დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი მოსაკრებლების შემოღების შესახებ“ ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2007 წლის 4 მაისის №4/7 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 38 |
| დოკუმენტის მიმღები | ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 03/08/2010 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 9, 11/08/2010 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010250020.35.133.000162 |
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 010.250.020.35.133.000.162
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №38
2010 წლის 3 აგვისტო
დაბა ხელვაჩაური
„ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი მოსაკრებლების შემოღების შესახებ“ ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2007 წლის 4 მაისის №4/7 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულომ დაადგინა:
მუხლი 1
„ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ადგილობრივი მოსაკრებლების შემოღების შესახებ“ ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2007 წლის 4 მაისის №4/7 დადგენილებაში (გაზეთი „აჭარა“ №74, 15.05.2007წ., გვ.13) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილების 41 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„41. „ადგილობრივი მოსაკრებლის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლისა და მე-6 მუხლის მე-3 პუნქტის საფუძველზე, ამ დადგენილებით განსაზღვრული მშენებლობის ნებართვის მოსაკრებლის გადახდისაგან სრულად გათავისუფლდნენ სტიქიური უბედურების შედეგად დაზიანებული მშენებარე ობიექტიების მესაკუთრე ფიზიკური პირები, აგრეთვე სახელმწიფო ან/და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების მიერ განსახორციელებელ მშენებლობებზე ნებართვის მაძიებელი.“
მუხლი 2
ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საკრებულოს თავმჯდომარე მ. ფარტენაძე
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები