„გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დებულების (რეგლამენტის) დამტკიცების შესახებ“ გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 28 ივლისის №14 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

  • Word
„გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დებულების (რეგლამენტის) დამტკიცების შესახებ“ გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 28 ივლისის №14 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 33
დოკუმენტის მიმღები გორის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 06/09/2010
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 25, 13/09/2010
სარეგისტრაციო კოდი 010250040.35.148.000687
  • Word
33
06/09/2010
სსმ, 25, 13/09/2010
010250040.35.148.000687
„გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დებულების (რეგლამენტის) დამტკიცების შესახებ“ გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 28 ივლისის №14 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
გორის მუნიციპალიტეტი

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 010.250.040.35.148.000.687

გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №33

2010 წლის 6 სექტემბერი

ქ. გორი

�გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დებულების (რეგლამენტის) დამტკიცების შესახებ� გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 28 ივლისის №14 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

�ნორმატიული აქტების შესახებ� საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად,

1. �გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დებულების (რეგლამენტის) დამტკიცების შესახებ� გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 28 ივლისის №14 დადგენილებით დამტკიცებულ დებულებაში (რეგლამენტში) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:

ა) დებულების (რეგლამენტის) მე-7 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

�1. საკრებულოს მორიგი სხდომები, �ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ� საქართველოს ორგანული კანონის 24-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ამ დებულებით (რეგლამენტით) დადგენილი წესით, მოიწვევა თვეში ერთხელ მაინც. საკრებულოს სხდომა ტარდება, როგორც წესი, ყოველი თვის მეორე პარასკევს (თუ პარასკევი არასამუშაო დღეა, მომდევნო სამუშაო დღეს)�;

ბ) დებულების (რეგლამენტის) 47-ე მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

�1. საკრებულოს მორიგი სხდომა მოიწვევა თვეში ერთხელ მაინც. როგორც წესი, ყოველი თვის მეორე პარასკევს (თუ პარასკევი არასამუშაო დღეა, მომდევნო სამუშაო დღეს). საკრებულოს მორიგი სხდომა, თუ არ იცვლება მისი თარიღი და ჩატარების ადგილი, არ საჭიროებს ოფიციალურად მოწვევას�.

2. ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საკრებულოს თავმჯდომარე ზ.ხმალაძე