ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის მუნიციპალური ქონების მართვის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ

  • Word
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის მუნიციპალური ქონების მართვის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ნომერი 15
დოკუმენტის მიმღები ოზურგეთის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 04/08/2010
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 13, 18/08/2010
ძალის დაკარგვის თარიღი 05/09/2014
სარეგისტრაციო კოდი 010260020.35.113.000318
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
  • Word
15
04/08/2010
სსმ, 13, 18/08/2010
010260020.35.113.000318
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის მუნიციპალური ქონების მართვის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ
ოზურგეთის მუნიციპალიტეტი
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (18/08/2010 - 06/10/2010)

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 010.260.020.35.113.000.318

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №15

2010 წლის 4 აგვისტო

ქ. ოზურგეთი

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის მუნიციპალური ქონების მართვის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ

„ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის „თ“ ქვეპუნქტისა და 43-ე მუხლის მე-2 პუნქტის, აგრეთვე „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, საკრებულომ დაადგინა:

1. დამტკიცდეს ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის მუნიციპალური ქონების მართვის სამსახურის დებულება (დებულება თან ერთვის).

2. ძალადაკარგულად გამოცხადდეს ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2008 წლის 9 ივლისის №35 დადგენილება „ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის მუნიციპალური ქონების მართვის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“.

3. ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საკრებულოს თავმჯდომარე ა.მამეშვილი

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის მუნიციპალური ქონების მართვის სამსახურის დებულება

ეს დებულება განსაზღვრავს ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის (შემდგომში – გამგეობა) მუნიციპალური  ქონების მართვის სამსახურის (შემდგომში – სამსახური) სტატუსს, ფუნქციებს, სისტემას და სამსახურის საქმიანობასთან დაკავშირებულ სხვა საკითხებს.

    მუხლი 1. ზოგადი დებულებანი

1. ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის მუნიციპალური ქონების მართვის სამსახური არის გამგეობის სტრუქტურული ერთეული.

2. სამსახური შექმნილია „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის საფუძველზე.

3. სამსახურს აქვს ბეჭედი საკუთარი დასახელების აღნიშვნით.

4. სამსახური იყენებს გამგეობის ბლანკს საკუთარი სახელწოდების დამატების აღნიშვნით.

5. სამსახურის საქმიანობის სამართლებრივი საფუძვლებია: საქართველოს კონსტიტუცია, „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონი, „ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონების შესახებ“ საქართველოს კანონი, „ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონი, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოსა და გამგებლის შესაბამისი სამართლებრივი აქტები და ეს დებულება.

6. სამსახურის იურიდიული მისამართია: ქ. ოზურგეთი, კოსტავას ქ №1.

    მუხლი 2. სამსახურის ამოცანები და ფუნქციები

1. სამსახურის ამოცანებს განეკუთვნება:

ა) ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ქონებისა და მიწის მართვა, განკარგვა და ინვესტიციების მოზიდვა;

ბ) ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ქონებისა და მიწის მართვის, განკარგვის სფეროში გამგეობის  საქმიანობის საჯაროობის უზრუნველყოფა.

2. მოქმედი კანონმდებლობისა და თავისი კომპეტენციის ფარგლებში სამსახურის ძირითად ფუნქციებს წარმოადგენს:

ა) ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში უძრავი ქონებისა და მიწის აღსარიცხავად მასალების საჯარო რეესტრში სარეგისტრაციოდ წარდგენა;

ბ) წინადადებების შემუშავება სახელმწიფო საკუთრებაში არსებული  მიწისა და ქონების ოზურგეთის მუნიციპალიტეტისათვის გადაცემის შესახებ;

გ) წინადადებების შემუშავება ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული მიწის მართვისა და განკარგვის სტრატეგიულ გეგმასთან დაკავშირებით;

დ) წინადადებების შემუშავება ქონების ოპტიმალურად განკარგვის შესახებ;

ე) ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ ან მისი მონაწილეობით დაფუძნებული კერძო სამართლის  იურიდიულ პირებთან უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ქმედებების განხორციელება;

ვ) ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების ფიზიკურ თუ იურიდიულ პირებზე საკუთრებაში თუ სარგებლობაში გადაცემისას ხელშეკრულების მხარეების მიერ ხელშეკრულების პირობების შესრულებაზე მონიტორინგის განხორციელება;

ზ) მიწათსარგებლობისას წარმოქმნილი პრობლემების შესწავლა, მათ შორის არსებულ სადავო საკითხების გაანალიზება და პრობლემათა აღმოსაფხვრელად ღონისძიებების დასახვა;

თ) მიწის რესურსების მდგომარეობის შესახებ მონაცემთა ერთიანი ბანკის შექმნა;

ი) მუნიციპალიტეტისათვის გადმოცემული ქონების ინვენტარიზაციისა და საჭიროების შემთხვევაში საკრებულოსათვის ცალკეული ქონების პრივატიზების შესახებ პროექტების წარდგენა;

კ) მის კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებზე სამართლებრივი აქტების პროექტების მომზადება;

ლ) ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მოსახლეობის ინფორმირება სამსახურის საქმიანობის ძირითადი მიმართულებებისა და სამომავლო გეგმების თაობაზე;

მ) საერთაშორისო პრაქტიკაში აპრობირებული, ეფექტიანი, სამართლებრივი, ეკონომიკური და ორგანიზაციული მექანიზმების შესახებ წინადადებების შემუშავება მის კომპეტენციაში შემავალი სფეროების განვითარებისა და სრულყოფისათვის;

ნ) ფიზიკური და იურიდიული პირების განცხადებების მიღება და კანონით დადგენილ ვადებში განხილვა;

ო) ურთიერთთანამშრომლობა როგორც საქართველოს, ისე საზღვარგარეთის შესაბამის სტრუქტურებთან;

პ) გამგებლის ბრძანებების და დავალებების, აგრეთვე გამგებლის მოადგილეების დავალებების შესრულება;

ჟ) მოქმედი კანონმდებლობითა და საკრებულოს სამართლებრივი აქტით გათვალისწინებული სხვა ფუქციების განხორციელება.

    მუხლი 3. სამსახურის სტრუქტურა

1. სამსახურის უფროსი

ა) მთ. სპეციალისტი ქონების მართვის საკითხებში;

ბ) მთ. სპეციალისტი მიწის მართვის საკითხებში. 

    მუხლი 4. სამსახურის მართვა

1. სამსახურს ხელმძღვანელობს სამსახურის უფროსი, რომელსაც „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგებელი.

2. სამსახურის სტრუქტურასა და საშტატო ნუსხას, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, ამტკიცებს მუნიციპალიტეტის საკრებულო

3. სამსახურის თანამშრომლებს თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მუნიციპალიტეტის გამგებელი

4. სამსახურის უფროსი:

ა) ხელმძღვანელობს და პასუხისმგებელია სამსახურის საქმიანობაზე;

ბ) უზრუნველყოფს თანამშრომელთა საქმიანობაზე სამსახურებრივი ზედამხედველობის განხორციელებას;

გ) შეიმუშავებს და გამგებელს განსახილველად წარუდგენს წინადადებებს სამსახურის თანამშრომელთა შორის ფუნქციათა განაწილების შესახებ;

დ) ანაწილებს სამსახურში შემოსულ საკითხებს თანამშრომელთა შორის;

ე) შეიმუშავებს და გამგებელს განსახილველად წარუდგენს წინადადებებს თანამშრომელთა წახალისებისა და დისციპლინარული პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ;

ვ) იხილავს მის დაქვემდებარებაში მყოფ საჯარო მოსამსახურეთა სამსახურებრივი საქმიანობიდან გამომდინარე შეტანილ საჩივრებს და გამგებელს წარუდგენს შესაბამის დასკვნას რეაგირებისთვის;

ზ) უზრუნველყოფს სამსახურის კომპეტენციაში შემავალ საკითხებზე წინადადებების, დასკვნებისა და რეკომენდაციების მომზადებას და გამგებლისათვის წარდგენას;

თ) ხელწერით ადასტურებს სამსახურიდან დოკუმენტების და სხვა მასალის გასვლას;

ი) გამგებელს წარუდგენს სამსახურის მიერ გაწეული საქმიანობის ანგარიშს;

