დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| რუსეთის ფედერაციისა და საქართველოს მოქალაქეთა ურთიერთმიმოსვლის შესახებ შეთანხმების განხორციელების გადაუდებელ ღონისძიებათა თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 193 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პრეზიდენტი. |
| მიღების თარიღი | 16/05/2001 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 51, 17/05/2001 |
| სარეგისტრაციო კოდი | 480.180.000.05.002.002. |
საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №193
2001 წლის 16 მაისი
ქ. თბილისი
რუსეთის ფედერაციისა და საქართველოს მოქალაქეთა ურთიერთმიმოსვლის შესახებ შეთანხმების განხორციელების გადაუდებელ ღონისძიებათა თაობაზე
რუსეთის ფედერაციისა და საქართველოს მოქალაქეთა ურთიერთმიმოსვლის შესახებ შეთანხმების (შემდგომში – შეთანხმება) მოთხოვნათა განხორციელების მიზნით:
1. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ (კ.თარგამაძე) და საგარეო საქმეთა სამინისტრომ (ი. მენაღარიშვილი) ერთ კვირაში შეიმუშაონ და დაამტკიცონ ინსტრუქცია რუსეთის ფედერაციაში მყოფ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკისა და ცხინვალის რეგიონიდან დევნილი მოსახლეობის პიროვნების დადგენის დროებითი, გამარტივებული წესის შესახებ.
2. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ და შინაგან საქმეთა სამინისტრომ (კ.თარგამაძე) აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრთა საბჭოს წინადადებების საფუძველზე ერთ კვირაში შექმნან დროებითი სამუშაო ჯგუფი (შემდგომში – სამუშაო ჯგუფი) რუსეთის ფედერაციაში მყოფ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკისა და ცხინვალის რეგიონიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა პიროვნების გამარტივებული წესით დადგენისათვის.
3. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ და შინაგან საქმეთა სამინისტრომ ურთიერთშეთანხმების საფუძველზე უზრუნველყონ დროებითი სამუშაო ჯგუფის მივლინება რუსეთის ფედერაციაში საგარეო საქმეთა სამინისტროსათვის 2001 წლის სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილ ასიგნებათა ფარგლებში.
4. დამტკიცდეს საქართველოს მოქალაქის პასპორტის, პირადობის მოწმობის, 14 წლის ასაკამდე ბავშვის დაბადების მოწმობის ორენოვანი (ქართულ და რუსულ ენებზე) დანართი.
5. შეთანხმების პრაქტიკული განხორციელების მიზნით ყაზბეგის რაიონში მცხოვრები საქართველოს მოქალაქეებისათვის შეთანხმებით გათვალისწინებულ შემთხვევებში, რუსეთის ფედერაციის სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთისათვის გამოყენებულ იქნეს საქართველოს მოქალაქის პასპორტის, პირადობის მოწმობის, 14 წლის ასაკამდე ბავშვის დაბადების მოწმობის ორენოვანი (ქართულ და რუსულ ენებზე) თანდართული დანართი.
6. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ უზრუნველყოს ყაზბეგის რაიონში მცხოვრები საქართველოს მოქალაქეებისათვის ამ ბრძანებულების მე-4 პუნქტით გათვალისწინებული დანართის საჭირო ოდენობით დამზადება სამინისტროს განკარგულებაში არსებული სპეცსახსრებიდან.
7. საქართველოს იუსტიციის სამინისტრომ (მ. სააკაშვილი), საგარეო საქმეთა სამინისტრომ და შინაგან საქმეთა სამინისტრომ „საქართველოში უცხოელთა დროებითი შემოსვლის, ყოფნისა და გასვლის შესახებ“, აგრეთვე „უცხოელთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ კანონების მოთხოვნათა შესაბამისად მოამზადონ შესაბამისი ნორმატიული აქტების პროექტები, რომლებითაც გათვალისწინებულ იქნება ფიზიკური და იურიდიული პირების მიერ საქართველოში უცხოელ მოქალაქეთა მოწვევისა და მათი აღრიცხვა-რეგისტრაციის სამართლებრივი ასპექტები.
ე. შევარდნაძე
დანართი
|
| ჩანართი приложение თვის |
| (დოკუმენტისა დასახელება)
| |
| (наименование документа)
| |
| (დოკუმენტის ნომერი, номер документа) | |
| გვარი
| |
| ф. | |
|
სახელი | |
| и.
| |
| მამის სახელი о. | |
|
დაბადების თარიღი
მუდმივი საცხოვრებელი ადგილი место постоянного проживания
| |
|
| |
|
ჩანართის მოქმედების ვადაсрок действия настоящего приложения
„___“_____ 200 __ წ./г.
ყაზბეგის რაიონის შს რაიგანყოფილების მოსახლეობის რეგისტრაციის სამსახურის უფროსი
начальник службы регистрасии населения Казбекского РОВД
(ხელმოწერა. подпись) გაცემის თარიღი дата выдачи:
„___“___ 200 _ წ./г. ბ. ა. М. П.
|
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები