საქართველოს დასახლებული ტერიტორიების სახელმწიფო ქალაქმშენებლობის პოლიტიკის გატარების ღონისძიებათა შესახებ

  • Word
საქართველოს დასახლებული ტერიტორიების სახელმწიფო ქალაქმშენებლობის პოლიტიკის გატარების ღონისძიებათა შესახებ
დოკუმენტის ნომერი 204
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პრეზიდენტი.
მიღების თარიღი 20/05/2001
დოკუმენტის ტიპი საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 53, 23/05/2001
სარეგისტრაციო კოდი 330.130.000.05.002.002.
  • Word
204
20/05/2001
სსმ, 53, 23/05/2001
330.130.000.05.002.002.
საქართველოს დასახლებული ტერიტორიების სახელმწიფო ქალაქმშენებლობის პოლიტიკის გატარების ღონისძიებათა შესახებ
საქართველოს პრეზიდენტი.

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება №204

2001 წლის 20 მაისი

ქ. თბილისი

საქართველოს დასახლებული ტერიტორიების სახელმწიფო ქალაქმშენებლობის პოლიტიკის გატარების ღონისძიებათა შესახებ

სამშენებლო საქმიანობის გააქტიურების ფონზე ურბანული დანიშნულების მიწების განსახელმწიფოებრიობის, აგრეთვე მიწისა და უძრავი ქონების ბაზრის ამოქმედების პირველი შედეგები და ტენდენციები ადასტურებენ საქართველოს დასახლებული ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების პროცესის, ახალი სოციალურ-ეკონომიკურ ვითარებასთან შესატყვისი ქალაქმშენებლობის რეგულირების გეგმარებითი და სამართლებრივი საფუძვლების დახვეწის აუცილებლობას.

იმ პირობებში, როცა ვერ ხერხდება ცენტრალური ბიუჯეტიდან ქალაქებისა და დასახლებული პუნქტების ახალი ქალაქმშენებლობის დოკუმენტაციით (გენერალური გეგმები, დეტალური დაგეგმარების პროექტები, განაშენიანების პროექტები) უზრუნველყოფა, ტერიტორიების არარაციონალური გამოყენების, გაუმართლებელი მოცულობით-სივრცითი და არქიტექტურულ-მხატვრული გადაწყვეტების, ისტორიულ-კულტურული და ბუნებრივი ლანდშაფტური მემკვიდრეობის ხელყოფის თავიდან აცილების მიზნით:

1. დასახლებული ტერიტორიის ქალაქმშენებლობის დოკუმენტაციას (გენერალურ გეგმას), რომელსაც რეალიზაციის ვადა დაუმთავრდა 2000 წელს, მოქმედების ვადა გაუგრძელდეს 2003 წლის 31 დეკემბრამდე.

2. ქალაქების მერიებმა და ადგილობრივი მმართველობის ორგანოებმა, საქართველოს ურბანიზაციისა და მშენებლობის სამინისტროსთან შეთანხმებით უზრუნველყონ დასახლებული ტერიტორიულ-სივრცითი განვითარების მდგომარეობისა და ქალაქმშენებლობის არსებული დოკუმენტაციის რეალიზაციის ანალიზი, ხოლო 2003 წლის 31 დეკემბრამდე არსებული გენერალური გეგმების კორექტირების სამუშაოების შესრულება.

3. ეთხოვოთ ქალაქებისა და სხვა შესაბამისი ადმინისტრაციული ერთეულების საკრებულოებს 2001-2003 წლების ადგილობრივი ბიუჯეტების დამტკიცებისას გაითვალისწინონ ამ ბრძანებულების მე-2 პუნქტის მოთხოვნების შესასრულებლად საჭირო ხარჯების დაფინანსება.

4. საქართველოს ურბანიზაციისა და მშენებლობის სამინისტრომ (მ.ჩხენკელი):

ა) გაუწიოს მეთოდური დახმარება ქალაქების მერიების, ადგილობრივი მმართველობისა და თვითმმართველობის ორგანოების შესაბამის სამსახურებს დასახლებათა ტერიტორიულ-სივრცითი განვითარების მდგომარეობისა და არსებული ქალაქმშენებლობის დოკუმენტაციის ანალიზის სამუშაოების განხორციელებაში;

ბ) გენერალური გეგმების კორექტირებამდე ქვეყნის დასახლებული ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების პროცესების მართვის მიზნით 2001 წლის 1 ივლისამდე დაამუშაოს და დაამტკიცოს „საქართველოს დასახლებული ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების ინსტრუქცია“ და აღმოუჩინოს დახმარება ქალაქების მერიებსა და ადგილობრივი მმართველობის ორგანოებს ამ ინსტრუქციის საფუძველზე ადგილობრივი ნორმატიული აქტების შემუშავებაში;

გ) 2001 წლის 31 დეკემბრამდე დაამუშაოს და დაამტკიცოს საქართველოს დასახლებული ტერიტორიების გენერალური გეგმების კორექტირების, შეთანხმებისა და დამტკიცების ინსტრუქცია;

დ) 2001 წლის ივნისამდე მოამზადოს და საქართველოს მთავრობის სხდომაზე განსახილველად წარმოადგინოს საქართველოში ქალაქმშენებლობის მდგომარეობისა და განვითარების ნაციონალური მოხსენება და მის ბაზაზე ჩამოყალიბებული საქართველოს მოხსენება გაეროს გენერალური ასამბლეის სპეციალური სესიისადმი „სტამბოლი + 5“.

ე. შევარდნაძე