დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2007 წლის 26 ნოემბრის №99 დადგენილებაში „თელავის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწაზე ქონების გადასახადის შემოღების შესახებ“ ცვლილებების შეტანის თაობაზე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 11 |
| დოკუმენტის მიმღები | თელავის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 27/08/2010 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 23, 08/09/2010 |
| სარეგისტრაციო კოდი | 200130000.35.163.000656 |
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 200.130.000.35.163.000.656
თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №11
2010 წლის 27 აგვისტო
ქ. თელავი
თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2007 წლის 26 ნოემბრის №99 დადგენილებაში „თელავის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწაზე ქონების გადასახადის შემოღების შესახებ“ ცვლილებების შეტანის თაობაზე
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად,
შეტანილ იქნეს ცვლილება თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2007 წლის 26 ნოემბრის №99 დად-გენილებაში „თელავის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწაზე ქონების გადასახადის შემოღების შესახებ“, დადგენილების მესამე პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„3. დადგინდეს ქონების გადასახადი არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწაზე ყოველ კვადრატულ მეტრზე ზონირების მიხედვით:
ცენტრალურ ზონაში 0.312 ლარი;
შუალედურ ზონაში 0.24 ლარი;
პერიფერიულ ზონაში 0.168 ლარი;
თელავის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში შემავალ დანარჩენ ტერიტორიაზე 0.168 ლარი.“.
2. ეს დადგენილება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.
3. ამ დადგენილების გასაჩივრება შესაძლებელია თელავის რაიონულ სასამართლოში (ქ.თელავი, დავით აღმაშენებლის გამზ. №41) უშუალო ზიანის მიყენებიდან სამი თვის ვადაში.
საკრებულოს თავმჯდომარე ნ. ხუცაიძე
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები