„ქ. თბილისის მერიის ეკოლოგიისა და გამწვანების საქალაქო სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ" ქ. თბილისის მერის 2009 წლის 27 ივლისის №38 ბრძანებაში ცვლილებისა და დამატების შეტანის თაობაზე

  • Word
„ქ. თბილისის მერიის ეკოლოგიისა და გამწვანების საქალაქო სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ" ქ. თბილისის მერის 2009 წლის 27 ივლისის №38 ბრძანებაში ცვლილებისა და დამატების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 27
დოკუმენტის მიმღები საქართველოს დედაქალაქი თბილისი (თბილისის მერია)
მიღების თარიღი 22/12/2010
დოკუმენტის ტიპი ქ. თბილისის მერის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 72, 31/12/2010
სარეგისტრაციო კოდი 010260030.52.101.016011
  • Word
27
22/12/2010
სსმ, 72, 31/12/2010
010260030.52.101.016011
„ქ. თბილისის მერიის ეკოლოგიისა და გამწვანების საქალაქო სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ" ქ. თბილისის მერის 2009 წლის 27 ივლისის №38 ბრძანებაში ცვლილებისა და დამატების შეტანის თაობაზე
საქართველოს დედაქალაქი თბილისი (თბილისის მერია)

ქალაქ თბილისის მერის

ბრძანება №27

2010 წლის 22 კემბერი

ქ. თბილისი

ქ. თბილისის მერიის ეკოლოგიისა და გამწვანების საქალაქო სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ’’ ქ. თბილისის მერის 2009 წლის 27 ივლისის 38 ბრძანებაში ცვლილებისა და დამატების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის მე-20 მუხლის, „საქართველოს დედაქალაქის – თბილისის შესახებ” საქართველოს კანონის 22-ე მუხლის მე-3 პუნქტის „ნ” ქვეპუნქტის, „ქ. თბილისის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ” ქ. თბილისის საკრებულოს 2006 წლის 12 ოქტომბრის №11 გადაწყვეტილებით დამტკიცებული ქ. თბილისის მერიის დებულების მე-9 მუხლის პირველი პუნქტის „ნ” ქვეპუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:

1. დებულების მე-7, მე-8 და მე-9 მუხლები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 7.

სამსახურის ფუნქციებია:

ა) ქ. თბილისში არსებული მწვანე ნარგავების დაზიანებული ტერიტორიების სპეციალური გამოკვლევა, აღდგენა და გაშენება-გამწვანება;

ბ) მწვანე ნარგავების მოვლა-პატრონობა და აღრიცხვის წარმოება;

გ) ქ. თბილისის ტერიტორიაზე კერძო საკუთრებაში არსებული მწვანე ნარგავების (გარდა ხილ-კენკროვანი მცენარეებისა) ჭრაზე ნებართვის გაცემა;

დ) კანონმდებლობით დადგენილი წესით, სპეციალური ჭრების დაგეგმვა და განხორციელება;

ე) ქ. თბილისის მოსახლეობის სათბობი შეშით უზრუნველყოფის მიზნით, შესაბამისი ღონისძიებების დაგეგმვა და განხორციელება;

ვ) დედაქალაქის გამწვანების პრიორიტეტების, პროგრამებისა და გეგმების შემუშავება; ქ. თბილისის მერის მიერ საკრებულოში წარსადგენად მათი მომზადება;

ზ) ცენტრალურ გამზირებზე, ქუჩებზე, ბაღ-სკვერებში, პარკებში, მოედნებსა და გამწვანების სხვა ობიექტებში არსებული ზეხმელი და ავარიული ხეების გეგმური ფორმირება და ამოძირკვა;

თ) დედაქალაქში გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების საკითხებთან დაკავშირებული სხვადასხვა სასწავლო-სამეცნიერო და გაცვლით პროგრამებში მონაწილეობა;

ი) სახელმწიფო ორგანოებთან ერთობლივი კომპეტენციის ფარგლებში ბუნებათსარგებლობის, გარემოს დაცვისა და ეკოლოგიური უსაფრთხობის უზრუნველყოფა;

კ) ქ. თბილისის ტერიტორიაზე არსებული შემოსასვლელების, სანაპიროებისა და პარკების პროექტირება და მოწყობა;

ლ)     არსებული სარწყავი ქსელების შესწავლა, მოწესრიგება და რეაბილიტაცია;

მ) ქ. თბილისის ტერიტორიაზე არსებული შემოსასვლელების, სანაპიროების, მწვანე საფარის, ბაღების, პარკების, სკვერების, მოედნების, გაზონების, ფერდობებისა და ყვავილნარებისთვის სარწყავ-სამელიორაციო სისტემების დაგეგმარება და მშენებლობა;

ნ) ქ. თბილისის ტერიტორიაზე არსებული შემოსასვლელების, სანაპიროებისა და პარკების მოვლა-პატრონობა;

ო) ქ. თბილისის ტერიტორიაზე არსებულ შემოსასვლელებში, სანაპიროებზე და პარკებში დეკორატიული კუთხეების პროექტირება და მოწყობა;

პ) ქ. თბილისის ტერიტორიაზე არსებული შემოსასვლელების, სანაპიროების და პარკების პროექტირება და მოწყობა;

ჟ) ქ. თბილისის ტერიტორიაზე არსებული შემოსასვლელების, სანაპიროებისა და პარკების გამწვანება-განაშენიანება, დაზიანებული და განადგურებული ტერიტორიების აღდგენა;

რ) ნიადაგის ნაყოფიერების აღდგენის ღონისძიებებში მონაწილეობა;

ს) ქ. თბილისის ტერიტორიაზე არსებული გაზონების, ფერდობებისა და ყვავილნარების მოვლა-პატრონობა;

ტ) გაზონებზე, ფერდობებსა და ყვავილნარებში დეკორატიული კუთხეების პროექტირება და მოწყობა;

უ) ქ. თბილისის ტერიტორიაზე არსებული გაზონების, ფერდობებისა და ყვავილნარების გამწვანება-განაშენიანება, დაზიანებული და განადგურებული ტერიტორიების აღდგენა.

    მუხლი 8.

სამსახური შედგება სამი განყოფილებისაგან:

ა) ქ. თბილისის შემოსასვლელების, სანაპიროების, პარკების, სარწყავი სისტემების ექსპლუატაციის, აღდგენისა და მოწყობის განყოფილება;

ბ) ბაღ-სკვერების, მოედნების, ფერდობების, გაზონების, ყვავილნარების, ლანდშაფტების ექსპლუატაციის, აღდგენისა და მოწყობის განყოფილება;

გ) ეკოლოგიის, მწვანე ნარგავების მოვლისა და გარემოს დაცვითი ღონისძიებების განყოფილება.

    მუხლი 9.

1. ქ. თბილისის შემოსასვლელების, სანაპიროების, პარკების, სარწყავი სისტემების ექსპლუატაციის, აღდგენისა და მოწყობის განყოფილება უზრუნველყოფს ამ დებულების მე-7 მუხლის „კ’’„რ’’ ქვეპუნქტებით განსაზღვრული ფუნქციების განხორციელებას, აგრეთვე კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა ამოცანების, ფუნქციების, ქ. თბილისის მერის, ვიცე-მერის, მერის ერთ-ერთი მოადგილისა და სამსახურის უფროსის ცალკეულ დავალებათა შესრულებას.

2.  ბაღ-სკვერების, მოედნების, ფერდობების, გაზონების, ყვავილნარების, ლანდშაფტების ექსპლუატაციის, აღდგენისა და მოწყობის განყოფილება უზრუნველყოფს ამ დებულების მე-7 მუხლის „რ’’-„უ’’ ქვეპუნქტებით განსაზღვრული ფუნქციების განხორციელებას.

3. ეკოლოგიის, მწვანე ნარგავების მოვლისა და გარემოს დაცვითი ღონისძიებების განყოფილება უზრუნველყოფს ამ დებულების მე-7 მუხლის ა”–ი” ქვეპუნქტებით განსაზღვრული ფუნქციების განხორციელებას, აგრეთვე კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა ამოცანების, ფუნქციების, ქ. თბილისის მერის, ვიცე-მერის, მერის ერთ-ერთი მოადგილისა და სამსახურის უფროსის ცალკეულ დავალებათა შესრულებას.’’.

2. ეს ბრძანება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.

ქ. თბილისის მერი   გ. უგულავა