კრედიტორთა კრების ჩატარების შესახებ

  • Word
კრედიტორთა კრების ჩატარების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 0
დოკუმენტის მიმღები შპს "ენერგოგენერაცია"
მიღების თარიღი 22/12/2010
დოკუმენტის ტიპი განცხადება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 90, 23/12/2010
სარეგისტრაციო კოდი
  • Word
0
22/12/2010
სსმ, 90, 23/12/2010
კრედიტორთა კრების ჩატარების შესახებ
შპს "ენერგოგენერაცია"

ინფორმაცია

შპს „ენერგოგენერაციის“ კრედიტორთა კრების ჩატარების შესახებ

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მოსამართლის ლაშა ქოჩიაშვილის 2010 წლის 2 ივნისის განჩინებით (№2/3523-2010 საქმეზე) წარმოებაში მიღებული შპს „ენერგოგენერაციის” გადახდისუუნარობის საქმეზე, ამავე სასამართლოს 2010 წლის 22 დეკემბრის განჩინებით, შპს „ენერგოგენერაციის” კრედიტორთა კრება დაინიშნა 2010 წლის 30 დეკემბერს.

კრებაზე განხილული უნდა იქნს შპს „ენერგოგენერაციის” გაკოტრების მმართველის ანგარიში და შპს „ენერგოგენერაციის” გაკოტრების წარმოების დასრულების საკითხი.

შპს „ენერგოგენერაციის” კრედიტორთა კრება ჩატარდება 2010 წლის 30 დეკემბერს 14 საათზე თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის №23 სხდომის დარბაზში (მისამართი: ქ. თბილისი, დ. აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კმ, №6).