ხობის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტით გამოყოფილი ასიგნების გადანაწილების წესის დამტკიცების შესახებ

ხობის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტით გამოყოფილი ასიგნების გადანაწილების წესის დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 5
დოკუმენტის მიმღები ხობის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 12/07/2010
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი ადგილობრივი საინფორმაციო საშუალებები, -, 14/07/2010
ძალის დაკარგვის თარიღი 04/05/2015
სარეგისტრაციო კოდი 010250020.35.106.004441
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
5
12/07/2010
ადგილობრივი საინფორმაციო საშუალებები, -, 14/07/2010
010250020.35.106.004441
ხობის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტით გამოყოფილი ასიგნების გადანაწილების წესის დამტკიცების შესახებ
ხობის მუნიციპალიტეტი
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (14/07/2010 - 30/04/2015)

 

ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №5

2010 წლის 12 ივლისი

ქ. ხობი

 

ხობის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტით გამოყოფილი ასიგნებების გადანაწილების წესის დამტკიცების შესახებ

 „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის, საქართველოს საბიუჯეტო კოდექსისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე, ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

1. დამტკიცდეს „ხობის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტით გამოყოფილი ასიგნებების გადანაწილების წესი“ (დანართი 1).

2. დამტკიცდეს „ხარჯთაღრიცხვის ცვლილების ცნობა“ (დანართი 2).

3. ძალადაკარგულად გამოცხადდეს „ხობის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტით გამოყოფილი ასიგნების გადანაწილების წესის დამტკიცების შესახებ“ ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2009 წლის 25 ივნისის №122 დადგენილება.

4. დადგენილება ძალაში შევიდეს გამოქვეყნებისთანავე.

საკრებულოს თავმჯდომარე მ. ჭოხონელიძე

დანართი №1

ხობის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტით გამოყოფილი ასიგნებების გადანაწილების წესი

მუხლი 1. ზოგადი დებულებები

1. ხობის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტით გამოყოფილი ასიგნებების გადანაწილების წესი (შემდგომში „წესი“) შემუშავებულია საქართველოს საბიუჯეტო კოდექსისა და „ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტით გამოყოფილი ასიგნების გადანაწილების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2008 წლის 27 მაისის №456 ბრძანების საფუძველზე.

2. წესი განსაზღვრავს ხობის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტის (შემდგომში „ადგილობრივი ბიუჯეტი“) დაფინანსებაზე მყოფი მხარჯავი დაწესებულებებისთვის (შემდგომში „მხარჯავი დაწესებულება“) ადგილობრივი ბიუჯეტით გამოყოფილი ასიგნებების გადანაწილების მექანიზმს.

მუხლი 2. ადგილობრივი ბიუჯეტით გამოყოფილი ასიგნების გადანაწილების ძირითადი პრინციპები

1. ადგილობრივი ბიუჯეტით გამოყოფილი ასიგნებების გადანაწილება შესაძლებელია განხორციელდეს როგორც მხარჯავი დაწესებულების დაქვემდებარებაში მყოფი სტრუქტურული ერთეულების, ისე მხარჯავი დაწესებულების ღონისძიებებსა და პროგრამებს შორის. აგრეთვე, დამტკიცებული ბიუჯეტით გათვალისწინებულ მხარჯავ დაწესებულებებს შორის.

2. ერთი მხარჯავი დაწესებულებიდან სხვა მხარჯავ დაწესებულებაზე (დაწესებულებებზე) ადგილობრივი ბიუჯეტით დამტკიცებული ასიგნებების გადანაწილება შეიძლება განხორციელდეს მხოლოდ დამტკიცებულ წლიურ ბიუჯეტში ცვლილების შეტანის გზით, ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს (შემდგომში „საკრებულო“) დადგენილებით.

3. ერთიდაიმავე მხარჯავი დაწესებულებისთვის ადგილობრივი ბიუჯეტით გამოყოფილი ასიგნების საბიუჯეტო კლასიფიკაციის მუხლებსა და კოდებს შორის თანხების გადანაწილება, საკრებულოს თავმჯდომარის თანხმობის შემთხვევაში შეიძლება განხორციელდეს ხობის მუნიციპალიტეტის გამგებლის (შემდგომში - „გამგებელი“) ბრძანებით.

4. მხარჯავი დაწესებულებისთვის ადგილობრივი ბიუჯეტით გამოყოფილი ასიგნებების საბიუჯეტო კლასიფიკაციის მუხლებსა და კოდებს შორის გადანაწილება (გარდა ადგილობრივი ბიუჯეტის სარეზერვო ფონდის და წინა წლებში წარმოქმნილი დავალიანებების დაფარვისა და სასამართლო გადაწყვეტილებების აღსრულების ფონდის თანხებისა) შეიძლება განხორციელდეს მხარჯავი დაწესებულებისთვის წლიური ბიუჯეტით დამტკიცებული გადასახდელების 5 პროცენტის ფარგლებში

5. მხარჯავი დაწესებულებისთვის ადგილობრივი ბიუჯეტით გამოყოფილი ასიგნებების საბიუჯეტო კლასიფიკაციის მუხლებსა და კოდებს შორის გადანაწილება (გარდა ადგილობრივი ბიუჯეტის სარეზერვო ფონდის და წინა წლებში წარმოქმნილი დავალიანებების დაფარვისა და სასამართლო გადაწყვეტილებების აღსრულების ფონდის თანცებისა) 2010 წელს შეიძლება განხორციელდეს მხარჯავი დაწესებულებისთვის წლიური ბიუჯეტით დამტკიცებული გადასახდელების 10 პროცენტის ფარგლებში.

6. ხობის მუნიციპალიტეტის გამგეობა (შემდგომში „გამგეობა“) უფლებამოსილია, შესაბამისი სამართლებრივი აქტის საფუძველზე, საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტით გათვალისწინებული საერთო-სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გადასახდელებიდან მუნიციპალიტეტისთვის გამოყოფილი თანხების ადგილობრივ ბიუჯეტში ასახვის მიზნით, გამგებლის ბრძანებით განახორციელოს ცვლილებები (მათ შორის, ორგანიზაციული კოდის დამატება) ბიუჯეტით დამტკიცებულ შემოსულობებსა და გადასახდელებში. ამ შემთხვევაში საკრებულოს თავმჯდომარის თანხმობა სავალდებულო არ არის.

7. დასაგეგმი საბიუჯეტო წლის დაწყებამდე ადგილობრივი ბიუჯეტის დაუმტკიცებლობის შემთხვევაში, ან ადგილობრივი ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ საკრებულოს შესაბამისი დადგენილების ამოქმედებამდე, გამგებელი საკრებულოსთან შეთანხმებით უფლებამოსილია ასიგნების გადანაწილება განახორციელოს ამ წესით განსაზღვრული მექანიზმის შესაბამისად.

8. საკრებულოს მიერ დამტკიცებული ადგილობრივი ბიუჯეტის გამოქვეყნებიდან 15 დღის ვადაში წლიური საბიუჯეტო ასიგნებების კვარტალური განწერა დგება გამგეობის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის მიერ და საკრებულოსთან შეთანხმების შემდგომ მტკიცდება გამგებლის ბრძანებით.

9. ადგილობრივი ბიუჯეტის კვარტალურ განწერაში ამ წესით დადგენილი პროცედურებით შეიძლება განხორციელდეს კვარტალური გადანაწილება გამგეობის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის მიერ და მტკიცდება გამგებლის შესაბამისი ბრძანებით.

მუხლი 3. ადგილობრივი ბიუჯეტით დამტკიცებული ასიგნების გადანაწილების მოთხოვნის წარდგენა, განხილვა და შესრულება

1. მოთხოვნა მხარჯავი დაწესებულებისთვის წლიური ადგილობრივი ბიუჯეტით დამტკიცებულ ასიგნებათა გადანაწილების თაობაზე წერილობითი სახით წარედგინება გამგეობას იმ მხარჯავი დაწესებულების ხელმძღვანელის ხელმოწერით, რომლისთვისაც არის მიკუთვნებული ეს გადასახდელები.

2. საბიუჯეტო წლის განმავლობაში ადგილობრივი ბიუჯეტით დამტკიცებული ასიგნების ეფექტურად ხარჯვის მიზნით, მხარჯავი დაწესებულების მიერ წარდგენილ მოთხოვნაში მოყვანილ უნდა იქნეს სათანადო არგუმენტაცია ასიგნების გადანაწილების აუცილებლობაზე. ასევე, შესაბამისი დასაბუთება ასიგნების გადანაწილებისა და მასზე ვალდებულების აღების არარსებობის თაობაზე.

3. მხარჯავმა დაწესებულებამ, ასიგნების გადანაწილების შესახებ წარდგენილ მოთხოვნასთან დაკავშირებით გამგეობიდან პასუხის მიღებამდე, გამგეობის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურში არ უნდა წარადგინოს ვალდებულების დოკუმენტი იმ ასიგნებაზე, რომელთა გადანაწილებაზე არსებობს მოთხოვნა.

4. წარმოდგენილ წერილობით მოთხოვნას განიხილავს გამგეობის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახური და არაუგვიანეს სამი სამუშაო დღისა გამგებელს წარუდგენს შესაბამის წინადადებებს (მოხსენებითი ბარათი) ასიგნების გადანაწილების მიზანშეწონილობის თაობაზე.

5. ასიგნების გადანაწილების მიზანშეწონილად ჩათვლის შემთხვევაში, გამგებელი თანხმობის მისაღებად წინადადებას (თანდართული დოკუმენტაციით) წარუდგენს საკრებულოს თავმჯდომარეს.

6. საკრებულოს თავმჯდომარე, გამგებლის მიერ წარმოდგენილ წინადადებას განიხილავს საკრებულოს შესაბამის კომისიასთან (კომისიებთან) ერთად და იღებს გადაწყვეტილებას თანხმობის, ან თანხმობაზე უარის შესახებ.

7. საკრებულოს თავმჯდომარის მხრიდან თანხმობის შემთხვევაში, საფინანსო-საბიუჯეტო სამსახური ამზადებს ცვლილებას (გამგებლის ბრძანების პროექტი) მხარჯავი დაწესებულებისთვის ბიუჯეტით გამოყოფილი წლიური ასიგნების ფარგლებში თანხის საბიუჯეტო კლასიფიკაციის მუხლებს შორის გადანაწილების შესახებ.

8. გამგებლის ბრძანების გამოცემის შემდგომ, დამტკიცებული ბიუჯეტის დაზუსტების მიზნით, გამგეობის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახური ატარებს სათანადო ცვლილებას ამ მუხლის მე-9 პუნქტის შესაბამისად.

9. მხარჯავი დაწესებულებისთვის ადგილობრივი ბიუჯეტით გამოყოფილ ასიგნებათა გადანაწილების შემთხვევაში, წლიური ადგილობრივი ბიუჯეტით დამტკიცებული ასიგნებები ზუსტდება საკრებულოს მიერ დამტკიცებული „ხარჯთაღრიცხვის ცვლილების ცნობით“ (დანართი 2). ცვლილების ცნობა დგება ორ ეგზემპლარად, რომლის პირველი ეგზემპლარი რჩება გამგეობის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურს, ხოლო მეორე ეგზემპლარი ეგზავნება შესაბამის მხარჯავ დაწესებულებას.

10. იმ შემთხვევაში, თუ ადგილობრივი ბიუჯეტის სარეზერვო ფონდიდან და წინა წლებში წარმოქმნილი დავალიანებების დაფარვისა და სასამართლო გადაწყვეტილებების აღსრულების ფონდიდან საბიუჯეტო სახსრები გამოიყო რომელიმე მხარჯავი დაწესებულების დამატებით დასაფინანსებლად, შესაბამისი თანხით მცირდება ადგილობრივი ბიუჯეტის სარეზერვო ფონდის ან/და წინა წლებში წარმოქმნილი დავალიანებების დაფარვისა და სასამართლო გადაწყვეტილებების აღსრულების ფონდის მოცულობა და იზრდება წლიური ბიუჯეტით გათვალისწინებული გასაცემლები.

11. ამ მუხლის მე-10 პუნქტის შემთხვევაში, გეგმის ცვლილების ცნობის საფუძველზე მხარჯავი დაწესებულების დაფინანსების წლიური გეგმის დაზუსტება და ასიგნების გაცემა ხორციელდება ამ მუხლის მე-9 პუნქტის შესაბამისად.

მუხლი 4. საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან მუნიციპალიტეტისთვის გამოყოფილი თანხების ადგილობრივ ბიუჯეტში ასახვა

1. საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტით გათვალისწინებული საერთო-სახელმწიფოებრივი გადასახდელებიდან ხობის მუნიციპალიტეტისთვის თანხის გამოყოფის შესახებ შესაბამისი სამართლებრივი აქტის საფუძველზე, გამგეობის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახური ამზადებს საკრებულოს დადგენილების ან გამგებლის ბრძანების პროექტს ამ თანხის ადგილობრივი ბიუჯეტის შემოსულობებსა და გადასახდელებში ასახვის მიზნით.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად გამგებლის ბრძანების გამოცემის შემთხვევაში, გამგეობის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახური ატარებს შესაბამის ცვლილებებს ადგილობრივი ბიუჯეტის ორგანიზაციულ კლასიფიკაციაში და გამგებლის მიერ დამტკიცებულ განწერაში მე-3 მუხლის მე-9 პუნქტით განსაზღვრული პროცედურით.

მუხლი 5. გამგეობის ანგარიშვალდებულება ადგილობრივი ბიუჯეტით გამოყოფილი ასიგნების გადანაწილებაზე

1. ადგილობრივი ბიუჯეტის დამტკიცებიდან 2 თვის ვადაში საკრებულოს წარედგინება გამგებლის ბრძანებით დამტკიცებული ბიუჯეტის კვარტალური განწერა.

2. ინფორმაცია ადგილობრივი ბიუჯეტით გამოყოფილი ასიგნების გადანაწილებაზე, შესაბამისი დოკუმენტაციით, ცნობის სახით საკრებულოს წარედგინება 10 დღის ვადაში.

3. გამგებლის ბრძანებით ადგილობრივ ბიუჯეტში განხორციელებული ცვლილებები დამტკიცებულ ბიუჯეტში ასახვის მიზნით ერთი თვის ვადაში, მაგრამ არაუგვიანეს საბიუჯეტო წლის დასასრულისა უნდა წარედგინოს საკრებულოს დასამტკიცებლად საკრებულოს დადგენილების პროექტის სახით.

4. ადგილობრივი ბიუჯეტით გამოყოფილი ასიგნების გადანაწილების შემთხვევაში, შესაბამისი მონაცემები უნდა იქნეს ასახული ადგილობრივი ბიუჯეტის შესრულებისა და გამგეობის ანგარიშებში.

საკრებულოს თავმჯდომარე მ. ჭოხონელიძე

დანართი №2

ხობის მუნიციპალიტეტის გამგეობის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახური

ხარჯთაღრიცხვის ცვლილების ცნობა N ---

20__ წლის __ _________

---------------------------------------------------------------------------------------------------------------------

მხარჯავი დაწესებულების დასახელება, ორგანიზაციული კოდი

----------------------------------------------------------------------------------------------------------------------

ცვლილების საფუძველი (გამგებლის ბრძანება), თარიღი, ნომერი

-----------------------------------------------------------------------------------------------------------------------

(ცვლილების შინაარსი)

-----------------------------------------------------------------------------------------------------------------------

 

ორგანიზაციული კოდი

მხარჯავი დაწესებულების პროგრამისა და ღონისძიების დასახელება

საბიუჯეტო კლასიფიკაციის მუხლის დასახელება

ცვლილება (+ზრდა/-კლება)

(ლარებში)

წლიური თანხა

მათ შორის: კვარტალების მიხედვით

I

II

III

IV

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

სულ ჯამი 

 

 

 

 

 

 

1. დამტკიცებული ადგილობრივი ბიუჯეტით გათვალისწინებული ასიგნება

2. ადგილობრივი ბიუჯეტის სარეზერვო ფონდი

3. წინა პერიოდში წარმოქმნილი ვალდებულების დაფარვა

4. დანარჩენი ცვლილება

გამგეობის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის უფროსი  /ხელმოწერა/

პასუხიმგებელი შემსრულებელი:            /ხელმოწერა/“