სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოსთან არსებული სამეთვალყურეო საბჭოს დებულების დამტკიცების შესახებ

  • Word
სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოსთან არსებული სამეთვალყურეო საბჭოს დებულების დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 224
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პრეზიდენტი.
მიღების თარიღი 05/06/2001
დოკუმენტის ტიპი საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 61, 08/06/2001
სარეგისტრაციო კოდი 040.230.000.05.002.002.
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
  • Word
224
05/06/2001
სსმ, 61, 08/06/2001
040.230.000.05.002.002.
სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოსთან არსებული სამეთვალყურეო საბჭოს დებულების დამტკიცების შესახებ
საქართველოს პრეზიდენტი.
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (08/06/2001 - 13/06/2003)

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება №224

2001 წლის 5 ივნისი

ქ. თბილისი

სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოსთან არსებული სამეთვალყურეო საბჭოს დებულების დამტკიცების შესახებ

სახელმწიფო შესყიდვების სისტემის გამჭვირვალობის, სააგენტოს მუშაობის საჯაროობის უზრუნველყოფისა და დემოკრატიული პრინ­ციპებით მართვის მიზნით, „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქარ­თველოს კანონის შესაბამისად, დამტკიცდეს სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოსთან არსებული სამეთვალყურეო საბჭოს თანდართული დე­ბულება.

ე. შევარდნაძე

 

სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოსთან არსებული სამეთვალყურეო საბჭოს დებულება

    მუხლი 1. ზოგადი დებულებანი

1. სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოსთან არსებული სამეთ­ვალ­ყურეო საბჭო (შემდგომში _ საბჭო) არის სახელმწიფო შესყიდვების სისტემის გამჭვირვალობის, სააგენტოს მუშაობის საჯაროობის უზრუნველყოფისა და დემოკრატიული პრინციპებით მართვის მიზნით შექმნილი ორგანო, რომელიც ფუნქციონირებს საზოგადოებრივ საწყისებზე.

2. საბჭო თავისი საქმიანობისას ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, საერთაშორისო ხელშეკრულებებითა და შეთანხმებებით, „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონით, „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“, „სახელმწიფო შესყიდვების განხორციელების წესის შესახებ“, „სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს“ დებულებებითა და ამ დებულებით.

    მუხლი 2. საბჭოს წევრების დანიშვნის წესი

1. საბჭო იქმნება 7 წევრის შემადგენლობით (საბჭოს თავმჯდო­მარის ჩათვლით). მის შემადგენლობაში შედიან მმართველობისა და მაკონტროლებელი ორგანოების თანამდებობის პირები (ეკონომიკის, მრეწველობისა და ვაჭრობის, ფინანსთა და იუსტიციის სამინისტროების, კონტროლის პალატის წარმომადგენლები), ასევე საზოგადოებრივი ორგანიზაციებისა და მასმედიის წარმომადგენლები, რომლებსაც ერთი წლის ვადით ნიშნავს საქართველოს პრეზიდენტი.

2. საბჭოს ახალი შემადგენლობა თავის პირველ სხდომაზე საზოგადოებიობის წარმომადგენელი წევრებისაგან ერთ-ერთს ირჩევს საბჭოს თავმჯდომარედ.

    მუხლი 3. საბჭოს საქმიანობის წესი

1. საბჭო თავის საქმიანობას ახორციელებს საბჭოს სხდომებზე. საბ­ჭოს სხდომა მოიწვევა თავმჯდომარის მიერ თვეში ერთხელ მაინც, ყოველი თვის პირველ ხუთშაბათს.

2. რიგგარეშე სხდომა მოიწვევა სახელმწიფო შესყიდვების სააგენ­ტოს თავმჯდომარის ან საბჭოს სულ ცოტა ოთხი წევრის მოთ­ხოვნით. რიგგარეშე სხდომის შესახებ სხდომის დღის წესრიგის მითითებით საბჭოს წევრებს უნდა ეცნობოს სხდომამდე არა უგვიანეს ათი დღისა.

