ლ. ძნელაძისათვის უფლებამოსილების მინიჭების შესახებ

  • Word
ლ. ძნელაძისათვის უფლებამოსილების მინიჭების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 94
დოკუმენტის მიმღები საქართველოს პრეზიდენტი.
მიღების თარიღი 14/03/2001
დოკუმენტის ტიპი საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 24, 16/03/2001
სარეგისტრაციო კოდი 010.340.000.05.002.001.
  • Word
94
14/03/2001
სსმ, 24, 16/03/2001
010.340.000.05.002.001.
ლ. ძნელაძისათვის უფლებამოსილების მინიჭების შესახებ
საქართველოს პრეზიდენტი.

საქართველოს პრეზიდენტის

ბრძანებულება №94

2001 წლის 14 მარტი

ქ. თბილისი

ლ. ძნელაძისათვის უფლებამოსილების მინიჭების თაობაზე

მიენიჭოს საქართველოს სახელმწიფო მინისტრის მოადგილეს ლევან ძნელაძეს უფლებამოსილება, რათა ხელი მოაწეროს დსთ-ის ეკონომიკური საბჭოს სხდომის დროს შემდეგ ხელშეკრულებებს:

1. „ბუნებრივი აირის ავტოსატრანსპორტო საშუალებების ძრავის საწვავად გამოყენების შესახებ სახელმწიფოთაშორისო პოგრამა“;

2. „დსთ-ის წევრი ქვეყნების ერთიანი სამეცნიერო-ტექნოლოგიური სივრცის შექმნის შესახებ შეთანხმებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ ოქმი“;

3. „2003 წლამდე დსთ-ის წევრ სახელმწიფოთა ორგანიზაციების მიერ ბუნებრივი და ტექნიკური ხასიათის საგანგებო სიტუაციათა სფეროში ერთობლივი სამეცნიერო კვლევების სახელმწიფოთაშორისო პროგრამა“;

4. „სახელმწიფოთაშორისო საბჭოს – „რადიოინავიგაცია“ – დებულების ახალი რედაქცია“;

5. „2001-2005 წლებისათვის დსთ-ის წევრი ქვეყნების სახელმწიფოთაშორისი რადიონავიგაციული პროგრამა“;

6. „სპეციალური კავშირის გზავნილებათა სახელმწიფოთაშორისო გაცვლის შესახებ შეთანხმენასა და ამ შეთანხმებით დამტკიცებული სპეციალური კავშირის გზავნილებათა სახელმწიფოთა შორისო გაცვლის შესახებ დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ ოქმი“;

7. „მცენარეთა ჯიშების სამართლებრივი დაცვის შესახებ შეთანხმება“;

8. „დსთ-ის სახელმწიფოთაშორისო ჰიდრომეტეოროლოგიური ქსელის შესახებ შეთანხმება“;

9. „მეტეოროლოგიურ და სხვა გეოფიზიკურ პროცესებზე აქტიური ზემოქმედების სფეროში თანამშრომლობის შესახებ შეთანხმება“.

ე. შევარდნაძე