დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
| გეოგრაფიული ობიექტების სახელწოდებათა დადგენის, ნორმალიზების, გამოყენების, აღრიცხვისა და დაცვის სამთავრობო კომისიის შექმნის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 160 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პრეზიდენტი. |
| მიღების თარიღი | 28/04/2001 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 43, 01/05/2001 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 24/04/2015 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010.220.020.05.002.001. |
| კონსოლიდირებული პუბლიკაციები | |
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში
პირველადი სახე (01/05/2001 - 23/12/2008)
საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №160
2001 წლის 28 აპრილი
ქ. თბილისი
გეოგრაფიული ობიექტების სახელწოდებათა დადგენის, ნორმალიზების, გამოყენების, აღრიცხვისა და დაცვის სამთავრობო კომისიის შექმნის შესახებ
„გეოგრაფიული ობიექტების სახელდების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-14 მუხლის მე-3 პუნქტის შესრულების მიზნით:
1. საქართველოში გეოგრაფიული ობიექტების სახელწოდებათა დადგენის, ნორმალიზების, გამოყენების, აღრიცხვის და დაცვის საკითხთა შესწავლისა და შესაბამისი დასკვნების მომზადების მიზნით, საქართველოს ენის სახელმწიფო პალატასთან შეიქმნას შესაბამისი სამთავრობო კომისია.
2. დამტკიცდეს გეოგრაფიული ობიექტების სახელწოდებათა დადგენის, ნორმალიზების, გამოყენების, აღრიცხვისა და დაცვის სამთავრობო კომისიის თანდართული შემადგენლობა.
3. სამთავრობო კომისიამ სამ თვეში შეიმუშაოს და დასამტკიცებლად წარმოადგინოს დებულების პროექტი მისი საქმიანობის შესახებ.
ე. შევარდნაძე
გეოგრაფიული ობიექტების სახელწოდებათა დადგენის, ნორმალიზების, გამოყენების, აღრიცხვისა და დაცვის სამთავრობო კომისიის შემადგენლობა
ლევან ღვინჯილია – საქართველოს ენის სახელმწიფო პალატის თავმჯდომარე, კომისიის თავმჯდომარე
მელორ ალფენიძე – აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის გეოდეზიისა და კარტოგრაფიის მთავარი სამმართველოს უფროსი, გეოგრაფიის მეცნიერებათა კანდიდატი, დოცენტი
თემურ ბერიძე – საქართველოს სტატისტიკის სახელმწიფო დეპარტამენტის თავმჯდომარე
დევი ბერძენიშვილი – საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ივანე ჯავახიშვილის სახელობის ისტორიისა და ეთნოგრაფ იის ინსტიტუტის მთავარი მეცნიერი თანამშრომელი, ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი
ჯემალ გაბაიძე – ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის გეოგრაფიის კათედრის უფროსი მასწავლებელი
თამაზ გამყრელიძე – საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის გიორგი წერეთლის სახელობის აღმოსავლეთმცოდნეობის ინსტიტუტის დირექტორი, აკადემიკოსი
ნატო გოგიჩაიშვილი – გეოდეზიისა და კარტოგრაფიის სახელმწიფო დეპარტამენტის კარტოგრაფიის სამმართველოს უფროსი
გივი კეკელიძე – გეოდეზიისა და კარტოგრაფიის სახელმწიფო დეპარტამენტის თავმჯდომარე
გუჩა კვარაცხელია – საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის არნ. ჩიქობავას სახელობის ენათმეცნიერების ინსტიტუტის დირექტორი, პროფესორი
ეთერ ლოლუა – ქართული ენციკლოპედიის მთავარი რედაქციის დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა რედაქციის გამგე
ლორიკ მარშანია – აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე, აკადემიკოსი
დავით მუსხელიშვილი – საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ივანე ჯავახიშვილის სახელობის ისტორიისა და ეთნოგრაფიის ინსტიტუტის დირექტორი, პროფესორი
ოთარ ჟორდანია – თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოხუმის ფილიალის დირექტორი, ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი
ზურაბ სეფერთელაძე – თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის გეოგრაფია-გეოლოგიის ფაკულტეტის პროფესორი
ზურაბ ტატაშიძე – საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ვახუშტი ბაგრატიონის სახელობის გეოგრაფიის ინსტიტუტის დირექტორი, პროფესორი
შაქრო ფალავანდიშვილი – ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის კათედრის გამგე, პროფესორი
მერაბ ფუტკარაძე – ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის გეოგრაფიის კათედრის დოცენტი
პაატა ცხადაია – თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის ონომასტიკის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის უფროსი, დოცენტი
ბადრი ხატიძე – საქართველოს სახელმწიფო კანცელარიის რეგიონალური პოლიტიკისა და მართვის სამსახურის უფროსი
გურამ ხომერიკი – აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სამთო საქმისა და გეოლოგიის სახელმწიფო დეპარტამენტის მთავარი გეოლოგი
საშა ხორავა – შავი ზღვის სანაპიროს აჭარა-კოლხეთის ლაბორატორიის განყოფილების გამგე, გეოგრაფიის მეცნიერებათა კანდიდატი.
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები