დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
| ხულოს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე იმ ზონების, პირობებისა და I კლასს დაქვემდებარებულ შენობა-ნაგებობათა სახეობების განსაზღვრის შესახებ, რომელთა განთავსება/მშენებლობა შესაძლებელია მშენებლობის ნებართვის გარეშე | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 16 |
| დოკუმენტის მიმღები | ხულოს მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 26/08/2010 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 26, 17/09/2010 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 07/06/2018 |
| სარეგისტრაციო კოდი | 330130000.35.136.000748 |
| კონსოლიდირებული პუბლიკაციები | |
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში
პირველადი სახე (17/09/2010 - 26/11/2010)
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 330.130.000.35.136.000.748
ხულოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №16
2010 წლის 26 აგვისტო
დ. ხულო
ხულოს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე იმ ზონების, პირობებისა და I კლასს დაქვემდებარებულ შენობა-ნაგებობათა სახეობების განსაზღვრის შესახებ, რომელთა განთავსება/მშენებლობა შესაძლებელია მშენებლობის ნებართვის გარეშე
„ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 43-ე მუხლის მე-3 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტისა და „მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის №57 დადგენილების 65-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, ხულოს მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
1. ხულოს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე I კლასს დაქვემდებარებული შენობა-ნაგებობის მშენებლობის ნებართვის გარეშე წარმოება დასაშვებია ნებისმიერ სამშენებლო მიწის ნაკვეთზე, მათ შორისხ საერთო საკუთრების მიწის ნაკვეთზე, გარდა კანონმდებლობის შესაბამისად მრავალბინიან საცხოვრებელ სახლებზე მიკუთვნებული მიწის ნაკვეთებისა, აგრეთვე იმ მიწის ნაკვეთებისა, რომლებიც კანონმდებლობით დადგენილი წესით მიკუთვნებული იყო მრავალბინიან საცხოვრებელ სახლზე, მაგრამ მოხდა მისი გამოყოფა და დამოუკიდებელ საკადასტრო ერთეულად რეგისტრაცია.
2. ხულოს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, წინამდებარე დადგენილების პირველი პუნქტით განსაზღვრულ ადგილებში I კლასს დაქვემდებარებული შენობა-ნაგებობის მშენებლობა დასაშვებია, თუ:
ა) სივრცით-ტერიტორიული დაგეგმვის დოკუმენტაციის შესაბამისად, ასაშენებელი შენობა-ნაგებობა განეკუთვნება ზონების ტერიტორიაზე უძრავი ქონების (ობიექტების) გამოყენების ნებადართულ სახეობებს;
ბ) ასაშენებელი შენობა-ნაგებობის ნებისმიერი ფასადი არ არის განთავსებული ქუჩაზე, ავტომაგისტრალზე, სახელმწიფო მნიშვნელობის გზაზე, სასოფლო ცენტრების და განაშენიანებული ტერიტორიის საზღვრებში მდებარე ქუჩის, მოედნის, ხიდის, სკვერის, პარკის, ბაღის, მიწის ნაკვეთებს შორის არსებული გასასვლელებისა და სხვა სივრცეების, ასევე სხვა საზოგადოებრივი ტერიტორიის (სივრცის) უშუალოდ მომიჯნავედ.
3. წინამდებარე დადგენილების მიზნებისათვის შენობა-ნაგებობის ფასადი არ ითვლება ქუჩაზე, ავტომაგისტრალზე, სახელმწიფო მნიშვნელობის გზაზე, სასოფლო ცენტრებზე განთავსებულად ან/და განაშენიანებული ტერიტორიის საზღვრებში მდებარე ქუჩის, მოედნის, ხიდის, სკვერის, პარკის, ბაღის, მიწის ნაკვეთებს შორის არსებული გასასვლელებისა და სხვა სივრცეების, ასევე სხვა საზოგადოებრივი ტერიტორიის (სივრცის) უშუალოდ მომიჯნავედ განთავსებულად, თუ წინამდებარე დადგენილების მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ საზოგადოებრივ ტერიტორიას (სივრცეს) შორის უკვე არსებული შენობა-ნაგებობა ან/და მიწასთან მყარად დაკავშირებული სხვა ობიექტი (მათ შორის, ღობე) მთლიანად ფარავს ასაშენებელი შენობა-ნაგებობის საზოგადოებრივი ტერიტორიის (სივრცის) მხარეს განთავსებულ ფასადს.
5. წინამდებარე დადგენილების მოქმედება ვრცელდება I კლასს დაქვემდებარებული ყველა სახის შენობა-ნაგებობაზე, მათ შორის, დროებით შენობა-ნაგებობაზე, გარდა I კლასს დაქვემდებარებული ღობისა. ამასთან, მნიშვნელობა არა აქვს I კლასს დაქვემდებარებული შენობა-ნაგებობა გამოიყენება სამყოფად, სადგომად, სათავსად თუ სხვა დანიშნულებით.
6. წინამდებარე დადგენილების პირველი პუნქტით გათვალისწინებული შენობის მშენებლობისას მიწის ნაკვეთის მესაკუთრე ან/და მოსარგებლე ვალდებულია განცხადებას dაურთოს „მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის №57 დადგენილების 66-ე მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტები.
7. წინამდებარე დადგენილების მოქმედება ვრცელდება I კლასს დაქვემდებარებული შენობა-ნაგებობის როგორც ახალ მშენებლობაზე (მათ შორის, მონტაჟზე), ისე I კლასს დაქვემდებარებული შენობა-ნაგებობის რეკონსტრუქციაზე და დროებით შენობისა და ნაგებობის განთავსებაზე (მონტაჟზე).
8. წინამდებარე დადგენილების მოქმედება არ ვრცელდება I კლასს დაქვემდებარებული ნებისმიერი სახის შენობა-ნაგებობის დემონტაჟზე.
9. წინამდებარე დადგენილებაში გამოყენებულ ტერმინებს აქვს იგივე მნიშვნელობა, რაც „მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის №57 დადგენილებაში გამოყენებულ ტერმინებს.
10. დადგენილება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.
საკრებულოს თავმჯდომარე ნ. თავართქილაძე
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები