ქ. ბათუმის №19, №6, №12 და №10 საჯარო სკოლების რეორგანიზაციისა და „ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების საჯარო სამართლის იურიდიულ პირებად დაფუძნებისა და საჯარო სკოლის წესდების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2005 წლის 15 სექტემბრის №448 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

  • Word

დოკუმენტის ნომერი 64/ნ
დოკუმენტის მიმღები საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი
მიღების თარიღი 30/07/2010
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 97, 10/08/2010
სარეგისტრაციო კოდი 040030000.22.022.014945
  • Word
64/ნ
30/07/2010
სსმ, 97, 10/08/2010
040030000.22.022.014945
ქ. ბათუმის №19, №6, №12 და №10 საჯარო სკოლების რეორგანიზაციისა და „ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების საჯარო სამართლის იურიდიულ პირებად დაფუძნებისა და საჯარო სკოლის წესდების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2005 წლის 15 სექტემბრის №448 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი
ქ. ბათუმის №19, №6, №12 და №10 საჯარო სკოლების რეორგანიზაციისა და „ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების საჯარო სამართლის იურიდიულ პირებად დაფუძნებისა და საჯარო სკოლის წესდების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2005 წლის 15 სექტემბრის №448 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 040.030.000.22.022.014.945

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის      

ბრძანება №64/ნ

2010 წლის 30 ივლისი

ქ. თბილისი

ქ. ბათუმის №19, №6, №12 და №10 საჯარო სკოლების რეორგანიზაციისა და „ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების საჯარო სამართლის იურიდიულ პირებად დაფუძნებისა და საჯარო სკოლის წესდების დამტკიცების შესახებ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2005 წლის 15 სექტემბრის №448 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

„ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 26-ე მუხლის პირველი პუნქტის „ნ“ ქვეპუნქტისა და 34-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის, „ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის,  ”საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 21 მაისის №37 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის „მ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:

    მუხლი 1.

განხორციელდეს ქ. ბათუმის №19, №6, №12 და №10 საჯარო სკოლების რეორგანიზაცია  შემდეგი სახით:

ა) ბათუმის №19 საჯარო სკოლა, რომელიც სწავლებას ახორციელებს დაწყებით-საბაზო-საშუალო საფეხურებზე, მიუერთდეს №6 საჯარო სკოლას, რომელიც სწავლებას ახოციელებს დაწყებითი - საბაზო - საშუალო საფეხურებზე;

ბ) ბათუმის №12 საჯარო სკოლა, რომელიც სწავლებას ახორციელებს დაწყებით-საბაზო-საშუალო საფეხურებზე მიუერთდეს ბათუმის №10 საჯარო სკოლას, რომელიც სწავლებას ახორციელებს დაწყებითი-საბაზო-საშუალო საფეხურებზე.

    მუხლი 2.

წინამდებარე ბრძანების პირველი პუნქტის შესაბამისად, განხორციელდეს ცვლილებები „ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების საჯარო სამართლის იურიდიულ პირებად დაფუძნებისა და საჯარო სკოლის წესდების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2005 წლის 15 სექტემბრის №448 ბრძანებით (სსმ III, 26.09.2005, №112, მუხ. 1233) დამტკიცებულ დანართში №2 და აღნიშნული დანართით გათვალისწინებული ბათუმის საჯარო სკოლების ნუსხა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

ქ. ბათუმის საჯარო სკოლები

1

ბათუმის №1 საჯარო სკოლა

დ. თავდადებულის ქ. №46

დაწ-საბ-საშ

2

ბათუმის №2 საჯარო სკოლა

ჯინჭარაძის ქ. №19

დაწ-საბ-საშ

3

ბათუმის №3 საჯარო სკოლა

ფარნავაზ მეფის ქ. №25

დაწ-საბ-საშ

4

ბათუმის №4 საჯარო სკოლა

პუშკინის ქ. №61

დაწ-საბ-საშ

5

ბათუმის №5 საჯარო სკოლა (ბათუმის აკადემიური გიმნაზიის და ბათუმის №15 სკოლის უფლებამონაცვლე)

მაიაკოვსკის ქ. №56

დაწ-საბ-საშ

6

ბათუმის №6 საჯარო სკოლა(ბათუმის №19 საჯარო სკოლის უფლებამონაცვლე)

რუსთაველის ქ. №30

დაწ-საბ-საშ

7

ბათუმის №7 საჯარო სკოლა

მამედ აბაშიძის ქ. №28

დაწ-საბ-საშ

8

ბათუმის №8 საჯარო სკოლა

გრიბოედოვის ქ. №35

დაწ-საბ-საშ

9

ბათუმის №9 საჯარო სკოლა

ტაბიძის ქ. №13

დაწ-საბ-საშ

10

ბათუმის №10 საჯარო სკოლა (ბათუმის №12 საჯარო სკოლის უფლებამონაცვლე)

ბაგრატიონის ქ. №10

დაწ-საბ-საშ

11

ბათუმის №11 საჯარო სკოლა (ბათუმის №11 სკოლის და ბათუმის №23 სკოლის უფლებამონაცვლე)

გოგებაშვილის ქ. №40

დაწ-საბ-საშ

12

ბათუმის №13 საჯარო სკოლა

მთის ძირის ქ. №43

დაწ-საბ-საშ

13

ბათუმის №14 საჯარო სკოლა

ინასარიძის ქ. №11

დაწ-საბ-საშ

14

ბათუმის №15 საჯარო სკოლა (ბათუმის №24 სკოლის, ბათუმის ინფორმატიკის ლიცეუმის და ბათუმის საღამოს სკოლის უფლებამონაცვლე)

გორგასალის ქ. №103

დაწ-საბ-საშ

15

ბათუმის №16 საჯარო სკოლა

მაიაკოვსკის ქ. №3

დაწ-საბ-საშ

16

ბათუმის №17 საჯარო სკოლა

ნინოშვილის ქ. №5

დაწ-საბ-საშ

17

ბათუმის №18 საჯარო სკოლა (ბათუმის №21 სკოლის და ბათუმის №18 სკოლის უფლებამონაცვლე)

გრიშაშვილის ქ. №3

დაწ-საბ-საშ

18

ბათუმის №20 საჯარო სკოლა

მელიქიშვილის ქ. №125

დაწ-საბ-საშ

    მუხლი 3.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ უზრუნველყოს ამ ბრძანების პირველი პუნქტით განსაზღვრული ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების რეორგანიზაციასთან დაკავშირებული კანონმდებლობით დადგენილი ღონისძიებების გატარება.

    მუხლი 4.

 ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

დ. შაშკინი