დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის გამგეობის მოქალაქეთა მომსახურების ბიუროს (სამსახურის) დებულების დამტკიცების შესახებ” ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2009 წლის 26 მარტის №3/2 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 33 |
| დოკუმენტის მიმღები | ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 03/08/2010 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 9, 11/08/2010 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010250020.35.133.000157 |
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 010.250.020.35.133.000.157
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №33
2010 წლის 3 აგვისტო
დაბა ხელვაჩაური
„ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის გამგეობის მოქალაქეთა მომსახურების ბიუროს (სამსახურის) დებულების დამტკიცების შესახებ” ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2009 წლის 26 მარტის №3/2 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულომ დაადგინა:
მუხლი 1
„ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის გამგეობის მოქალაქეთა მომსახურების ბიუროს (სამსახურის) დებულების დამტკიცების შესახებ” ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2009 წლის 26 მარტის №3/2 დადგენილებით (გაზეთი „აჭარა“ 31.03.09, №36, გვ.11) დამტკიცებულ ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის გამგეობის მოქალაქეთა მომსახურების (სამსახურის) დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:
ა) მე-3 მუხლის „კ” ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„კ) მოქმედი კანონმდებლობით, საკრებულოს, საკრებულოს თავმჯდომარისა და გამგებლის შესაბამისი სამართლებრივი აქტებითა და სამსახურის დებულებით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებების განხორციელებას.“;
ბ) მე-4 მუხლის მე-3 პუნქტის „თ” ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„თ) ახორციელებს მოქმედი კანონმდებლობით, საკრებულოს, საკრებულოს თავმჯდომარისა და გამგებლის შესაბამისი სამართლებრივი აქტებითა და სამსახურის დებულებით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებებს.“;
გ) მე-5 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. სამსახურის საჯარო მოსამსახურეთა შტატებს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად გამგებლის წარდგინებით ამტკიცებს საკრებულოს თავმჯდომარე.“.
მუხლი 2
ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საკრებულოს თავმჯდომარე მ.ფარტენაძე
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები