ქუთაისის №44 საჯარო სკოლის ლიკვიდაციის და „ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების საჯარო სამართლის იურიდიულ პირებად დაფუძნებისა და საჯარო სკოლის წესდების დამტკიცების შესახებ" საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2005 წლის 15 სექტემბრის №448 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

  • Word

დოკუმენტის ნომერი 122/ნ
დოკუმენტის მიმღები საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი
მიღების თარიღი 21/12/2010
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 168, 24/12/2010
სარეგისტრაციო კოდი 040030000.22.022.016037
  • Word
122/ნ
21/12/2010
სსმ, 168, 24/12/2010
040030000.22.022.016037
ქუთაისის №44 საჯარო სკოლის ლიკვიდაციის და „ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების საჯარო სამართლის იურიდიულ პირებად დაფუძნებისა და საჯარო სკოლის წესდების დამტკიცების შესახებ" საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2005 წლის 15 სექტემბრის №448 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის

ბრძანება 122/

2010 წლის 21 დეკემბერი

ქ. თბილისი

ქუთაისის №44 საჯარო სკოლის ლიკვიდაციის და „ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების საჯარო სამართლის იურიდიულ პირებად დაფუძნებისა და საჯარო სკოლის წესდების დამტკიცების შესახებ” საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2005 წლის 15 სექტემბრის №448 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის, „ზოგადი განათლების შესახებ” საქართველოს კანონის 26-ე მუხლის პირველი პუნქტის ნ” ქვეპუნქტის, 34-ე მუხლის პირველი პუნქტის ბ” ქვეპუნქტისა და მე-3 პუნქტის, „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ” საქართველოს კანონის მე-17 მუხლის და „საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს მთავრობის 2004 წლის 21 მაისის 37 დადგენილებით დამტკიცებული საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დებულების” მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის „თქვეპუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ

1. განხორციელდეს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ქუთაისის №44 საჯარო სკოლის ლიკვიდაცია 2010 წლის 30 დეკემბრამდე.

2. „ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების საჯარო სამართლის იურიდიულ პირებად დაფუძნებისა და საჯარო სკოლის წესდების დამტკიცების შესახებ” საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2005 წლის 15 სექტემბრის №448 ბრძანების (სსმ III, 26.09.2005, 112, მუხლი 1233) №3 დანართიდან ამოღებულ იქნეს მე-13 გრაფა.

3. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ უზრუნველყოს ამ ბრძანების შესრულების მიზნით კანონმდებლობით დადგენილი ღონისძიებების გატარება.

4. ეს ბრძანება, გარდა მე-2 პუნქტისა, ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

5. ბრძანების მე-2 პუნქტი ამოქმედდეს 2010 წლის 30 დეკემბრიდან.

მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი ა. სეფერთელაძე