დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| საგარეჯოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2009 წლის 26 იანვრის №2 დადგენილებაში „წარმომადგენლობითი და აღმასრულებელი ორგანოების საჯარო მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოს განსაზღვრის შესახებ“ ცვლილებების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 5 |
| დოკუმენტის მიმღები | საგარეჯოს მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 19/07/2010 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 1, 22/07/2010 |
| სარეგისტრაციო კოდი | 270190000.35.165.000007 |
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 270.190.000.35.165.000.007
საგარეჯოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №5
2010 წლის 19 ივლისი
ქ. საგარეჯო
საგარეჯოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2009 წლის 26 იანვრის №2 დადგენილებაში „წარმომადგენლობითი და აღმასრულებელი ორგანოების საჯარო მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოს განსაზღვრის შესახებ“ ცვლილებების შეტანის თაობაზე
თანახმად საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ 22-ე მუხლის 1-ლი პუნქტის „ი“ ქვეპუნქტისა, საქართველოს კანონის „ნორმატიული აქტების შესახებ“ მე-20 მუხლისა და საქართველოს პრეზიდენტის 2010 წლის 7 ივლისის №476 ბრძანებულებისა „ავტონომიური რესპუბლიკების ხელისუფლებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების საჯარო მოსამსახურეთა შრომის ანაზღაურების მოწესრიგების თაობაზე“ საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 29 აგვისტოს №726 ბრძანებულებაში ცვლილებების შეტანის შესახებ“, საგარეჯოს მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
1. შევიდეს ცვლილება საგარეჯოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2009 წლის 26 იანვრის №2 დადგენილებაში „წარმომადგენლობითი და აღმასრულებელი ორგანოების საჯარო მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოს განსაზღვრის შესახებ“, დადგენილების 1-ლი მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 1
განისაზღვროს საგარეჯოს მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი და აღმასრულებელი ორგანოების საჯარო მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგო შემდეგი ოდენობით:
| № |
თანამდებობათა დასახელება | თანამდებობრივი სარგო (ლარებით)
|
| 1 | საკრებულოს თავმჯდომარე | 2360 |
| 2 | გამგებელი | 2360 |
| 3 | საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე | 1100 |
| 4 | გამგებლის მოადგილე | 900 |
| 5 | სამასახურის უფროსი, საკრებულოს აპარატის უფროსი | 700 |
| 6 | საკრებულოს კომისიის თავმჯდომარე, საკრებულოს ფრაქციის თავმჯდომარე | 650 |
| 7 | გამგეობის სამსახურის განყოფილების უფროსი | 500 |
| 8 | გამგებლის თანაშემწე, სხვა უფროსი საჯარო თანამდებობის პირი | 450 |
| 9 | გამგეობის ტერიტორიული ორგანოს ხელმძღვანელი - გამგეობის რწმუნებული | 400 |
| 10 | უმცროსი საჯარო თანამდებობის პირი | 420 |
2. დაევალოს საგარეჯოს მუნიციპალიტეტის გამგეობის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურს აღნიშნული დადგენილების საფუძველზე შეიტანოს ცვლილება საგარეჯოს მუნიციპალიტეტის 2010 წლის ბიუჯეტში.
3. დადგენილება გაეგზავნოს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს.
4. დადგენილება გამოქვეყნდეს „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში“.
5. დადგენილება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.
6. დადგენილება შეიძლება გასაჩივრდეს უშუალო ზიანის მიყენებიდან ერთი თვის ვადაში, საგარეჯოს რაიონულ სასამართლოში (მისამართი: ქ. საგარეჯო, ჯაფარიძის ქ. №6).
საკრებულოს თავმჯდომარე ი.ჭიაურელი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები