"სს "ბანკი კონსტანტასათვის" საბანკო საქმიანობის ლიცენზიის გაცემის თაობაზე" საქართველოს საფინანსო ზედამხედველობის სააგენტოს უფროსის 2008 წლის 3 ივლისის N130 განკარგულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

  • Word
"სს "ბანკი კონსტანტასათვის" საბანკო საქმიანობის ლიცენზიის გაცემის თაობაზე" საქართველოს საფინანსო ზედამხედველობის სააგენტოს უფროსის 2008 წლის 3 ივლისის N130 განკარგულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 1311
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტი
მიღების თარიღი 13/12/2010
დოკუმენტის ტიპი განცხადება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 90, 23/12/2010
სარეგისტრაციო კოდი
  • Word
1311
13/12/2010
სსმ, 90, 23/12/2010
"სს "ბანკი კონსტანტასათვის" საბანკო საქმიანობის ლიცენზიის გაცემის თაობაზე" საქართველოს საფინანსო ზედამხედველობის სააგენტოს უფროსის 2008 წლის 3 ივლისის N130 განკარგულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტი

საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტის

განკარგულება 1311

2010  წლის 13 დეკემბერი

ქ. თბილისი

 „სს „ბანკი კონსტანტასათვის“ საბანკო საქმიანობის ლიცენზიის გაცემის თაობაზე“ საქართველოს საფინანსო ზედამხედველობის სააგენტოს უფროსის 2008 წლის 3 ივლისის 130 განკარგულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

„საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-15 მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტისა და 49-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, „კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლისა და საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2009 წლის 2 დეკემბრის №225/01 ბრძანების საფუძველზე:

1. „სს „ბანკი კონსტანტასათვის“ საბანკო საქმიანობის ლიცენზიის გაცემის თაობაზე“ საქართველოს საფინანსო ზედამხედველობის სააგენტოს უფროსის 2008 წლის 3 ივლისის 130 განკარგულების მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. საქართველოს ეროვნული ბანკის შემდგომ მითითებამდე, სს „ბანკი კონსტანტა“ უფლებამოსილია მოიზიდოს ფიზიკურ პირთა დეპოზიტები მხოლოდ იმ პირობით, რომ ფიზიკურ და იურიდიულ (არასაბანკო) პირთა დეპოზიტების ჯამური მოცულობა ნებისმიერი თარიღისათვის არ გადააჭარბებს ლიკვიდურ აქტივებს.“.

2. „სს „ბანკი კონსტანტასათვის“ საბანკო საქმიანობის ლიცენზიის გაცემის თაობაზე“ საქართველოს საფინანსო ზედამხედველობის სააგენტოს უფროსის 2008 წლის 3 ივლისის 130 განკარგულების ყველა სხვა პუნქტი დარჩეს უცვლელი.

3. ამ განკარგულების გასაჩივრება შესაძლებელია ერთი თვის ვადაში, ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მის.: ქ. თბილისი,                 დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კმ. 6).

4. წინამდებარე განკარგულება ძალაშია ხელმოწერის მომენტიდან.

ვიცე-პრეზიდენტი                                                                ო. ნადარაია