დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
| ტყიბულის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოს განაკვეთების განსაზღვრის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 8 |
| დოკუმენტის მიმღები | ტყიბულის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 07/09/2010 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 27, 20/09/2010 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 20/02/2018 |
| სარეგისტრაციო კოდი | 190040000.35.125.000762 |
| კონსოლიდირებული პუბლიკაციები | |
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში
პირველადი სახე (20/09/2010 - 28/02/2012)
ტყიბულის მუნიციპალიტეტის საკრებულო
დადგენილება №8
2010 წლის 7 სექტემბერი
ქ. ტყიბული
ტყიბულის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოს განაკვეთების განსაზღვრის შესახებ
„ავტონომიური რესპუბლიკების ხელისუფლებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების საჯარო მოსამსახურეთა შრომის ანაზღაურების მოწესრიგების თაობაზე“ საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 29 აგვისტოს №726 ბრძანებულების, „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 22-მუხლის პირველი პუნქტის „ი“ ქვეპუნქტის და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად ტყიბულის მუნიციპალიტეტის საკრებულომ მიიღო დადგენილება:
მუხლი 1. დამტკიცდეს ტყიბულის მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი და აღმასრულებელი ორგანოების საჯარო მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოს განაკვეთები დანართის შესაბამისად.(დანართი თან ერთვის).
მუხლი 2 . ამ დადგენილების ამოქმედებისთანავე ძალადაკრგულად გამოცხადდეს „ტყიბულის მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი და აღმასრულებელი ორგანოების საჯარო მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოების განსაზღვრის შესახებ“ ტყიბულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2006 წლის 17 ნოებრის №4 დადგენილება.
მუხლი 3. დადგენილება ამოქმედდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით გამოქვეყნებისთანავე.
საკრებულოს თავმჯდომარე დ . ქათამაძე
დანართი
ტყიბულის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოს განაკვეთები
| № | თანამდებობის დასახელება | თანამდებობრივი სარგო |
| 1 | საკრებულოს თავმჯდომარე | 2360 |
| 2 | გამგებელი | 2360 |
| 3 | საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე | 1100 |
| 4 | გამგებლის მოადგილე | 900 |
| 5 | საკრებულოს აპარატის უფროსი | 700 |
| 6 | სამსახურის უფროსი | 700 |
| 7 | საკრებულოს კომისიის თავმჯდომარე, საკრებულოს ფრაქციის თავმჯდომარე | 650 |
| 8 | გამგეობის სამსახურის განყოფილების უფროსი | 500 |
| 9 | გამგებლის თანაშემწე, სხვა უფროსი თანამდებობის პირი | 450 |
| 10 | გამგეობის ტერიტორიული ორგანოს ხელმძღვანელი - გამგეობის რწმუნებული | 400 |
| 11 | მთავარი სპეციალისტი | 420 |
| 12 | წამყვანი სპეციალისტი | 290 |
| 13 | უფროსი სპეციალისტი | 260 |
| 14 | სპეციალისტი | 190 |
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები