დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| "იუსტიციის უმაღლესი სკოლის შესახებ" საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 3960-IIს |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პარლამენტი |
| მიღების თარიღი | 10/12/2010 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს კანონი |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 73, 23/12/2010 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 01/01/2020 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010240020.05.001.016094 |
საქართველოს კანონი
„იუსტიციის უმაღლესი სკოლის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე
მუხლი 1. „იუსტიციის უმაღლესი სკოლის შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №5, 20.01.2006, მუხ. 42) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატება:
1. მე-19 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 19. სწავლების ხანგრძლივობა
1. სკოლაში სწავლების ხანგრძლივობაა 12 თვე. სრული სასწავლო კურსი მოიცავს თეორიულ კურსს, სტაჟირებას და სემინარულ მუშაობას.
2. იუსტიციის მსმენელისათვის, რომელსაც აქვს საერთო სასამართლოს აპარატის ან მისი სტრუქტურული ქვედანაყოფის ხელმძღვანელად, მოსამართლის თანაშემწედ, სასამართლო სხდომის მდივნად, გამომძიებლად, პროკურორად ან ადვოკატად მუშაობის არანაკლებ 10 წლის გამოცდილება, სრული სასწავლო კურსის ხანგრძლივობაა 8 თვე.
3. თეორიული კურსის, სტაჟირებისა და სემინარული მუშაობის ხანგრძლივობა განისაზღვრება სკოლის წესდებით.“.
2. 27-ე მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. სტაჟირების დასასრულს სკოლა იუსტიციის მსმენელებისათვის აწყობს სემინარებს, რომელთა მიზანია თეორიული კურსისა და სტაჟირების გავლის დროს მიღებული ცოდნისა და გამოცდილების განზოგადება, ასევე სკოლის დამამთავრებელი გამოცდისათვის იუსტიციის მსმენელების მომზადება.“.
3. კანონს დაემატოს შემდეგი შინაარსის 391 მუხლი:
„მუხლი 391. სრული სასწავლო კურსის ხანგრძლივობა სკოლაში 2010 წლის 1 აგვისტომდე ჩარიცხული იუსტიციის მსმენელისათვის
სკოლაში 2010 წლის 1 აგვისტომდე ჩარიცხული იუსტიციის მსმენელისათვის სრული სასწავლო კურსის ხანგრძლივობაა 14 თვე.“.
მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს პრეზიდენტი მ. სააკაშვილი
თბილისი,
2010 წლის 10 დეკემბერი.
№3960–IIს
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები