„ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის გამგეობის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 26 თებერვლის №15 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

  • Word

დოკუმენტის ნომერი 29
დოკუმენტის მიმღები ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 03/08/2010
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 9, 11/08/2010
სარეგისტრაციო კოდი 010250020.35.133.000153
  • Word
29
03/08/2010
სსმ, 9, 11/08/2010
010250020.35.133.000153
„ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის გამგეობის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 26 თებერვლის №15 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტი

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 010.250.020.35.135.000.153

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №29

2010 წლის 3 აგვისტო

დაბა ხელვაჩაური

„ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის გამგეობის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 26 თებერვლის №15 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულომ დაადგინა:

    მუხლი 1

„ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის გამგეობის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 26 თებერვლის №15 დადგენილებით (გაზეთი „აჭარა“ №26, 06.03.2010წ., გვ. 24) დამტკიცებულ ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის გამგეობის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურის დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

ა) პირველი მუხლის:

ა.ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის გამგეობის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახური (შემდგომში – სამსახური) წარმოადგენს ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის გამგეობის სტრუქტურულ ერთეულს, რომელიც თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონით, საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულებით, მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხვა შესაბამისი სამართლებრივი აქტებით, საკრებულოს თავმჯდომარის, გამგებლის ინდივიდუალური სამართლებრივი აქტებით და ამ დებულებით“.

ა.ბ) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„სამსახური შექმნილია „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონისა და ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების შესაბამისად.

ბ) მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ) მოცემული დებულებით განსაზღვრული უფლებების ფარგლებში შეასრულოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს, საკრებულოს თავმჯდომარის და გამგებლის სამართლებრივი აქტები.“;

გ) მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „პ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„პ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში ასრულებს გამგებლის, გამგებლის მოადგილის (მოადგილეების) ცალკეულ დავალებებს.“.

    მუხლი 2

ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საკრებულოს თავმჯდომარე მ. ფარტენაძე