე საკუთრების უფლების და მემკვიდრეებზე ამ უფლების გადაცემის პირობები;

თ) პენსიის ოდენობის განსაზღვრის პირობები;

ი) პენსიის გაცემის პირობები;

კ) საპენსიო სქემის მონაწილის ინდივიდუალური საპენსიო ანგარიშის წარმოების და საპენსიო სქემის მონაწილის ინფორმირების პირობები;

ლ) აქტუარული გათვლების მეთოდიკა;

მ) საპენსიო დანაგროვის ფონდის ფორმირების და ხარჯვის პირობები;

ნ) საპენსიო დანაგროვის ინვესტირების წესები და პირობები (საინვესტიციო დეკლარაცია);

ო) საპენსიო სქემის დამფუძნებლის მიერ საპენსიო დანაგროვის ინდექსაციის პირობები;

პ) აქტივების მმართველი კომპანიის და სპეციალიზებული დეპოზიტარის დანიშვნის, შეცვლის და მათთვის ანაზღაურების გაცემის წესები და პირობები;

ჟ) საპენსიო სქემის მეანაბრისათვის და მონაწილისათვის საპენსიო სქემის საქმიანობის შესახებ ანგარიშის წარდგენის პირობები;

რ) საპენსიო სქემაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის წესი;

ს) საპენსიო სქემის შეწყვეტის წესი.

2. საპენსიო სქემა შეიძლება შეიცავდეს სხვა მონაცემებსაც.

    მუხლი 3

საპენსიო სქემა დამოწმებული უნდა იყოს საპენსიო სქემის დამფუძნებლის ხელმოწერითა და მრგვალი ბეჭდით.