„ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის გამგეობის საფინანსო-ეკონომიკური სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ” ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2009 წლის 26 მარტის №3/3 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე"

„ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის გამგეობის საფინანსო-ეკონომიკური სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ” ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2009 წლის 26 მარტის №3/3 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე"
დოკუმენტის ნომერი 25
დოკუმენტის მიმღები ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 13/07/2010
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ადგილობრივი საინფორმაციო საშუალებები, 0, 14/07/2010
სარეგისტრაციო კოდი 010260030.35.133.002150
25
13/07/2010
ადგილობრივი საინფორმაციო საშუალებები, 0, 14/07/2010
010260030.35.133.002150
„ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის გამგეობის საფინანსო-ეკონომიკური სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ” ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2009 წლის 26 მარტის №3/3 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე"
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტი

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №25

2010 წლის 13 ივლისი

დაბა ხელვაჩაური

„ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის გამგეობის საფინანსო -ეკონომიკური სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2009 წლის 26 მარტის №3/3 დადგენილებაში ცვლილებებისა   შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე -20 მუხლის შესაბამისად ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულომ დაადგინა:

    მუხლი 1.

„ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის გამგეობის საფინანსო -ეკონომიკური სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2009 წლის 26 თებერვლის №3/3 დადგენილებით (გაზეთი „აჭარა“ №40, 09 -10.04.2009., გვ. 12) დამტკიცებულ ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის გამგეობის საფინანსო -ეკონომიკური სამსახურის დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

ა) მე -2 მუხლის მე -2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. სამსახური თავისი კომპეტენციის ფარგლებში უზრუნველყოფს გამგებლის, გამგებლის მოადგილის (მოადგილეების) ცალკეული დავალებების შესრულებას“.

ბ) მე -4 მუხლის „დ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს:

გ) მე -5 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 5. საბიუჯეტო განყოფილების ძირითადი ფუნქციები და ამოცანებია:

ა) „საქართველოს საბიუჯეტო კოდექსის“ შესაბამისად ადგილობრივი ბიუჯეტის პროექტის შემუშავება, მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილების პროექტის მომზადება;

ბ) თითოეული მხარჯავი დაწესებულების მიხედვით საშტატო რიცხოვნობისა და ასიგნებების ზღვრული მოცულობების შესახებ საბიუჯეტო ცირკულარის მომზადება;

გ) ადგილობრივი ბიუჯეტის შემოსულობებისა და გადასახდელების განწერის შედგენა თვეებისა და კვარტლების მიხედვით;

დ) ადგილობრივი ბიუჯეტის შემოსულობებისა და გადასახადების წლიური განწერის ფარგლებში საბიუჯეტო დაწესებულებების, ადგილობრივი ბიუჯეტით გათვალისწინებული ღონისძიებების, პროგრამებისა და სამუშაოების შესრულების შესაბამისად დაფინანსების განხორციელება;

ე) მონაწილეობის მიღება საბიუჯეტო მიზნობრივი პროგრამების შემუშავებისა და მონიტორინგის პროცესში;

ვ) ეკონომიკის განვითარების არსებული ტენდენციების ანალიზი;

ზ) ეკონომიკური განვითარებისა და საბიუჯეტო შემოსალების პროგნოზირების განხორციელება;

თ) კომპეტენციის ფარგლებში ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის ეკონომიკური პოლიტიკის და ეკონომიკური რეფორმების შემუშავებაში მონაწილეობის მიღება;

ი) დამატებითი ინვესტიციების მოზიდვისათვის შესაბალმისი წინადადებების შემუშავება;

კ) ეკონომიკური განვითარების საკითხებზე გამართული სემინარების, ტრენინგებისა, თუ სხვა ღონისძიებების საჭიროების შემთხვევებში ორგანიზება და მონაწილეობის მიღება;

ლ) მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან მიზნობრივი დაფინანსების მისაღებად განკუთვნილი პროგრამებისა და პროექტების ეკონომიკური შეფასება;

მ) კანომდებლობით გათვალისწინებული სხვა ამოცანებისა და უფლებამოსილების განხორციელება;

დ) მე -7 მუხლის „ვ“ ქვეპუნქტის შემდეგი რედაქციით:

„თ) შეასრულოს გამგებლის, გამგებლის მოადგილის (მოადგილეების), სამსახურის უფროსის ცალკეული დავალებები“.

ე) მე -8 მუხლი ამოღებულ იქნეს.

    მუხლი 2.

დადგენილება ამოქმედდეს „ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის 2010 წლის ადგილობრივი ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2009 წლის 30 დეკემბრის №12/1 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილების ძალაში შესვლის დღიდან.

 

საკრებულოს თავმჯდომარის

მოვალეობის შემსრულებელი                                                 კახაბერ სირაბიძე