„ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ”

„ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ”
დოკუმენტის ნომერი 23
დოკუმენტის მიმღები ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 13/07/2010
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი გაზეთი აჭარა, 77, 14/07/2010
სარეგისტრაციო კოდი 010260010.35.133.002148
23
13/07/2010
გაზეთი აჭარა, 77, 14/07/2010
010260010.35.133.002148
„ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ”
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტი

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №23

 2010 წლის 13 ივლისი

დაბა ხელვაჩაური

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ

 „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის „ი“ ქვეპუნქტისა და 43-ე მუხლის მე-2 პუნქტის, აგრეთვე „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულომ დაადგინა:

1. დამტკიცდეს ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის გამგეობის თანდართულის დებულება.

2. ძალადაკარგულად გამოცხადდეს „ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ“ ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2007 წლის 3 ივლისის №6/3 დადგენილება.

3. ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საკრებულოს თავმჯდომარის

მოვალეობის შემსრულებელი კახაბერ სირაბიძე

დანართი

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულება

თავი 1

ზოგადი დებულებანი

მუხლი 1. ზოგადი დებულებანი

1. ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის გამგეობა (შემდგომში – „გამგეობა“) არის ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ორგანო, რომელიც უზრუნველყოფს ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს გადაწყვეტილებების აღსრულებას.

2. გამგეობა შექმნილია „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის შესაბამისად.

3. გამგეობა, როგორც ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის ადმინისტრაციული ორგანო, შედგება სტრუქტურული ერთეულებისა და ტერიტორიული ორგანოებისაგან, რომლებიც ქმნიან გამგეობის ერთიან სისტემას.

4. გამგეობა საქმიანობას წარმართავს საქართველოს კონსტიტუციის, „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ ევროპული ქარტიის“, „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ ორგანული კანონის, მოქმედი კანონმდებლობისა და ამ დებულების შესაბამისად.

5. გამგეობა არ წარმოადგენს კოლეგიურ ორგანოს და იგი თავის უფლება-მოვალეობის განხორციელებას უზრუნველყოფს გამგეობის სტრუქტურული ერთეულების და ტერიტორიული ორგანოების მეშვეობით.

6. გამგეობა არის საბიუჯეტო დაწესებულება და მისი დაფინანსების წყაროა თვითმმართველი ერთეულის – ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტი.

7. გამგეობას აქვს დასრულებული ბალანსი და ანგარიში, ხარჯთა ნუსხა, ბეჭედი და ტიტულიანი ბლანკი საკუთარი სახელწოდების აღნიშვნით.

8. გამგეობის ოფიციალური ვებ. გვერდის მისამართია: www.xelvachauri.ge . აღნიშნული ვებგვერდი წარმოადგენს საჯარო ადგილს.

9. გამგეობაში ადმინისტრაციული წარმოება ხორციელდება ქართულ ენაზე.

10. გამგეობის იურიდიული მისამართია: დაბა ხელვაჩაური, დ. აღმაშენებლის ქუჩა №21.

მუხლი 2. გამგეობის საქმიანობის პრინციპები

გამგეობის სტრუქტურული ერთეულები, ტერიტორიული ორგანოები და თანამდებობის პირები მოქმედებენ: კანონიერების, საჯაროების, საქართველოს მოქალაქეთა კანონიერი უფლებებისა და თავისუფლებების, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოთა და თანამდებობის პირთა მოსახლეობის წინაშე ანგარიშვალდებულების, სახელწიფოსა და თვითმმართველ ერთეულებს შორის დახმარებისა და თანამშრომლობის, საზოგადოებრივი აზრის გათვალისწინების, თვითმმართველობის ორგანოების საქმიანობაში მოქალაქეთა მონაწილეობისა და სამართლებრივი სახელმწიფოს საქმიანობის სხვა პრინციპების დაცვით.

 თავი II

თვითმმართველი ერთეულის – ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის

საკრებულოს თავმჯდომარე

მუხლი 3. თვითმმართველი ერთეულის – ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის უფლებამოსილებანი

1. თვითმმართველი ერთეულის – ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე (შემდგომში – „საკრებულოს თავმჯდომარე“) ადგილობრივი თვითმმართველობის აღმასრულებელი ორგანოს მოვალეობების განხორციელების მიზნით და გამგეობის საქმიანობის საერთო ხელმძღვანელობიდან გამომდინარე:

ა) „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონისა და „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი საფუძვლების არსებობისას, აგრეთვე მუნიციპალიტეტის საკრებულოს დებულებით (რეგლამენტით) დადგენილი წესის შესაბამისად, საკრებულოს თანხმობით, თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის გამგებელს (შემდგომში – „გამგებელი“);

ბ) საკრებულოს დასამტკიცებლად წარუდგენს გამგებლის მიერ შემუშავებულ გამგეობის, გამგეობის სტრუქტურული ერთეულებისა და ტერიტორიული ორგანოების დებულებების პროექტებს;

გ) ამტკიცებს გამგეობის მიერ შემუშავებულ გამგეობის საშტატო ნუსხას, გამგეობის მოსამსახურეთა თანამდებობრივ ინსტრუქციებსა და სამუშაოთა აღწერილობებს; საკრებულოში წარადგენს წინადადებებს გამგეობის მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოების განსაზღვრის ან თანამდებობრივ სარგოებში ცვლილებების შეტანის თაობაზე;

დ) საკრებულოს დასამტკიცებლად წარუდგენს გამგეობის მოსამსახურეთა საკვალიფიკაციო მოთხოვნებს;

ე) გამგებლის წარდგინებით აცხადებს კონკურსს გამგეობის ვაკანტური თანამდებობის დასაკავებლად;

ვ) გამგებლის წარდგინებით ამტკიცებს გამგეობის სამუშაო გეგმებს;

ზ) ისმენს გამგეობის თანამდებობის პირების ანგარიშებს გაწეული საქმიანობის შესახებ; აფასებს გამგებლისა და გამგეობის საქმიანობას;

თ) ყოველწლიურად (არა უგვიანეს 1 თებერვლისა), აგრეთვე საკრებულოს მოთხოვნიდან 2 კვირის ვადაში საკრებულოს წარუდგენს გამგებლის მიერ მომზადებულ ანგარიშს გამგეობის საქმიანობის შესახებ;

ი) უზრუნველყოფს საკრებულოსა და მოქალაქეების ინფორმირებულობას გამგეობის საქმიანობის შესახებ;

კ) საერთო კოორდინაციას უწევს თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის პროექტის მომზადებას და შესრულებას;

ლ) კანონმდებლობის შესაბამისად საკრებულოს დასამტკიცებლად წარუდგენს გამგებლის მიერ მომზადებულ მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის პროექტს; თანხმობას აძლევს გამგებელს დამტკიცებულ ბიუჯეტში ცვლილებების შეუტანლად, საქართველოს საბიუჯეტო კოდექსის შესაბამისად, მხარჯავი დაწესებულების საბიუჯეტო კლასიფიკაციის მუხლებსა და კოდებს შორის თანხების გადანაწილების თაობაზე;

მ) საკრებულოს წარუდგენს გამგებლის მიერ მომზადებულ ანგარიშს ბიუჯეტის შესრულების შესახებ;

ნ) საკრებულოს დასამტკიცებლად წარუდგენს შესაბამისი ნორმატიული აქტების პროექტებს ადგილობრივი გადასახადებისა და ადგილობრივი მოსაკრებლების შემოღების, ცვლილებებისა და გაუქმების შესახებ, გამგებლის მიერ შემუშავებული წინადადებების შესაბამისად;

ო) საკრებულოს დასამტკიცებლად წარუდგენს ადგილობრივი შესყიდვების გეგმის დამტკიცების თაობაზე სამართლებრივი აქტების პროექტებს, გამგებლის მიერ შემუშავებულ წინადადებების შესაბამისად;

პ) საკრებულოს წარუდგენს თვითმმართველი ერთეულის სივრცით-ტერიტორიული დაგეგმვის და ამ მიზნით თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიის ზონებად დაყოფით მათი საზღვრების დადგენისა და შეცვლის, საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ქალაქთმშენებლობის დოკუმენტების შესახებ გამგებლის მიერ შემუშავებულ სამართლებრივი აქტების ლპროექტებს;

ჟ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით და გამგებლის წინადადებით იღებს გადაწყვეტილებებს გამგეობის მართვაში არსებული საწარმოების საწესდებო კაპიტალში თვითმმართველი ერთეულის ქონების შეტანის, თვითმმართველი ერთეულის ქონების პრივატიზების, სარგებლობის უფლებით გადაცემის ან სხვაგვარად განკარგვის, აგრეთვე თვითმმართველი ერთეულის ქონების აუქციონის ფორმით პრივატიზებისა და თვითმმართველი ერთეულის ქონების სარგებლობის უფლებით პირდაპირი განკარგვის წესით გადაცემის შესახებ, ქმნის თვითმმართველი ერთეულის – ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის ქონების პრივატიზებისა და სარგებლობის უფლებით განკარგვის ორგანიზების მუდმივმოქმედ კომისიას;

რ) უზრუნველყოფს თვითმმართველი ერთეულის საპრივატიზებო ქონების შესახებ ინფორმაციის ხელმისაწვდომობას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით;

ს) საერთო ხელმძღვანელობას უწევს გამგეობის მიერ საკრებულოს სამართლებრივი აქტების პროექტების მომზადებას საკრებულოს სამუშაო გეგმებისა და სხდომების დღის წესრიგის გათვალისწინებით;

ტ) ახდენს გამგებლის მიერ წარდგენილი საკრებულოს ნორმატიული აქტების პროექტების საკრებულოში ინიცირებას;

უ)ზედამხედველობს გამგეობის მიერ საკრებულოს გადაწყვეტილებათა შესრულებას;

ფ) ქმნის მუნიციპალიტეტის გამგეობის მუდმივმოქმედ სატენდერო კომისიას და სატენდერო კომისიის აპარატს;

ქ) საკრებულოში განსახილველად წარადგენს გამგებლის მიერ მომზადებულ წინადადებებსა და სამართლებრივი აქტების პროექტებს სამეწარმეო და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების (მათ შორის, სკოლამდელი და სკოლისგარეშე სააღმზრდელო დაწესებულებების შექმნის), მათი წესდებების დამტკიცებისა და წესდებაში ცვლილებების, აგრეთვე ამ იურიდიული პირების რეორგანიზაციისა და ლიკვიდაციის შესახებ;

ღ) გამგებლის წარდგინებით იღებს გადაწყვეტილებას გამგეობის მოსამსახურის წახალისების ან მისთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ;

ყ) კანონით განსაზღვრულ შემთხვევებში საკრებულოს თანხმობით თვითმმართველი ერთეულის სახელით დებს შეთანხმებებს და ხელშეკრულებებს, საკრებულოსთან ათანხმებს ისეთი გარიგებების დადებას, რომელთა ღირებულება აღემატება თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის 5%-ს;

შ) ახორციელებს მოქმედი კანონმდებლობით, საკრებულოს დებულებით (რეგლამენტით) და ამ დებულებით განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებებს.

2. საკრებულოს თავმჯდომარის თანამდებობაზე არჩევის, თანამდებობიდან გადადგომისა და გადაყენების სამართლებრივი საფუძვლები და პროცედურები განისაზღვრება „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონითა და საკრებულოს დებულებით (რეგლამენტით).

3. საკრებულოს თავმჯდომარის მიერ უფლებამოსილების განხორციელების შეუძლებლობის შემთხვევაში, მისი უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტისას, აგრეთვე საკრებულოს თავმჯდომარის დავალებით საკრებულოს თავმჯდომარის არყოფნისას საკრებულოს თავმჯდომარის ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ უფლებამოსილებებს ახორციელებს საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე, რომლის თანამდებობაზე არჩევის, თანამდებობიდან გადადგომისა და გადაყენების სამართლებრივი საფუძვლები და პროცედურები განისაზღვრება „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონითა და საკრებულოს დებულებით (რეგლამენტით).

 თავი III

გამგეობის ფუნქციები და ამოცანები

მუხლი 4. გამგეობის უფლებამოსილებები

ა) შეიმუშავებს და საკრებულოს თავმჯდომარეს წარუდგენს:

ა.ა) გამგეობის, გამგეობის სტრუქტურული ერთეულებისა და ტერიტორიული ორგანოების დებულებების პროექტებს;

ა.ბ) გამგეობის საშტატო ნუსხას, გამგეობის მოსამსახურეთა თანამდებობრივ ინსტრუქციებსა და სამუშაოთა აღწერილობებს;

ა.გ) წინადადებებს გამგეობის ვაკანტური თანამდებობების დასაკავებლად კონკურსის გამოცხადების შესახებ;

ა.დ) გამგეობის სამუშაო გეგმებს;

ა.ე) გამგეობის საქმიანობის შესახებ ანგარიშს;

ა.ვ) მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის პროექტს, აგრეთვე წინადადებებს დამტკიცებულ ბიუჯეტში ცვლილებების შეუტანლად, საქართველოს საბიუჯეტო კოდექსის შესაბამისად, მხარჯავი დაწესებულების საბიუჯეტო კლასიფიკაციის მუხლებსა და კოდებს შორის თანხების გადანაწილების თაობაზე თანხმობის მიღების მიზნით;

ა.ზ) ბიუჯეტის შესრულების შესახებ ყოველწლიურ და მიმდინარე ანგარიშს,

ა.თ) მუნიციპალური პროგრამების პროექტებს;

ა.ი) ადგილობრივი გადასახადებისა და ადგილობრივი მოსაკრებლების შემოღების, ცვლილებებისა და გაუქმების შესახებ წინადადებებსა და შესაბამისი ნორმატიული აქტების პროექტებს;

ა.კ.) ადგილობრივი შესყიდვების გეგმის დამტკიცების თაობაზე წინადადებებს და შესაბამისი სამართლებრივი აქტების პროექტებს;

ა.ლ) თვითმმართველი ერთეულის სივრცით-ტერიტორიული დაგეგმვის და ამ მიზნით თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიის ზონებად დაყოფის, მათი საზღვრების დადგენისა და შეცვლის, საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ქალაქთმშენებლობის დოკუმენტების შესახებ სამართლებრივი აქტების პროექტებს;

ა.მ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით გამგეობის მართვაში არსებული საწარმოების საწესდებო კაპიტალში თვითმმართველი ერთეულის ქონების შეტანის, თვითმმართველი ერთეულის ქონების პრივატიზების, სარგებლობის უფლებით გადაცემის ან სხვაგვარად განკარგვის, აგრეთვე თვითმმართველი ერთეულის ქონების აუქციონის ფორმით პრივატიზებისა და თვითმმართველი ერთეულის ქონების სარგებლობის უფლებით პირდაპირი განკარგვის წესით გადაცემის შესახებ წინადადებებსა და სამართლებრივი აქტის პროექტებს;

ა.ნ) სამეწარმეო და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების (მათ შორის, სკოლამდელი და სკოლისგარეშე სააღმზრდელო დაწესებულებების შექმნის), მათი წესდების დამტკიცებისა და წესდებაში ცვლილებების, რეორგანიზაციისა და ლიკვიდაციის შესახებ წინადადებებსა და სამართლებრივი აქტების პროექტებს;

ა.ო) გარე ვაჭრობის, ბაზრებისა და ბაზრობების რეგულირების, გარე რეკლამის განთავსების, საზოგადოებრივ მომსახურებათა ორგანიზების საკითხებზე წინადადებებს, რეკომენდაციებსა და სამართლებრივი აქტების პროექტებს;

ა.პ) ადგილობრივი მნიშვნელობის ჯანდაცვის, კულტურისა და სპორტის, აგრეთვე მუნიციპალიტეტის საკუთარ და დელეგირებულ უფლებამოსილებებს მიკუთვნებულ სხვა საკითხებზე წინადადებებს, რეკომენდაციებსა და სამართლებრივი აქტების პროექტებს;

ა.ჟ) გამგეობის მოსამსახურის წახალისების ან მისთვის დისციპლინურიი პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ წინადადებებს;

ა.რ) წინადადებებს, რეკომენდაციებსა და სამართლებრივი აქტების პროექტებს, რომელიც კანონმდებლობის თანახმად აუცილებელია გამგეობის ფუნქციონირებისათვის;

ბ) უშუალოდ ხელმძღვანელობს თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის პროექტების მომზადებას და შესრულებას;

გ) საკრებულოს სამუშაო გეგმებისა და სხდომების დღის წესრიგის გათვალისწინებით კოორდინირებულად მუშაობს საკრებულოს თავმჯდომარესთან; საკრებულოს თავმჯდომარის მიერ ნორმატიული აქტების საკრებულოში ინიცირების მიზნით წარუდგენს მას საკრებულოს ნორმატიული აქტების პროექტებს;

დ) ზედამხედველობს გამგეობის მიერ საკრებულოსა და საკრებულოს თავმჯდომარის გადაწყვეტილებებისა და დავალებების შესრულებას;

ე) ხელს უწყობს საკრებულოს თავმჯდომარეს გამგეობის საქმიანობის შესახებ საკრებულოსა და მოქალაქეების ინფორმირებულობის უზრუნველსაყოფად;

ვ) ადგენს თვითმმართველი ერთეულის საპრივატიზებო ობიექტთა ნუსხის პროექტს და საკრებულოს მიერ დასამტკიცებლად წარუდგენს საკრებულოს თავმჯდომარეს;

ზ) აწარმოებს ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონების საკუთრების თუ სარგებლობის უფლებით განკარგვაზე მოლაპარაკებებს;

თ) თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული ქონების საკუთრებაში ან/და სარგებლობაში განკარგვისას, დამატებითი მინდობილობის (რწმუნებულების) გარეშე: ხელს აწერს შესაბამის ხელშეკრულებებს, ასევე მათში დამატებებისა და ცვლილებების შეტანის თაობაზე შეთანხმებებს (ხელშეკრულებებს), ახორციელებს კონტროლს ხელშეკრულების მხარის მიერ სააუქციონო და სახელშეკრულებო პირობების შესრულებაზე, ამ მიზნით ხელშეკრულების მხარეს უგზავნის ხელშეკრულებიდან (ოქმიდან) გამომდინარე გაფრთხილებებს და სხვა შეტყობინებებს, ნაკისრი ვალდებულებების სრულად შესრულების მიზნით ხელშეკრულების მხარეს უწესებს დამატებით ვადებს, იღებს გადაწყვეტილებებს ხელშეკრულების მხარის მიერ სააუქციონო და სახელშეკრულებო პირობების დარღვევისას პირგასამტეხლოს დაკისრების ან/და მისგან გათავისუფლების თაობაზე, იხილავს თვითმმართველი ერთეულის მხრიდან ხელშეკრულების ცალმხრივად შეწყვეტის საკითხს და საკრებულოს თავმჯდომარეს წარუდგენს შესაბამის სამართლებრივ აქტს;

ი) ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის გამგეობისათვის მიკუთვნებული გადასახდელების (ასიგნების) ფარგლებში იღებს გადაწყვეტილებას სახელმწიფო შესყიდვის ფასთა კოტირების ან/და ერთ პირთან მოლაპარაკების საშუალებით განხორციელების თობაზე, სახელმწიფო შესყიდვის ტენდერის, ფასთა კოტირების ან/და ერთ პირთან მოლაპარაკების საშუალებით განხორციელების შემთხვევაში გასცემს აქცეპტს, ითხოვს შესყიდვაში მონაწილე პირისაგან დაზუსტებებს, დამატებითი მინდობილობის (რწმუნებულების) გარეშე: ხელს აწერს ტენდერის, ფასთა კოტირების ან/და ერთ პირთან მოლაპარაკების საშუალებით განხორციელებული სახელმწიფო შესყიდვების ხელშეკრულებებს, ასევე მათში დამატებებისა და ცვლილებების შეტანის თაობაზე შეთანხმებებს (ხელშეკრულებებს), ახორციელებს კონტროლს ხელშეკრულების მხარის ნაკისრი ვალდებულების შესრულებაზე, ამ მიზნით ხელშეკრულების მხარეს უგზავნის ხელშეკრულებიდან გამომდინარე გაფრთხილებებს და სხვა შეტყობინებებს, ნაკისრი ვალდებულებების სრულად შესრულების მიზნით ხელშეკრულების მხარეს უწესებს დამატებით ვადებს, იღებს გადაწყვეტილებებს ხელშეკრულების მხარის მიერ ნაკისრი ვალდებულების დარღვევისას პირგასამტეხლოს დაკისრების ან/და მისგან გათავისუფლების თაობაზე, წარუდგენს ანგარიშებს სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს, იხილავს სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს მიერ წარმოდგენილ შენიშვნებს და წინადადებებს და ახორციელებს აღნიშნულ სფეროში სხვა უფლებამოსილებებს. იხილავს თვითმმართველი ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მხრიდან ხელშეკრულების ცალმხრივად შეწყვეტის საკითხს და საკრებულოს თავმჯდომარეს წარუდგენს შესაბამის სამართლებრივ აქტს;

კ) ახორციელებს თვითმმართველი ერთეულის – ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტისათვის მიკუთვნებული მიწის ნაკვეთების თვითმმართველი ერთეული – ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სახელზე საკუთრების უფლებით რეგისტრაციის მიზნით კანონმდებლობით გათვალისწინებულ პროცედურებს და საკრებულოს თავმჯდომარე სწარუდგენს შესაბამისი სამართლებრივი აქტის პროექტს. იღებს გადაწყვეტილებას, ერთი მხრივ, სახელმწიფოს ან თვითმმართველი ერთეულის და, მეორე მხრივ კერძო საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთებს შორის საზღვრების კონფიგურაციის ცვლილების თაობაზე, ახდენს ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონების საკუთრებაში თუ სარგებლობაში განკარგვის ორგანიზებას;

ლ) ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში განსაზღვრავს თვითმმართველი ერთეულის – ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების საწყის საპრივატიზებო ფასსა და სარგებლობის ქირის ოდენობას, რომელსაც ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების პრივატიზების, სარგებლობის უფლებით გადაცემის ან სხვაგვარად განკარგვის თაობაზე წინადადებებთან ერთად შესაბამისი სამართლებრივი აქტის პროექტის სახით წარუდგენს საკრებულოს თავმჯდომარეს;

მ) საკრებულოს თავმჯდომარეს წარუდგენს თვითმმართველი ერთეულის – ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის ქონების პრივატიზებისა და სარგებლობის უფლებით განკარგვის ორგანიზების მუდმივმოქმედი კომისიის შექმნის შესახებ სამართლებრივი აქტის პროექტს, ასევე მასში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე სამართლებრივი აქტის პროექტს;

ნ) ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გამგეობისათვის მიკუთვნებული გადასახდელების ფარგლებში ხელს აწერს შესაბამის საფინანსო დოკუმენტაციას;

ო) ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით გათვალისწინებული პრობლემების და ღონისძიებების ფარგლებში სამართლებრივი აქტის სახით იღებს გათვალისწინებას კონკრეტული ღონისძიებების დაფინანსების თაობაზე;

პ) ითანხმებს თვითმმართველი ერთეულის – ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მიერ შექმნილი არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების ხარჯთაღრიცხვას, ამტკიცებს მათ საშტატო განრიგს, სასწავლო (საგანმანათლებლო) პროგრამებს და მისაღები კონტინგენტის ოდენობას, ახორციელებს მათ საქმიანობაზე კონტროლს და შემოწმებას, ასევე ახორციელებს თვითმმართველი ერთეულის – ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული (შექმნილი) კერძო სამართლის იურიდიული პირების პარტნიორ(ებ)ის (დამფუძნებლის) უფლებამოსილებას, თუ კანონმდებლობის თანახმად მათი განხორციელება არ მიეკუთვნება საკრებულოს ან საკრებულოს თავმჯდომარის უფლებამოსილებას;

ჟ) თვითმმართველი ერთეულის – ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანოს კომპეტენციას მიკუთვნებული საკითხების ან/და ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანოს სახელით მიღებული აქტის ან/და ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანოს სახელით მიღებული აქტის ან/და ქმედების სადაობისას (საქმის სარჩელით, განცხადებით, საჩივრით, კერძო საჩივრით და სხვა წესით წარმოებისას) დამატებითი მინდობილობის (რწმუნებულების) გარეშე წარმოადგენს თვითმმართველ ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის აღმასრულებელ ორგანოს საკონსტიტუციო სასამართლოში, საერთო სასამართლოების ყველა ინსტანციაში, პროკურატურის და გამოძიების ორგანოებში, სხვა ადმინისტრაციულ ორგანოებში.

რ) იხილავს და სამართლებრივი აქტის (ბრძანების) სახით იღებს გადაწყვეტილებას ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სტრუქტურული ერთეულებისა და ტერიტორიული ორგანოების მიერ გამოცემულ აქტებზე და განხორციელებულ ქმედებებზე წარმოდგენილ ადმინისტრაციულ საჩივრებთან დაკავშირებით;

ს) მისთვის მიკუთვნებული საკითხების ორგანიზებულად განხილვისა და შესაბამისი წინადადებების მომზადების მიზნით ქმნის კომისიებს, საკონსულტაციო ჯგუფებს და სხვა;

ტ) ქმნის ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის გამგეობის საჯარო მოსამსახურეთა საპრემიო კომისიას და საკრებულოს თავმჯდომარეს წარუდგენს გამგეობის საჯარო მოსამსახურეთა პრემიის დამტკიცების შესახებ სამართლებრივი აქტის პროექტს, ასევე მასში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე სამართლებრივი აქტის პროექტს;

უ) საკრებულოს თავმჯდომარეს წარუდგენს ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის გამგეობის მუდმივმოქმედი სატენდერო კომისიისა და ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის გამგეობის მუდმივმოქმედი სატენდერო კომისიის აპარატის შექმნის შესახებ სამართლებრივი აქტების პროექტებს, ასევე მასში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე სამართლებრივი აქტების პროექტებს;

ფ) ახორციელებს თვითმმართველი ერთეულის – ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის ქონების მოვლა-პატრონობას, მშენებლობას, რეკონსტრუქციას და აღდგენას, ახორციელებს – ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების ხელშეშლის აღკვეთას, ამ მიზნით მიმართავს შესაბამის ორგანოებს და ახორციელებს სხვა ღონისძიებებს;

ქ) ადასტურებს ოფიციალური დოკუმენტებისა და სხვა მასალის გასვლის ფაქტს იმ საკითხებთან დაკავშირებით, რომლებიც მიკუთვნებული აქვთ გამგეობას, გამგეობის სტრუქტურულ ერთეულებს ან ტერიტორიულ ორგანოებს;

ღ) ახორციელებს „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონით, სხვა საკანონმდებლო თუ კანონქვემდებარე აქტებით და საკრებულოს სამართლებრივი აქტებით განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებებს.

თავი IV

გამგეობის ხელმძღვანელობა

 მუხლი 5. გამგებლის უფლებამოსილებები

1. გამგებელი, საკრებულოს თავმჯდომარისათვის გათვალისწინებული ფუნქციების ხელშეწყობისა და გამგეობის ფუნქციონირების უზრუნველყოფის მიზნით უძღვება გამგეობის საქმიანობას.

2. გამგებელს, მუნიციპალიტეტის საკრებულოს დებულებით (რეგლამენტით) დადგენილი წესის შესაბამისად, საკრებულოს თანხმობით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საკრებულოს თავმჯდომარე.

3. გამგებელი:

ა) ახორციელებს წინამდებარე დებულების მე-4 მუხლით გათვალისწინებულ, გამგეობისათვის მიკუთვნებულ უფლებამოსილებებს;

ბ) კოორდინაციასა და ორგანიზებას უწევს გამგეობის სტრუქტურული ერთეულებისა და ტერიტორიული ორგანოების საქმიანობას;

გ) „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს გამგეობის სტრუქტურული ერთეულებისა და ტერიტორიული ორგანოების ხელმძღვანელებს, გამგეობის სხვა თანამშრომლებს;

დ) ანაწილებს ფუნქციებს გამგეობის მოსამსახურეთა შორის, აძლევს დავალებებს სტრუქტურული ერთეულებისა და ტერიტორიული ორგანოების ხელმძღვანელებს და ისმენს მათ ანგარიშებს გაწეული მუშაობის შესახებ;

ე) საკრებულოს სამუშაო გეგმებიდან და სხდომების დღის წესრიგიდან გამომდინარე, კოორდინაციას უწევს შესაბამის საკითხთა მომზადებას; საკრებულოს თავმჯდომარეს განსახილველად წარუდგენს გამგეობის მიერ მომზადებულ საკითხებს, წინადადებებს, დასკვნებსა და რეკომენდაციებს, კოორდინაციას უწევს საკრებულოს გადაწყვეტილებათა შესრულებას;

ვ) იწვევს და ხელმძღვანელობს გამგებლის თათბირებს;

ზ) კანონმდებლობით და წინამდებარე დებულებით გათვალისწინებულ შემთხვევებში გამოსცემს სამართლებრივ აქტებს;

თ) ხელს აწერს ოფიციალურ დოკუმენტებს იმ საკითხებთან დაკავშირებით, რომლებიც მიკუთვნებული აქვს გამგეობას, ახორციელებს გამგეობის წარმომადგენლობას სახელმწიფო ორგანოებთან, ორგანიზაციებთან და მესამე პირებთან ურთიერთობისას;

ი) საკრებულოს მიერ დადგენილი წესით ახორციელებს სხვა უფლებამოსილებებს.

4. წინამდებარე დებულების მე-4 მუხლით გათვალისწინებულ, გამგეობისათვის მიკუთვნებულ უფლებამოსილებებს გამგებელი ახორციელებს უშუალოდ ან უფლებამოსილების დელეგირებით. გამგებლის მიერ წინამდებარე დებულების მე-4 მუხლით გათვალისწინებული, გამგეობისათვის მიკუთვნებული უფლებამოსილების დელეგირება შეიძლება განხორციელდეს შესაბამისი სტრუქტურული ერთეულის ან/და ტერიტორიული ორგანოს დებულების დამტკიცებით ან/და აღნიშნულზე ცალკე სამართლებრივი აქტის გამოცემით. გაგებლის მიერ წინამდებარე დებულების მე-4 მუხლით  გათვალისწინებული უფლებამოსილების გამგეობის სტრუქტურული ერთეულის ან/და   ტერიტორიული ორგანოს ან/და  ცალკეული საჯარო მოხელისადმი დელეგირება არ კრძალავს ამავე უფლებამოსილების უშუალოდ ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის გამგებლის მიერ განხორციელებას.

5. გამგებელი პასუხისმგებელია და ანგარიშვალდებულია გამგეობის საქმიანობისათვის საკრებულოს თავმჯდომარის წინაშე.

6. გამგებელის თანამდებობიდან გათავისუფლების და სამსახურებრივი ურთიერთობის შეწყვეტის, აგრეთვე სამსახურებრივი ურთიერთობის შეჩერების საფუძვლები განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით.