3. საბჭო გადაწყვეტილებებს იღებს მისთვის კანონმდებლობით მინი­ჭებულ საკითხებზე საბჭოს სხდომებზე ღია კენჭისყრით, სხდომაზე დამსწრე საბჭოს წევრთა ხმათა უმრავლესობით. ხმების თანაბრად გა­ყო­ფის შემთხვევაში გადამწყვეტია თავმჯდომარის ხმა. საბჭოს სხდო­მა უფლებამოსილია, თუ მას ესწრება საბჭოს 5 წევრი მაინც.

4. საბჭოს გადაწყვეტილებები ფორმდება საბჭოს სხდომის ოქმით, რომელსაც ხელს აწერს საბჭოს ყველა ის წევრი, რომლებმაც მხარი და­უ­ჭირეს გადაწყვეტილების მიღებას.

5. იმ შემთხვევაში, თუ საბჭოს რომელიმე წევრი არ ეთანხმება სხდომაზე მიღებულ გადაწყვეტილებას, მას უფლება აქვს თავისი პოზი­ცია დააფიქსიროს წერილობითი დასკვნით, რომელიც ერთვის სხდომის ოქმს.

6. საბჭოს სხდომა საჯაროა და მისი გადაწყვეტილებები ქვეყნდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

7. სამეთვალყურეო საბჭოში წარმოდგენილი ინფორმაციის საიდუმ­ლოების დაცვის წესი განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით.

    მუხლი 4. საბჭოს ფუნქციები და უფლება-მოვალეობანი

1. თავის სხდომებზე სამეთვალყურეო საბჭო:

ა) განიხილავს სააგენტოს თავმჯდომარის მიერ გამოსაცემი ნორ­მატიული აქტების პროექტებს, სააგენტოს სტრუქტურული ქვედანაყოფების დებულებებს და მათ მიერ გაწეული საქმიანობის შედეგებს;

ბ) განიხილავს სააგენტოს თავმჯდომარის მოადგილეების თანამდებობაზე დანიშვნისა და თანამდებობიდან გათავისუფლების საკითხებს;

გ) ამტკიცებს საატესტაციო კომისიას სააგენტოს სამმართველო­ების უფროსების, მათი მოადგილეების, მთავარი სპეციალისტებისა და მოსამსახურეების ყოველწლიური ატესტაციისათვის;

დ) განიხილავს პრეზიდენტისათვის წარსადგენ სააგენტოს საქმი­ანობის წლიურ ანგარიშს;

ე) ამტკიცებს სააგენტოს წლიურ სამუშაო პროგრამას და განიხილავს ბიუჯეტს სააგენტოს საქმიანობის საჯაროობის უზრუნველყოფისა და საზოგადოებრივი ზედამხედველობის სრულყოფილად განხორციელებისათვის;

ვ) განიხილავს სააგენტოს დებულებაში შესატან შესაბამის ცვლი­ლებებს სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოში ახალი სამმართველოს შექმნასთან დაკავშირებით;

2. სამეთვალყურეო საბჭო ვალდებულია თავის საქმიანობაში გა­ი­თვალისწინოს სახელმწიფოს პოლიტიკის ძირითადი მიმართულებები სახელმწიფო შესყიდვების სფეროში და თავის სხდომებზე სახელმწიფო შესყიდვების მონაწილე მხარეებს შესაძლებლობა მისცეს დაუბრკო­ლებლად წარმოადგინონ თავისი ინტერესები.

3. სამეთვალყურეო საბჭოს უფლება აქვს საკუთარი უფლებამოსილების ფარგლებში მოითხოვოს შემსყიდველი ორგანიზა­ცი­ე­ბი­საგან სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებული ნებისმიერი სახის ინფორმაცია და შეამოწმოს წარმოდგენილი მონაცემებისა და ინფორ­მაციის სისწორე.

4. თავისი საქმიანობის შესახებ სამეთვალყურეო საბჭო ადგენს ყოველწლიურ ანგარიშს, რომელსაც წარუდგენს საქართველოს პრე­ზიდენტს და იგი ხელმისაწვდომი უნდა იყოს საზოგადოებრიობისათვის.

    მუხლი 5. დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის წესი

დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ხდება პრეზიდენტის ბრძანებულებით.