ქარელის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 20 სექტემბრის №19 დადგენილებაში "ქარელის მუნიციპალიტეტის გამგეობის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ცვლილებების და დამატებების შეტანის შესახებ"

  • Word
ქარელის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 20 სექტემბრის №19 დადგენილებაში "ქარელის მუნიციპალიტეტის გამგეობის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ცვლილებების და დამატებების შეტანის შესახებ"
დოკუმენტის ნომერი 37
დოკუმენტის მიმღები ქარელის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 21/12/2010
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 68, 27/12/2010
ძალის დაკარგვის თარიღი 16/03/2011
სარეგისტრაციო კოდი 010250020.35.144.016023
  • Word
37
21/12/2010
სსმ, 68, 27/12/2010
010250020.35.144.016023
ქარელის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 20 სექტემბრის №19 დადგენილებაში "ქარელის მუნიციპალიტეტის გამგეობის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ცვლილებების და დამატებების შეტანის შესახებ"
ქარელის მუნიციპალიტეტი
დროებით, ფაილს შესაძლოა გააჩნდეს ვიზუალური ხარვეზი, სრული ვერსიის სანახავად დააჭირეთ ფაილის გადმოწერას

ქარელის მუნიციპალიტეტის საკრებულო

 დადგენილება №37

2010 წლის 21 დეკემბერი

ქ. ქარელი

  ქარელის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 20 სექტემბრის №19 დადგენილებაში „ქარელის მუნიციპალიტეტის გამგეობის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ცვლილებების და დამატებების შეტანის შესახებ

1. „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, ქარელის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 20 სექტემბრის №19 დადგენილებაში „ქარელის მუნიციპალიტეტის გამგეობის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ შეტანილ იქნს შემდეგი ცვლილებები:

  ა. დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-2 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: 2. სამსახურის სტრუქტურული ქვედანაყოფებია - შესყიდვების განყოფილება, საბიუჯეტო დაგეგმარების განყოფილება და ბუღალტრული აღრიცხვის და საფინანსო ზედამხედველობის განყოფილება.“.

 ბ. დებულებას დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-5 და მე-6 მუხლები:

      „მუხლი 5

  საბიუჯეტო დაგეგმარების განყოფილება დადგენილი წესით უზრუნველყოფს:

  ა) საბიუჯეტო პროექტის შესადგენად საჭირო სამუშაოების ორგანიზებას:

  ბ) მუნიციპალური პროგრამების პროექტების საფინანსო გაანგარიშებასა და დასაბუთებას;

  გ)მუნიციპალური სამსახურების, ტერიტორიული ორგანოების, მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული არასამეწარმეო იურიდიული პირების წლიური ხარჯთაღრიცხვის პროექტების შესახებ წინადადებების შემუშავებას;

 დ) საჭირო ინფორმაციის დამუშავებასა და წინადადებების მომზადებას ფინანსთა სამინისტროს მიერ გათანაბრებითი, მიზნობრივი და სპეცილური ტრანსფერების გასაანგარიშებლად;

  ე) ბიუჯეტის სარეზერვო ფონდის შესახებ წინადადებების მომზადებას;

  ვ) მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული საწარმოების დივიდენდების პროგნოზირებას, შესაბამისი წინადადებებისა და რეკომენდაციების შემუშავებას;

  ზ) მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის პროექტის შედგენას;

  თ) წინადადებების და რეკომენდაციების შემუშავებას მუნიციპალიტეტის მიერ სესხის აღებისა  და გაცემის თაობაზე;

  ი) დასკვნებისა და რეკომენდაციების შემუშავებას ბიუჯეტის პროექტის თაობაზე გამგეობაში შემოსულ შენიშვნებსა და წინადადებებზე;

  კ) საკრებულოს მიერ გამოთქმული შენიშვნების გათვალისწინებით, ბიუჯეტის პროექტის რედაქტირებას;

  ლ) ბიუჯეტის შემოსულობებისა და გადასახდელების განწერას კვარტლებისა და თვეების მიხედვით.

       მუხლი 6

    ბუღალტრული აღრიცხვისა და საფინანსო ზედამხედველობის განყოფილება დადგენილი წესით უზრუნველყოფს:

   ა) ბიუჯეტით განსაზღვრული ასიგნებების შესაბამისად ხარჯების გაწევას, შესაბამისი ფინანსური ოპერაციების განხორციელებას;

  ბ) საბუღალტრო აღრიცხვას;

  გ) მუნიციპალიტეტის საჯარო მოსამსახურეების ხელფასების, მივლინების ხარჯებისა და სხვა გადასახდელების გაცემას;

  დ) საკრებულოს, მუნიციპალური სამსახურებისა ტერიტორიული ორგანოების სარგებლობაში არსებული ქონების აღწერა-ინვენტარიზაცია;

  ე) მიმდინარე და ყოველწლიური ანგარიშების მომზადებას ბიუჯეტის შესრულების შესახებ;

  ვ) საფინანსო ზედამხედველობას მიღებული ბიუჯეტის შესრულებაზე;

  ზ) ბიუჯეტის შემოსულობების შესახებ ინფორმაციის შეკრებას და გაანალიზებას, შესაბამისი წინადადების, დასკვნებისა და რეკომენდაციების შემუშავებას;

  თ) ბიუჯეტის ხარჯვის მიზნობრიობის, ეკონომიკური მიზანშეწონილობისა და ეფექტიანობის ანალიზს, შესაბამისი წინადადების, დასკვნებისა და რეკომენდაციების შემუშავებას;

  ი) საკრებულოს, მუნიციპალური სამსახურებისა და მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული არასამეწარმეო იურიდიული პირების მიერ ბიუჯეტის შესრულებაზე ფინანსურ ზედამხედველობას;

  კ) მოქმედი კანონმდებლობითა და მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელებას.“.

  2. ეს დადგენილება ამოქმედდეს  გამოქვეყნებისთანავე.

      საკრებულოს თავმჯდომარე         პ. ღვინიაშვილი