7. გამგებლის არყოფნის, მის მიერ უფლებამოსილების განხორციელების შეუძლებლობის, ან თანამდებობიდან მისი გადადგომის ან გათავისუფლების შემთხვევაში, გამგებლის მოვალეობას საკრებულოს თავმჯდომარის დავალებით ასრულებს გამგებლის ერთ-ერთი მოადგილე.

მუხლი 6. გამგებლის მოადგილე(ები)

1. გამგებელს ჰყავს მოადგილე(ები), რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს გამგებელი.

2. გამგებლის მოადგილე(ები) გამგებლის მიერ სამუშაოთა განაწილებისა ან/და შესაბამისი სფეროს მიხედვით კურატორობენ გამგეობის სტრუქტურული ერთეულებისა და ტერიტორიული ორგანოების მუშაობას; ხელს უწყობენ გამგებელს მისთვის დაკისრებული მოვალეობების შესრულებაში.

 თავი V

გამგეობის სისტემა

მუხლი 7. გამგეობის სისტემა

გამგეობა შედგება გამგეობის სტრუქტურული ერთეულებისა და ტერიტორიული ორგანოებისაგან.

მუხლი 8. გამგეობის სტრუქტურული ერთეულები

1. გამგეობის სტრუქტურული ერთეულებია:

ა) გამგეობის აპარატი;

ბ) სამართლებრივი უზრუნველყოფისა და შესყიდვების სამსახური;

გ) მოქალაქეთა მომსახურების ბიურო (სამსახური);

დ) ქონების მართვის, პრივატიზებისა და ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის სამსახური;

ე) ზედამხედველობის სამსახური;

ვ) არქიტექტურისა და სივრცითი მოწყობის სამსახური;

ზ) საფინანსო-ეკონომიკური სამსახური;

თ) ინფრასტრუქტურის სამსახური;

ი) კულტურის, განათლების, სპორტის, ტურიზმის, ძეგლთა დაცვისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახური;

კ) ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახური;

ლ) სახანძრო-სამაშველო სამსახური;

მ) სამხედრო აღრიცხვის, გაწვევისა და მობილიზაციის სამსახური.

2. გამგეობის სტრუქტურული ერთეულები შესაბამისი სფეროების მიხედვით აღასრულებენ საკრებულოს და საკრებულოს თავმჯდომარის გადაწყვეტილებებს და გამგებლის დავალებებს.

3. სტრუქტურული ერთეული თავის გამგებლობაში შემავალი უფლება-მოვალეობების განხორციელებისას ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონით და სხვა სამართლებრივი აქტებით.

4. სტრუქტურული ერთეულის გამგებლობას მიკუთვნებული უფლება-მოვალეობები განისაზღვრება სტრუქტურული ერთეულის დებულებით, რომელსაც საკრებულოს თავმჯდომარეს საკრებულოზე დასამტკიცებლად წარუდგენს გამგებელი.

5. სტრუქტურული ერთეულის დებულება უნდა შეიცავდეს:

ა) სტრუქტურული ერთეულის სრულ დასახელებას და იურიდიულ მისამართს;

ბ) სტრუქტურული ერთეულის საქმიანობის სფეროს და ამოცანებს;

გ) სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელობის ორგანიზებას და ხელმძღვანელთა უფლება-მოვალეობებს;

დ) სტრუქტურული ერთეულის სტრუქტურას და სტრუქტურული ქვედანაყოფების ძირითად ამოცანებს და კომპეტენციას;

ე) სხვა არსებით საკითხებს სტრუქტურული ერთეულის საქმიანობის ორგანიზების შესახებ.

6. სტრუქტურული ერთეულის სამსახურებრივ ზედამხედველობას ახორციელებს გამგებელი.

7. სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი ანგარიშვალდებულია გამგებლის წინაშე.

8. სტრუქტურულ ერთეულს ხელმძღვანელობს უფროსი, რომელსაც „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს გამგებელი.

9. სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი:

ა) წარმართავს სტრუქტურული ერთეულის საქმიანობას და პასუხისმგებელია ამ ერთეულის მიერ დაკისრებული ამოცანებისა და ფუნქციების შესრულებაზე;

ბ) ანაწილებს ფუნქციებს სამსახურის მოსამსახურეთა შორის;

გ) გამგებელს წარუდგენს წინადადებებს სტრუქტურული ერთეულის საკადრო საკითხებთან დაკავშირებით: მოსამსახურეთა წახალისების და მათთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების, მოსამსახურეთა მიერ მორიგი და დამატებითი შვებულებების გამოყენების მოსამსახურეთა სამსახურებრივი მივლინებების, კვალიფიკაციის ამაღლებისა და სწავლების შესახებ;

დ) განსაზღვრავს სტრუქტურული ერთეულის საქმიანობის ორგანიზებისა და დაგეგმვის წესს, ფორმებსა და მეთოდებს; სტრუქტურული ერთეულის მოსამსახურეთა თანამდებობრივ  მოვალეობებს;

ე) გამგებელს წარუდგენს სტრუქტურული ერთეულის მიერ მომზადებულ საკითხებს, წინადადებებს, დასკვნებსა და რეკომენდაციებს;

ვ) გამგებელს პერიოდულად წარუდგენს ანგარიშს სტრუქტურული ერთეულის მიერ შესრულებულ სამუშაოთა შესახებ.

10. გამგეობის სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის მიერ თანამდებობრივ უფლებამოსილებათა შესრულების შეუძლებლობის შემთხვევაში, მის მოვალეობას, გამგებლის დავალებით, ასრულებს გამგეობის შესაბამისი სტრუქტურული ერთეულის ერთ-ერთი განყოფილების უფროსი ან სტრუქტურული ერთეულის ერთ-ერთი მოხელე.

მუხლი 9. სტრუქტურული ერთეულების ფუნქციები

1. გამგეობის აპარატი „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართვეოს ორგანული კანონის შესაბამისად ახორციელებს გამგეობის სტრუქტურული ერთეულების (ტერიტორიული ორგანოების) საქმიანობის კოორდინაციას და მათ მიერ გამგებლის დავალებებისა და ბრძანებების, აგრეთვე გამგებლის მოადგილის (მოადგილეების) დავალებების შესრულების კონტროლს, გამგეობის ერთიანი საქმისწარმოების ორგანიზებას, გამგეობის მატერიალურ-ტექნიკურ და საინფორმაციო უზრუნველყოფას, გამგეობის საჯარო, მოსამსახურეთა საკადრო დოკუმენტების წარმოებას, სხვადასხვა სახელმწიფო უწყებიდან, ფიზიკური და იურიდიული პირებისაგან შემოსული კორესპონდენციების ანალიზს, ახორციელებს „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონით, ამ დებულებითა და გამგეობის აპარატის დებულებით გათვალისწინებულ სხვა ფუნქციებს.

2. სამართლებრივი უზრუნველყოფისა და შესყიდვების სამსახური თავისი კომპეტენციის ფარგლებში უზრუნველყოფს გამგებლის, გამგეობის სტრუქტურული ერთეულებისა და ტერიტორიული ორგანოების (თანამდებობის პირების) სამართლებრივ უზრუნველყოფას, ახორციელებს გამგებლის მიერ საკრებულოს თავმჯდომარისათვის წარდგენილ სამართლებრივი აქტების პროექტების შემუშავებას, წარმოადგენს გამგეობას ყველა ინსტანციის სასამართლოში, ახორციელებს გამგეობის შესყიდვების გეგმით გათვალისწინებული სახელმწიფო შესყიდვების განხორციელების ორგანიზებას, ახორციელებს „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონით, საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით, ამ დებულებითა და სამსახურის დებულებით გათვალისწინებულ სხვა ფუნქციებს.

3. მოქალაქეთა მომსახურების ბიუროს (სამსახური) უზრუნველყოფს მოქალაქეთა დროულ, კვალიფიციურ და სრულყოფილ მომსახურებას. თავისი კომპეტენციის ფარგლებში ახორციელებს განცხადებებისა და საჩივრების მიღებას, განცხადებებზე მიღებული პასუხების გაცნობას, მოქალაქეთა კონსულტირებას თვითმმართველი ერთეულის კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებზე, გასცემს გამგეობის მიერ მომზადებულ სხვადასხვა დოკუმენტებს, ახორციელებს „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონით, ამ დებულებითა და სამსახურის დებულებით გათვალისწინებულ სხვა ფუნქციებს.

4. ქონების მართვის, პრივატიზებისა და ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის სამსახური თავისი კომპეტენციის ფარგლებში უზრუნველყოფს მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების მართვასა და პრივატიზებასთან დაკავშირებული საკითხების წინასწარ განხილვას, ქონების სასყიდლიან სარგებლობაში გადაცემისას საწყისი წლიური ქირის განსაზღვრის შესახებ წინადადებების მომზადებას, საპრივატიზებო ობიექტთა ნუსხების პროექტების შედგენას, გაფორმებული ხელშეკრულებების პირობების შესრულების მონიტორინგს, მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ბუნებრივი რესურსების აღრიცხვას, მართვას და მათ რაციონალურ გამოყენებას, სოფლის მეურნეობის განვითარებისათვის სათანადო წინადადებების შემუშავებას, ახორციელებს „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონით, საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით, ამ დებულებითა და სამსახურის დებულებით გათვალისწინებულ სხვა ფუნქციებს.

5. ზედამხედველობის სამსახური თავისი კომპეტენციის ფარგლებში უზრუნველყოფს გარე რეკლამის განთავსების, არქიტექტურულ-სამშენებლო საქმიანობის დადგენილი წესების დარღვევების ფაქტების გამოვლენას და მათ შესრულებაზე კონტროლს, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე განლაგებული წარმოება-დაწესებულებების, ორგანიზაციების, იურიდიული და ფიზიკური პირების მიერ კეთილმოწყობის წესების დაცვაზე (შენობა-ნაგებობების ფასადების, გზის საფარის, გარე განათების, გამწვანებული ტერიტორიების, მარკეტების, ვიტირინების, ღობეების, ალაყაფებისა და სადარბაზოს კარების, კომუნიკაციათა ჯიხურის და ჭების ტექნიკურ-ესთეტიკური მდგომარეობის) კონტროლსა და დარღვევის ფაქტების გამოვლენის შემთხვევაში სათანადო რეაგირებას; სამშენებლო და სარემონტო სამუშაოების წარმოების წესების დაცვაზე (სამშენებლო და სარემონტო ტერიტორიების შემოღობვა, მიწის გრუნტისა და სამშენებლო ნარჩენების სპეციალურად გამოყოფილ ადგილებში გატანა, მიწისქვეშა კომუნიკაციათა ჩაწყობა–გადაკეთებისა და მიწის გათხრასთან დაკავშირებული სხვა სამუშაოების ჩატარება, სამუშაოების დამთავრების შემდეგ ობიექტების კეთილმოწყობა-მოწესრიგება და სხვა), დაზიანებული ქუჩების მოწესრიგების ღონისძიებათა დროულ და ხარისხიან შესრულებაზე კონტროლის დაწესებას, ახორციელებს „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონით, საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით, ამ დებულებითა და სამსახურის დებულებით გათვალისწინებულ სხვა ფუნქციებს.

6. არქიტექტურისა და სივრცითი მოწყობის სამსახური თავისი კომპეტენციის ფარგლებში უზრუნველყოფს დადგენილი წესით უნებართოდ ან/და პროექტის დარღვევით აშენებული ობიექტის ლეგალიზებას, მრავალსართულიანი საცხოვრებელი სახლების საზღვრების დადგენის თაობაზე საპროექტო დავალების გაცემას და საპროექტო დოკუმენტაციის შეთანხმებას, არქიტექტურულ–სამშენებლო პროექტის შეთანხმებას, მშენებლობის ნებართვის გაცემას და მასთან დაკავშირებულ ადმინისტრაციულ წარმოებას, სივრცით–ტერიტორიულ დაგეგმვის დოკუმენტების პროექტების მომზადებას, ახორციელებს „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონით, საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით, ამ დებულებითა და სამსახურის დებულებით გათვალისწინებულ სხვა ფუნქციებს.

7. საფინანსო-ეკონომიკური სამსახური თავისი კომპეტენციის ფარგლებში უზრუნველყოფს მუნიციპალიტეტში ერთიანი საფინანსო პოლიტიკის განხორციელებას, ადგილობრივი ბიუჯეტის პროექტის შედგენას, დამტკიცებული ადგილობრივი ბიუჯეტის შესრულებასა და საბიუჯეტო სახსრების მართვას, ეკონომიკური განვითარებისა და საბიუჯეტო შემოსავლების პროგნოზირებას; მუნიციპალიტეტის მიზნობრივი პროგრამების პროექტების შემუშავებას და მისი განხორციელების კოორდინაციას, განსაზღვრავს საინვესტიციო პოლიტიკას, უზრუნველყოფს მათი განხორციელების კოორდინაციას, ახორციელებს საბუღალტრო აღრიცხვის სწორ ორგანიზაციას; მუნიციპალიტეტის ბალანსზე რიცხული შენობა–ნაგებობების, ინვენტარის, დანადგარ–მოწყობილობების, მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ყველა აქტივისა და პასივის თავისდროულ აღრიცხვას, კვარტალური და წლიური ბალანსის შედგენას, ახორციელებს „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონით, საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით, ამ დებულებითა და სამსახურის დებულებით გათვალისწინებულ სხვა ფუნქციებს.

8. ინფრასტრუქტურის სამსახური თავისი კომპეტენციის ფარგლებში უზრუნველყოფს მუნიციპალიტეტის კეთილმოწყობის საკითხების კოორდინაციას, მუნიციპალიტეტის კეთილმოწყობის და კაპიტალური მშენებლობის სფეროს მომსახურებას, რეაბილიტაციასა და განვითარებას, მუნიციპალიტეტის კაპიტალური მშენებლობის, ავარიული შენობა–ნაგებობების აღდგენის, რეკონსტრუქციისა და გამაგრებითი სამუშაოების განხორციელების უზრუნველყოფის მიზნით დასკვნების და წინადადებების შემუშავებას. ახორციელებს „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონით, საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით, ამ დებულებითა და სამსახურის დებულებით გათვალისწინებულ სხვა ფუნქციებს.

9. კულტურის, განათლების, სპორტის, ტურიზმის, ძეგლთა დაცვისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახური თავისი კომპეტენციის ფარგლებში უზრუნველყოფს კულტურის, განათლების, სპორტის, ტურიზმის, ძეგლთა დაცვისა და ახალგაზრდულ საქმეთა სფეროს განვითარების კონცეფციებისა და პროგრამების მომზადებას და მართვას; სამსახურის მიერ პრიორიტეტულად მიჩნეული კულტურული, საგანმანათლებლო, სპორტული, ტურისტული და ახალგაზრდულ ღონისძიებათა ჩატარების კოორდინაციასა და ხელშეწყობას, კულტურულ და სასპორტო დაწესებულებების ფუნქციონირებისათვის საჭირო პირობების შექმნას, ახორციელებს „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონით, საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით, ამ დებულებითა და სამსახურის დებულებით გათვალისწინებულ სხვა ფუნქციებს.

10. ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახური თავისი კომპეტენციის ფარგლებში უზრუნველყოფს ჯანმრთელობის დაცვის პროგრამების შემუშავებისა და შესრულების კოორდინაციას, საქართველოს კანონებით და სხვა ნორმატიული აქტებით გათვალისწინებული ვეტერანთა სამართლებრივი და სოციალურ ეკონომიკური გარანტიების უზრუნველყოფას ადგილობრივი მიზნობრივი პროგრამების განხორციელების პრაქტიკულ ღონისძიებათა სისტემის შემუშავებას, მათ აღსრულებას, მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრებ იძულებით გადაადგილებულ პირთა პრობლემების შესწავლას, შესაბამისი ღონისძიების დაგეგმვას, ახორციელებს „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონით, საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით, ამ დებულებითა და სამსახურის დებულებით გათვალისწინებულ სხვა ფუნქციებს.

11. სახანძრო-სამაშველო სამსახური თავისი კომპეტენციის ფარგლებში უზრუნველყოფს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ხანძარსაწინააღმდეგო პროფილაქტიკური ღონისძიების განხორციელებას, ხანძარსაწინააღმდეგო ზედამხედველობას დაქვემდებარებული ობიექტების აღრიცხვას, სახელმწიფო ხანძარსაწინააღმდეგო ზედამხედველობის და ხანძრის ჩაქრობის განხორციელებას ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულის საზღვრებში, ახორციელებს „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონით, საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით, ამ დებულებითა და სამსახურის დებულებით გათვალისწინებულ სხვა ფუნქციებს.

12. სამხედრო აღრიცხვის, გაწვევისა და მობილიზაციის სამსახური თავისი კომპეტენციის ფარგლებში უზრუნველყოფს სახელმწიფოსაგან დელეგირებული უფლებამოსილების – მოქალაქეთა სამხედრო აღრიცხვისა და სამხედრო სამსახურში გაწვევის ორგანიზებას, ახალგაზრდებთან პატრიოტულ-აღმზრდელობითი მუშაობას აკონტროლებს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მოქალაქეთა მიერ „სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილ მოთხოვნათა შესრულებას, ახორციელებს „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონით, საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით, ამ დებულებითა და სამსახურის დებულებით გათვალისწინებულ სხვა ფუნქციებს.

მუხლი 10. გამგეობის ტერიტორიული ორგანოები

1. გამგეობის ტერიტორიული ორგანოები იქმნება მუნიციპალიტეტში შემავალ ადმინისტრაციულ ერთეულებში, მართვის ოპტიმიზაციისა და მოსახლეობის საზოგადოებრივი მომსახურების უზრუნველყოფის მიზნით.

2. ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის გამგეობის ტერიტორიული ორგანოებია:

ა) ტერიტორიული ორგანო – ხელვაჩაურის დაბაში;

ბ) ტერიტორიული ორგანო – მახინჯაურის თემში;

გ) ტერიტორიული ორგანო – ოთაბათუმის თემში;

დ) ტერიტორიული ორგანო – ახალშენის თემში;

ე) ტერიტორიული ორგანო – ურეხის თემში;

ვ) ტერიტორიული ორგანო – კახაბრის თემში;

ზ) ტერიტორიული ორგანო – შარაბიძეების თემში;

თ) ტერიტორიული ორგანო – გონიოს თემში;

ი) ტერიტორიული ორგანო – სარფის თემში;

კ) ტერიტორიული ორგანო – თხილნარის თემში;

ლ) ტერიტორიული ორგანო – აჭარისწყლის თემში;

მ) ტერიტორიული ორგანო – მაჭახელას თემში;

ნ) ტერიტორიული ორგანო – კირნათის თემში.

3. გამგეობის ტერიტორიული ორგანოების უფლებამოსილებები განისაზღვრება შესაბამისი ტიპიური დებულებით, რომლის პროექტს შეიმუშავებს გამგებელი და წარუდგენს მას საკრებულოს თავმჯდომარეს, საკრებულოს მიერ დამტკიცების მიზნით.

4. გამგეობის ტერიტორიული ორგანოს ხელმძღვანელი – გამგეობის რწმუნებული არის ადგილობრივი თვითმმართველობის თანამდებობის პირი (საჯარო მოხელე), რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს გამგებელი.

5. გამგეობის რწმუნებული თავის უფლებამოსილებას ახორციელებს თვითმმართველი ერთეულის შესაბამის ადმინისტრაციულ ერთეულში.

6. თვითმმართველი ერთეულის კომპეტენციის ფარგლებში გამგეობის რწმუნებული საქართველოს კანონმდებლობით, ამ დებულებითა და გამგეობის ტერიტორიული ორგანოს დებულებით დადგენილი წესით:

ა) წარმართავს გამგეობის ტერიტორიული ორგანოს საქმიანობას, რომლის უზრუნველსაყოფად;

ა.ა) გამგებელს დასამტკიცებლად წარუდგენს ტერიტორიული ორგანოს სამუშაო გეგმებს;

ა.ბ) ანაწილებს დავალებებს მოხელეებს შორის, უზრუნველყოფს სამუშაო გეგმებით და გამგებლის დავალებებით გათვალისწინებული ღონისძიებების განხორციელებას, აფასებს ტერიტორიული ორგანოს მოსამსახურეთა ანგარიშებს მათ მიერ გაწეული საქმიანობის შესახებ;

ა.გ) ამზადებს და გამგებელს წარუდგენს ანგარიშებს ტერიტორიული ორგანოს მიერ სამუშაო გეგმებით და გამგებლის ცალკეული დავალებებით განსაზღვრული სამუშაოების შესრულების შესახებ;

ა.დ) უზრუნველყოფს დადგენილი წესით ტერიტორიული ორგანოს საქმისწარმოებას;

ა.ე) უზრუნველყოფს ტერიტორიული ორგანოს მოსამსახურეთა მიერ გამგეობის შინაგანაწესის დაცვას, შრომის დისციპლინას, დადგენილი წესით აფასებს მოხელეების საქმიანობას, გამგებელს წარუდგენს წინადადებებს მოხელეთა დაწინაურების, წახალისების ან მათ მიმართ დისციპლინური ზომების გამოყენების შესახებ;

ბ) უზრუნველყოფს ადმინისტრაციული ერთეულის მოსახლეობის კავშირს საკრებულოსთან გამგეობასთან და ადგილობრივი თვითმმართველობის თანამდებობის პირებთან;

გ) ორგანიზებას უწევს, აკონტროლებს და გამგებელს წარუდგენს ინფორმაციას შესაბამის ადმინისტრაციულ ერთეულში საკრებულოს და გამგებლის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებათა შესრულების მიმდინარეობის შესახებ;

დ) გამგებელს წარუდგენს წინადადებებს შესაბალმის ადმინისტრაციულ ერთეულში არსებული პრობლემებისა და მათი შესაძლო გადაწყვეტის გზების შესახებ;

ე) უზრუნველყოფს სტატისტიკურ და სხვა მონაცემთა შეგროვებას, ადგილობრივი თვითმმართველობის სამართლებრივი აქტების მოსახლეობისათვის გაცნობას;

ვ) ორგანიზებას უწევს ადმინისტრაციული ერთეულის მოსახლეობის გამოკითხვის და სახალხო განხილვების ჩატარებას;

ზ) მოქალაქეებზე გასცემს საქონლის ადგილწარმოშობის და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა ცნობებს;

თ) მონაწილეობს თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის პროექტის შედგენაში, ამზადებს წინადადებებს ადმინისტრაციულ ერთეულში ადგილობრივი ბიუჯეტიდან დასაფინანსებელი ღონისძიებების შესახებ; ორგანიზებას უწევს ადმინისტრაციული ერთეულის მოსახლეობისათვის ბიუჯეტის პროექტის გაცნობას და საჯარო განხილვებს; ახორციელებს ბიუჯეტის პროექტთან დაკავშირებით მოსახლეობის შენიშვნებისა და წინადადებების სისტემატიზაციას და გამგებლისთვის მათ მიწოდებას;

