დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| თბილისის კარდიოლოგიური საავადმყოფოს საპრივატიზებო სამედიცინო ობიექტების ნუსხიდან ამოღებისა და სრულიად საქართველოს საპატრიარქოსათვის უსასყიდლო უზუფრუქტის ფორმით გადაცემის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 264 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პრეზიდენტი. |
| მიღების თარიღი | 06/07/2001 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 73, 09/07/2001 |
| სარეგისტრაციო კოდი | 040.230.000.05.002.002. |
საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №264
2001 წლის 6 ივლისი
ქ. თბილისი
თბილისის კარდიოლოგიური საავადმყოფოს საპრივატიზებო სამედიცინო ობიექტების ნუსხიდან ამოღებისა და სრულიად საქართველოს საპატრიარქოსათვის უსასყიდლო უზუფრუქტის ფორმით გადაცემის შესახებ
სოციალურად დაუცველი და უმწეო კატეგორიის მოსახლეობის სამედიცინო დახმარების გაუმჯობესების მიზნით:
1. მიღებულ იქნეს თბილისის კარდიოლოგიური საავადმყოფოს კოლექტივისა და საქართველოს საპატრიარქოს თხოვნა და მიზანშეწონილად ჩაითვალოს თბილისის კარდიოლოგიური საავადმყოფოს უსასყიდლო უზუფრუქტის ფორმით საქართველოს საპატრიარქოსათვის გადაცემა.
2. ამოღებულ იქნეს თბილისის კარდიოლოგიური საავადმყოფო �საქართველოს ჯანმრთელობის დაცვის ობიექტების პრივატიზების დაჩქარების შესახებ� საქართველოს პრეზიდენტის 1998 წლის 31 ოქტომბრის №615 ბრძანებულებით დამტკიცებული საპრივატიზაციო სამედიცინო ობიექტების ნუსხიდან.
3. საქართველოს სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტრომ (ლ. ძნელაძე), შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ (ა. ჯორბენაძე) და თბილისის მერიამ (ი. ზოდელავა) სამ თვეში უზრუნველყონ ამ ბრძანებულების შესრულება მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით.
ე. შევარდნაძე
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები