დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| რიგი საწარმოების ვადაგადაცილებულ საგადასახადო დავალიანებათა რესტრუქტურიზაციის რეჟიმის ვადამდე შეწყვეტის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 201 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პრეზიდენტი. |
| მიღების თარიღი | 20/05/2001 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 53, 23/05/2001 |
| სარეგისტრაციო კოდი | 200.230.100.05.002.002. |
საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №201
2001 წლის 20 მაისი
ქ. თბილისი
რიგი საწარმოების ვადაგადაცილებულ საგადასახადო დავალიანებათა რესტრუქტურიზაციის რეჟიმის ვადამდე შეწყვეტის შესახებ
„საგადასახადო დავალიანებათა რესტრუქტურიზაციის შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად:
1. შეუწყდეთ რესტრუქტურიზაციის რეჟიმში მუშაობა სააქციო საზოგადოებებს – „მეგაჩაის“ (ზუგდიდი), „ახალციხის ელექტროძრავას“ (ახალციხე), შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებას „არქდიზაინსა“ (თბილისი) და „თელავის მეფრინველეობის სანაშენე რეპროდუქტორს“ (თელავი).
2. საქართველოს საგადასახადო შემოსავლების სამინისტრომ (მ. მაჭავარიანი) რესტრუქტურიზებული დავალიანების გადაუხდელ ნაწილზე რესტრუქტურიზაციის დაწყების თარიღიდან ამ საწარმოთა მიმართ გამოიყენოს საგადასახადო კანონმდებლობით გათვალისწინებული ფინანსური სანქციები.
ე. შევარდნაძე
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები