"გადამხდელთა პირადი აღრიცხვის ბარათების წარმოების წესის შესახებ" ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე” საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2005 წლის 7 აპრილის N228 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

  • Word
"გადამხდელთა პირადი აღრიცხვის ბარათების წარმოების წესის შესახებ" ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე” საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2005 წლის 7 აპრილის N228 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 945
დოკუმენტის მიმღები საქართველოს ფინანსთა მინისტრი
მიღების თარიღი 22/12/2010
დოკუმენტის ტიპი საქართველოს მინისტრის ბრძანება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 167, 22/12/2010
სარეგისტრაციო კოდი 200250000.22.033.016088
  • Word
945
22/12/2010
სსმ, 167, 22/12/2010
200250000.22.033.016088
"გადამხდელთა პირადი აღრიცხვის ბარათების წარმოების წესის შესახებ" ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე” საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2005 წლის 7 აპრილის N228 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
საქართველოს ფინანსთა მინისტრი

საქართველოს ფინანსთა მინისტრის

ბრძანება №945

2010 წლის 22 დეკემბერი

ქ. თბილისი

გადამხდელთა პირადი აღრიცხვის ბარათების წარმოების წესის შესახებ” ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე” საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2005 წლის 7 აპრილის 228 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:

    მუხლი 1

გადამხდელთა პირადი აღრიცხვის ბარათების წარმოების წესის შესახებ” ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე” საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2005 წლის 7 აპრილის 228 ბრძანებით (სსმ III, 11.04.2005, 42, მუხ. 450) დამტკიცებულ ინსტრუქციაში შეტანილ იქნეს ცვლილებები და 142 მუხლის:

ა) 27-ე პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

27. საბაჟო გადასახდელის ან/და საბაჟო სან­ქციების თანხების დარიცხვის შესახებ შეტყობინების და ზედმეტად გადახდილი საბაჟო გადასახდელების ან/და საბაჟო სანქციის თანხის დაბრუნების ან/და ჩათვლის თაობაზე ვალდებული პირის მიერ „გადამხდელის მოთხოვნის (დანართი 28) წარდგენის ხან­დაზმულობის ვადაა 6 წელი. ეს ვადა აითვლება შესაბამისი ვალდებულების წარმოშობის კალენდარული წლის დას­რულებიდან.”.

ბ) 30-ე პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

30. ვალდებული პირის მიერ საბაჟო გადასახდელების ან/და საბაჟო სანქციის თანხის დასარიცხად საჭირო ინფორმაციის წარმოუდგენლობის შემთხვევაში საქართველოს საბაჟო კოდექსის 203-ე მუხლის შესაბამისად, საბაჟო ორგანოები უფლებამოსილები არიან გააკეთონ დარიცხვა მათ ხელთ არსებული ინფორმაციის საფუძველზე და გაუგზავნოს მას შესაბამისი შეტყობინება, საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ დამტკიცებული ფორმის შესაბამისად.”.

    მუხლი 2

ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

კ. ბაინდურაშვილი