თბილისის სტაციონარულ სამედიცინო დაწესებულებათა შერწყმის პირველი ეტაპის განხორციელების შესახებ

  • Word
თბილისის სტაციონარულ სამედიცინო დაწესებულებათა შერწყმის პირველი ეტაპის განხორციელების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 190
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პრეზიდენტი.
მიღების თარიღი 14/05/2001
დოკუმენტის ტიპი საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 51, 17/05/2001
სარეგისტრაციო კოდი 470.230.000.05.002.002.
  • Word
190
14/05/2001
სსმ, 51, 17/05/2001
470.230.000.05.002.002.
თბილისის სტაციონარულ სამედიცინო დაწესებულებათა შერწყმის პირველი ეტაპის განხორციელების შესახებ
საქართველოს პრეზიდენტი.

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება №190

2001 წლის 14 მაისი

ქ. თბილისი

თბილისის სტაციონარულ სამედიცინო დაწესებულებათა შერწყმის პირველი ეტაპის განხორციელების შესახებ

საქართველოსა და მსოფლიო ბანკის საერთაშორისო განვითარების ასოციაციას შორის განვითარების საკრედიტო ხელშეკრულები ნაკისრი ვალდებულებების შესასრულებლად, აგრეთვე საქართველოს პრეზიდენტის 2000 წლის 17 ნოემბრის №462/6 დავალებით წარმოდგენილი განვითარების საერთაშორისო ასოციაციის „სტრუქტურული გარდაქმნების მესამე კრედიტის (SAC III)“ საზედამხედველო მისიის (2000 წლის 16 ოქტომბერი, 2 ნოემბერი) პირობების შესრულების მიზნით:

1. დამტკიცდეს თბილისის სტაციონარულ სამედიცინო დაწესებულებათა შერწყმის პირველი ეტაპის თანდართული გეგმა.

2. თბილისის სტაციონარულ სამედიცინო დაწესებულებათა შერწყმის შედეგად გამოთავისუფლებული ქონების (შენობები, მოწყობილობები და სხვ.) პრივატიზება (გარდა პრივატიზებულისა), განხორციელდეს საქართველოსა და საერთაშორისო განვითარების ასოციაციას შორის „სტრუქტურული გარდაქმნების მესამე კრედიტის თაობაზე (SAC III)“ 1999 წლის 28 მაისს ხელმოწერილი შეთანხმების ოქმის პირობებისა და „სტრუქტურული გარდაქმნების მესამე კრედიტის (SAC III) მეორე ტრანშის პირობების“ შესაბამისად.

3. საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ (ა.ჯორბენაძე) და ფინანსთა სამინისტრომ (ზ.ნოღაიდელი) ორ კვირაში შეიმუშაონ და დაამტკიცონ საავადმყოფოთა შერწყმის პროცესში დათხოვნილი სამედიცინო პერსონალის საკომპენსაციო პაკეტების დაფინანსების წყაროები და საკომპენსაციო თანხების გაანგარიშების მეთოდიკა.

4. ჯანმრთელობის დაცვის ობიექტების პრივატიზების პროცესი განხორციელდეს „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს საავადმყოფოთა რესტრუქტურიზაციის ფონდის შექმნის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2000 წლის 4 აგვისტოს №350 ბრძანებულებით შექმნილი საქართველოს საავადმყოფოთა რესტრუქტურიზაციის ფონდის მონაწილეობით.

5. საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ:

ა) შეიმუშაოს და 2001 წლის 1 ივლისამდე დასამტკიცებლად წარმოადგინოს თბილისის სტაციონარულ სამედიცინო დაწესებულებათა შერწყმის გეგმა;

ბ) შეიმუშაოს და 2001 წლის 1 ნოემბრამდე დასამტკიცებლად წარმოადგინოს საქართველოს სხვა ქალაქებისა და რეგიონების სტაციონარულ სამედიცინო დაწესებულებათა შერწყმის გეგმა.

6. საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ და სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტრომ (ლ. ძნელაძე) საქართველოს საავადმყოფოთა რესტრუქტურიზაციის ფონდთან ერთად (თ. დოლიძე) წელიწადში ორჯერ – იანვარსა და ივლისში საქართველოს პრეზიდენტს წარუდგინონ ინფორმაცია თბილისის სტაციონარულ სამედიცინო დაწესებულებათა შერწყმის პირველი ეტაპის გეგმის განხორციელების შესახებ.

ე. შევარდნაძე

თბილისის სტაციონარულ სამედიცინო დაწესებულებათა შერწყმის პირველი ეტაპის გეგმა

თბილისის ჯანმრთელობის დაცვის სისტემის სტაციონარულ დაწესებულებათა შერწყმის პირველი ეტაპი განხორციელდება ხუთი დაწესებულების ბაზაზე:

1. მ. იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური კლინიკური საავადმყოფო „რესპუბლიკა“

2. ო. ღუდუშაურის სახელობის ტრავმატოლოგიისა და ორთოპედიის სამეცნიერო კვლევითი ცენტრი

3. ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის სამეცნიერო- პრაქტიკული ცენტრი

4. ტუბერკულოზისა და ფილტვის დაავადებათა ეროვნული ცენტრი

5. თერაპიისა და ქირურგიის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტები

6. რესპუბლიკური ოფთალმოლოგიური ცენტრისა და ნევროლოგიის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის გაერთიანება.

საავადმყოფოთა შერწყმა განხორციელდება სამ ფაზად და გასტანს 2010 წლამდე.

ამ პროცესის განვითარების სქემა შემდეგია:

1. იმ სამედიცინო დაწესებულებათა ნუსხა, რომლებიც უნდა შეერწყან მ. იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალურ კლინიკურ საავადმყოფო „რესპუბლიკას“:

 

I ფაზა 2001-2002

პედიატრიის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტი

ბავშვთა 1 საავადმყოფო

ბავშვთა 5 საავადმყოფო

ბავშვთა რეაბილიტაციის რესპუბლიკური ცენტრი.

 

2. იმ სამედიცინო დაწესებულებათა ნუსხა, რომლებიც უნდა შეერწყან ო. ღუდუშაურის სახელობის ტრავმატოლოგიისა და ორთოპედიის სამეცნიერო კვლევით ცენტრს:

 

I ფაზა 2001-2002

2 საავადმყოფო

პერინატალური მედიცინისა და მეან-გინეკოლოგიის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტი

რესპუბლიკური რევმატოლოგიის სამეცნიერო-პრაქტიკული ცენტრი

შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება „სამკურნალო კომბინატი“.

 

3. იმ სამედიცინო დაწესებულებათა ნუსხა, რომლებიც უნდა შეერწყან ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის სამეცნიერო პრაქტიკულ ცენტრს:

 

 I ფაზა

2001-2002

რესპუბლიკური ინფექციური პათოლოგიის ცენტრი

შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის ცენტრი

 II ფაზა

2002-2006

სამედიცინო პარაზიტოლოგიისა და ტროპიკული მედიცინის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტი

ბავშვთა ინფექციური კლინიკური საავადმყოფო.

III ფაზა

2006-2010

კანისა და ვენსნეულებათა სამეცნიერო-

კვლევითი ინსტიტუტი

2 დერმატო-ვენეროლოგიური დისპანსერი.

4. იმ სამედიცინო დაწესებულებათა ნუსხა, რომლებიც უნდა შეერწყან ტუბერკულოზისა და ფილტვის დაავადებათა ეროვნულ ცენტრს:

 

 I ფაზა

2001-2002

ფტიზიატრიის და პულმონოლოგიის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტი

ფტიზიო-პულმონოლოგიური კლინიკური საავადმყოფო რკინიგზის ტუბდისპანსერი 4 ტუბდისპანსერი ფლუოროგრაფიის ცენტრი.

 

5. თერაპიისა და ქირურგიის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტების შერწყმა:

 

I ფაზა

2002-2006

თერაპიის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტი

ქირურგიის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტი.

 

6. რესპუბლიკური ოფთალმოლოგიური ცენტრისა და ნევროლოგიის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის შერწყმა

 

 I ფაზა

2001-2002

რესპუბლიკური ოფთალმოლოგიური ცენტრი

ნევროლოგიის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტი.