„ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის გამგეობის სამხედრო აღრიცხვის, გაწვევისა და მობილიზაციის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2008 წლის 24 მარტის №5/4 დადგენილებაში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე

  • Word

დოკუმენტის ნომერი 34
დოკუმენტის მიმღები ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 03/08/2010
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 9, 11/08/2010
სარეგისტრაციო კოდი 010250020.35.133.000158
  • Word
34
03/08/2010
სსმ, 9, 11/08/2010
010250020.35.133.000158
„ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის გამგეობის სამხედრო აღრიცხვის, გაწვევისა და მობილიზაციის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2008 წლის 24 მარტის №5/4 დადგენილებაში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტი

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 010.250.020.35.133.000.158

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №34

2010 წლის 3 აგვისტო

დაბა ხელვაჩაური

„ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის გამგეობის სამხედრო აღრიცხვის, გაწვევისა და მობილიზაციის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2008 წლის 24 მარტის №5/4 დადგენილებაში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულომ დაადგინა:

    მუხლი 1

„ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის გამგეობის სამხედრო აღრიცხვის, გაწვევისა და მობილიზაციის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2008 წლის 24 მარტის №5/4 დადგენილებით (გაზეთი „აჭარა“ №40, 12,04,08, გვ.1) დამტკიცებულ ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის გამგეობის სამხედრო აღრიცხვის, გაწვევისა და მობილიზაციის სამსახურის დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატება:

ა) პრეამბულა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ეს დებულება „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის, “სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ“, „სამხედრო სარეზერვო სამსახურის შესახებ“, “მობილიზაციის შესახებ“ საქართველოს კანონებისა და ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების შესაბამისად განსაზღვრავს ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის გამგეობის სტრუქტურული ერთეულის სამხედრო აღრიცხვის, გაწვევისა და მობილიზაციის სამსახურის შექმნისა და ფუნქციონირების ძირითად პრინციპებს, ანგარიშვალდებულებას, უზრუნველყოფას, უფლება-მოვალეობებსა და მუშაობის ორგანიზაციას“;

ბ) პირველი მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 1

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის გამგეობის სამხედრო აღრიცხვის, გაწვევისა და მობილიზაციის სამსახური (შემდგომში – სამსახური) წარმოადგენს ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის გამგეობის სტრუქტურულ ერთეულს, რომელიც „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის, „სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ“, „სამხედრო სარეზერვო სამსახურის შესახებ’, „მობილიზაციის შესახებ“ საქართველოს კანონებისა და ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულებისა და ამ დებულების შესაბამისად უზრუნველყოფს საქართველოს მოქალაქეთა სამხედრო აღრიცხვაზე აყვანას, სამხედრო სამსახურისათვის მომზადებას, სამხედრო სავალდებულო სამსახურში გაწვევას, მობილიზაციისა და სამხედრო ძალების რეზერვთან დაკავშირებული საკითხების გადაწყვეტას“;

გ) მე-2 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 2

სამსახური თავის საქმიანობას ახორციელებს ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის, „სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ“, „სამხედრო სარეზერვო სამსახურის შესახებ“, „მობილიზაციის შესახებ“ საქართველოს კანონების, საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების, საკრებულოს სხვა შესაბამისი სამართლებრივი აქტების, საკრებულოს თავმჯდომარის, გამგებლის ინდივიდუალური სამართლებრივი აქტებით დადგენილი უფლებამოსილების საფუძველზე და ფარგლებში.“;

დ) მე-9 მუხლის მე-2 პუნქტის “ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ე) საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1961, 1962–1966, 197, 1971, 198-ე მუხლებით გათვალისწინებულ დარღვევათა გამოვლენის შემთხვევებში ადგენს ადმინისტრაციულ სამართალდაღღვევათა ოქმს.“;

ე) მე-9 მუხლის მე-2 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის ვ“ ქვეპუნქტი:

„ვ)ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს, საკრებულოს თავმჯდომარის, გამგებლის შესაბამისი სამართლებრივი აქტებითა და ამ დებულებით განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებებს“;

ვ) მე-10 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2) სამსახურის საშტატო ნუსხას გამგებლის წარდგინებით ამტკიცებს საკრებულოს თავმჯდომარე.“.

    მუხლი 2

ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საკრებულოს თავმჯდომარე მ. ფარტენაძე