ი) აკონტროლებს ადმინისტრაციულ ერთეულში ადგილობრივი ბიუჯეტიდან დაფინანსებული პროგრამებისა და ღონისძიებების განხორციელების მიმდინარეობას და შესაბამისი ინფორმაციას პერიოდულად წარუდგენს გამგებელს და საკრებულოს;

კ) ამზადებს წინადადებებს ადმინისტრაციულ ერთეულში ინვესტირების მიმართულებების და მიზნობრივი პროგრამების შესახებ, უზრუნველყოფს მათი განხორციელების კოორდინაციას;

ლ) მონაწილეობს საფინანსო ბალანსების, მოთხოვნისა და მიწოდების თანაფარდობებისა და ადმინისტრაციტული ერთეულის სხვა დოკუმენტების მომზადებაში;

მ) შეიმუშავებს წინადადებებს ადმინისტრაციულ ერთეულში არსებული თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული ქონებით სარგებლობისა და მისი განკარგვის საკითხებზე;

ნ) კოორდინაციას უწევს ადმინისტრაციულ ერთეულში თვითმმართველი ერთეულის ქონების აღრიცხვას, აკონტროლებს ამ ქონების დაცვასა და მიზნობრივ გამოყენებას;

ო) შეიმუშავებს წინადადებებს ადმინისტრაციული ერთეულის ტერიტორიის ზონებად დაყოფის, მათი საზღვრების დადგენისა და შეცვლის, დასახლებების ქუჩების, მოედნების დასახელდებისა და ნუმერაციის შესახებ;

პ) მონაწილეობს ადმინისტრაციული ერთეულის სივრცით-ტერიტორიული დაგეგმვაში ადმინისტრაციული ერთეულის სივრცით-ტერიტორიული დაგეგმვის ნორმებისა და წესებით მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის, განაშენიანების რეგულირების გეგმის, დასახლებათა ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების წესების, ტერიტორიების კეთილმოწყობისა და საინჟინრო ინფრასტრუქტურის განვითარების პროგრამათა პროექტების მომზადებაში და მათი განხორციელებისა და დაცვის უზრუნველყოფის ღონისძიებებში;

ჟ) თვალყურს ადევნებს ადმინისტრაციული ერთეულის ტერიტორიაზე ბუნების, კულტურული და ისტორიული ძეგლების მდგომარეობას და ინფორმაციას წარუდგენს შესაბამის ორგანოებს;

რ) მონაწილეობს მოქალაქეთა სამხედრო აღრიცხვაზე აყვანის და სამხედრო სავალდებულო სამსახურში გაწვევის, სამხედრო სასწავლო შეკრებების ჩატარების დაწყებითი სამხედრო სწავლების, სამხედრო-პატრიოტული აღზრდის და სამოქალაქო თავდაცვის ორგანიზების საკითხებში;

ს) ასრულებს „ნოტარიატის შესახებ“ საქართველოს კანონით მისთვის მინიჭებულ უფლებამოსილებებს;

ტ) ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობითა და გამგეობის ტერიტორიული ორგანოს დებულებით განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებებს.

7. გამგეობის რწმუნებული ვალდებულია პერიოდულად, დადგენილი ფორმით წარუდგინოს გამგებელს ინფორმაცია ადმინისტრაციულ ერთეულში:

ა) მუნიციპალიტეტის შესაბამის დასახლებაში მოსახლეობის რაოდენობის შესახებ;

ბ) მუნიციპალიტეტის შესაბამის დასახლებაში პირების დაბადებისა და გარდაცვალების და ამ სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის მდგომარეობის შესახებ;

გ) მუნიციპალიტეტის შესაბამის დასახლებაში უძრავ ნივთზე ფიზიკურ პირთა უფლებების რეგისტრაციის მდგომარეობის შესახებ;

დ) მუნიციპალიტეტის შესაბამის დასახლებაში დასაქმებისა და მიგრაციის შესახებ;

ე) იმ პირთა შესახებ, რომელთა დახმარება ხდება სახელმწიფო ამ თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტიდან;

ვ) ჩასახლებული ეკომიგრანტებისა და დევნილების რაოდენობის და მათი საყოფაცხოვრებო და სამეურნეო პირობებით უზრუნველყოფის მდგომარეობის შესახებ;

ზ) მოსახლეობის ელექტროენერგიით, გაზით, შეშით, სასმელი და სარწყავი წყლით უზრუნველყოფის მდგომარეობის შესახებ;

თ) სოციალური (ჯანდაცვის, განათლების, კულტურის, დასვენების, კეთილმოწყობის და სხვა) და ინფრასტრუქტურის ობიექტების (გზები, ხიდები, სტიქიისაგან დამცავი ნაგებობები და სხვა) მდგომარეობისა და მათ სარეაბილიტაციოდპირველ რიგში გასატარებელი ღონისძიებების შესახებ.

8. გამგეობის რწმუნებულს აქვს ბეჭედი, რომლის გამოყენების წესს განსაზღვრავს საკრებულო.

9. გამგეობის რწმუნებული ანგარიშვალდებულია გამგებლის წინაშე.

10. გამგეობის ტერიტორიული ორგანოს საქმიანობაზე სამსახურებრივ ზედამხედველობას ახორციელებს გამგებელი.

11. გამგეობის რწმუნებულის მიერ თანამდებობრივ უფლებამოსილებათა შესრულების შეუძლებლობის შემთხვევაში, მის მოვალეობას, გამგებლის დავალებით, ასრულებს გამგეობის შესაბამისი ტერიტორიული ორგანოს ერთ-ერთი მოხელე.

თავი VI 

გამგეობის საჯარო მოსამსახურეები

 მუხლი 11

1. გამგეობის საჯარო მოსამსახურეთა თანამდებობა განისაზღვრება „საჯარო სამსახურის თანამდებობათა რეესტრის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2001 წლის 21 ივლისის №286 ბრძანებულების შესაბამისად მიღებული ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილებითა და საკრებულოს თავმჯდომარის ბრძანებით დამტკიცებული გამგეობის საშტატო ნუსხით.

2. გამგეობის საჯარო მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოები მოქმედი კანონმდებლობით განსაზღვრული ნორმატივების ფარგლებში მტკიცდება საკრებულოს დადგენილებით.

3. გამგეობის საჯარო მოსამსახურეებს „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს გამგებელი.

4. გამგეობის საჯარო მოსამსახურეთა უფლებები და მოვალეობები განისაზღვრება საკრებულოს დადგენილებით დამტკიცებული გამგეობის შესაბამისი სტრუქტურული ერთეულების დებულებებით და გამგეობის ტერიტორიული ორგანოს დებულებით, აგრეთვე საკრებულოს თავმჯდომარის მიერ დამტკიცებული თანამდებობრივი ინსტრუქციებით.

თავი VII

დასკვნითი დებულებები

მუხლი 12. დასკვნითი დებულებები

1. წინამდებარე დებულების ძალაში შესვლა არ იწვევს ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის გამგებლის მიერ თვითმმართველი ერთეულის – ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანოს სახელით ადრე გამოცემული აქტების გაუქმებას (ბათილად გამოცხადება, ძალადაკარგულად ან/და ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ცნობა) და ისინი ინარჩუნებენ იურიდიულ ძალას.

2. ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის გამგებლის მიერ წინამდებარე დებულების ძალაში შესვლამდე გამოცემულ აქტებში ცვლილებების ან/და დამატებების შეტანა ან გაუქმება (არარა ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად აღიარება, ბათიალდ ცნობა ან ძალადაკარგულად გამოცხადება) ხდება საკრებულოს თავმჯდომარის მიერ, თუ წინამდებარე დებულების შესაბამისად მსგავს საკითხეზე გადაწყვეტილების მიღება წარმოადგენს საკრებულოს თავმჯდომარის კომპეტენციას.

3. წინამდებარე დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ხდება საკრებულოს დადგენილებით მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით.