"საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ" საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 მარტის №248 ბრძანებაში ცვლილებების და დამატებების შეტანის თაობაზე

  • Word
"საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ" საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 მარტის №248 ბრძანებაში ცვლილებების და დამატებების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 942
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ფინანსთა მინისტრი
მიღების თარიღი 22/12/2010
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 167, 22/12/2010
ძალის დაკარგვის თარიღი 25/05/2011
სარეგისტრაციო კოდი 040030000.22.033.016090
  • Word
942
22/12/2010
სსმ, 167, 22/12/2010
040030000.22.033.016090
"საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ" საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 მარტის №248 ბრძანებაში ცვლილებების და დამატებების შეტანის თაობაზე
საქართველოს ფინანსთა მინისტრი

საქართველოს ფინანსთა მინისტრის

ბრძანება №942

2010 წლის 22 დეკემბერი

ქ. თბილისი

საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის  დებულების დამტკიცების შესახებ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 მარტის 248 ბრძანებაში ცვლილებების და დამატებების შეტანის თაობაზე

ნორმატიული აქტების შესახებ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

    მუხლი 1

საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 მარტის 248 ბრძანებით (სსმ III, 31.03.10, 33, მუხლი 543) დამტკიცებულ დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატებები:

1. მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„კ) ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით ამტკიცებს სამსახურის ცენტრალური აპარატის სტრუქტურული ერთეულების, ტერიტორიული ორგანოების და სპეციალიზებული სტრუქტურული ერთეულების დებულებებს, განსაზღვრავს ტერიტორიული ორგანოების სამოქმედო ტერიტორიას;.

2. მე-5 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის ა.ე ქვეპუნქტი:

ა.ე) შესყიდვების სამმართველო..

3. მე-8 მუხლის პირველი პუნქტის ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს.

4. მე-8 მუხლს  დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-5 პუნქტი:

5. შესყიდვების სამმართველოს ძირითადი ფუნქციებია:

) სახელმწიფო შესყიდვების დაგეგმვა, წლიური შესყიდვების გეგმის შედგენა და კორექტირებ;

აჯარო სამართლის იურიდიულ პირ – სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოში წლიური ან/და კორექტირებული შესყიდვების გეგმის წარდგენ;

) მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, სახელმწიფო შესყიდვების პროცედურების განხორციელება, მათ შორის, მოსამზადებელი სამუშაოების ჩატარება, სავარაუდო ფასების განსაზღვრა, შესყიდვის საშუალების შერჩევდა შესაბამისი დოკუმენტაციის შედგენ;

) კომპეტენციის ფარგლებში, სატენდერო პროცედურების წარმართვა, სატენდერო დოკუმენტაციისა და წინადადებების, აგრეთვე სხვა დოკუმენტაციის მიღება-გაცემა და აღრიცხვა; 

) სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებული ხელშეკრულებისა და, საჭიროების შემთხვევაში, მათში განსახორციელებელი ცვლილებების პროექტების მომზადება;

) სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ოპერატიული და სახელმწიფო შესყიდვების შესრულების მიმდინარეობის თაობაზე ანგარიშების აჯარო სამართლის იურიდიულ პირ – სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოსათვის წარდგენა;

) კომპეტენციის ფარგლებში,  გადასახადის გადამხდელის, მისი წარმომადგენლისა და სხვა  დაინტერესებული პირის კორესპონდენციის განხილვა; 

) სამსახურის ხელმძღვანელობის ცალკეული დავალებებისა და მითითებების შესრულება..

5. 142 მუხლის:

ა) პირველი პუნქტის ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„თ) საინფორმაციო-საკომუნიკაციო სისტემებთან დაკავშირებული შესყიდვების შესახებ ინფორმაციის დამუშავება და მისი შედეგების ადმინისტრაციული დეპარტამენტისათვის  გადაცემა;“;

ბ) მე-4 პუნქტის ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ი) კომპიუტერული და სხვა დამხმარე ტექნიკის და სათადარიგო ნაწილების შესყიდვა/განახლებაზე მოთხოვნების ანალიზი და მისი შედეგების ადმინისტრაციული დეპარტამენტისათვის გადაცემა;.

    მუხლი 2

ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

. ბაინდურაშვილი