კ) თავის კომპეტენციაში შემავალ საკითხებზე კონსულტაციებს უწევს გამგებელს, გამგებლის პირველ მოადგილეს, მოადგილეს, გამგეობის სტრუქტურული ერთეულებისა და ტერიტორიული ორგანოს ხელმძღვანელებს;

ლ) თანამშრომლობს სხვა სახელმწიფო ორგანოებთან და საზოგადოებრივ ორგანიზაციებთან;

მ) ხელმძღვანელობს და წარმოადგენს სამსახურს მესამე პირებთან სამართლებრივ ურთიერთობებში;

ნ) მონაწილეობს გამგეობის საქმიანობიდან გამომდინარე შექმნილ კომისიებში;

ო) ესწრება გამგეობის თათბირებს;

პ) უზრუნველყოფს სამსახურის მატერიალურ-ტექნიკური ბაზის სრულყოფას;

ჟ) დადგენილი წესით მართავს სამსახურისთვის გადაცემულ ქონებას;

რ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში ასრულებს გამგებლის, გამგებლის მოადგილეების ცალკეულ დავალებებს;

ს) სამსახურის საქმიანობიდან გამომდინარე ახორციელებს სხვა უფლებამოსილებებს.

5. სამსახურის უფროსი სამსახურის საქმიანობისათვის ანგარიშვალდებულია გამგებლის წინაშე.

6. სამსახურის უფროსის თანამდებობაზე დანიშვნის, მისი უფლებამოსილების შეწყვეტის, თანამდებობიდან გათავისუფლების, აგრეთვე სამსახურებრივი ურთიერთობების შეჩერების საფუძვლები და წესი განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით.

7. სამსახურის უფროსის არყოფნისას, მის მიერ უფლებამოსილების განხორციელების შეუძლებლობის შემთხვევაში ან თანამდებობიდან მისი გათავისუფლებისას სამსახურის უფროსის მოვალეობის შესრულება გამგებლის ბრძანების საფუძველზე ეკისრება სამსახურში შემავალ ერთ-ერთ მთ. სპეციალისტს.

8. სამსახურის მთ. სპეციალისტებს „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით   დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს გამგებელი

    მუხლი 5. სამსახურის თანამშრომლები

სამსახურის თანამშრომლები არიან ადგილობრივი თვითმმართველობის საჯარო მოსამსახურეები.

    მუხლი 6. სამსახურის თანამშრომელთა თანამდებობაზე დანიშვნის წესი

სამსახურის თანამშრომლებს თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მუნიციპალიტეტის გამგებელი, „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად

    მუხლი 7. სამსახურის თანამშრომელთა თანამდებობრივი სარგოსა და თანამდებობათა დასახელებების დამტკიცება

სამსახურის თანამშრომელთა თანამდებობრივი სარგოს განაკვეთებს, თანამდებობათა დასახელებას მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად  ამტკიცებს საკრებულო.

    მუხლი 8. სამსახურის თანამშრომელთა უფლებები

1. სამსახურის თანამშრომლებს უფლება აქვთ:

ა)  წარუდგინონ უშუალო ხელმძღვანელს წინადადებები მათი სტრუქტურული ერთეულის საქმიანობის სრულყოფის თაობაზე;

ბ) მიიღონ მათი მუშაობისთვის აუცილებელი კონსულტაციები;

გ) ისარგებლონ მათი მუშაობისთვის საჭირო სამართლებრივი აქტებით, საინფორმაციო და სხვა მასალებით;

დ) დააყენონ უშუალო ხელმძღვანელის წინაშე საკითხი მოსამსახურეთა ფუნქციონალური მოვალეობების შესრულებისათვის საჭირო პირობების უზრუნველყოფის შესახებ;

ე) დადგენილი წესით ისარგებლონ ორგანიზაციული, საინფორმაციო-საკომუნიკაციო ტექნიკით, სხვა შესაბამისი ტექნიკური საშუალებებით;

ვ) ისარგებლონ „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული საჯარო მოსამსახურის სხვა უფლებებითა და გარანტიებით.

    მუხლი 9. სამსახურის თანამშრომელთა მოვალეობები

1. სამსახურის თანამშრომლები ვალდებულნი არიან:

ა) ზუსტად შეასრულონ და დაიცვან „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით, საქართველოს კანონმდებლობით, ამ დებულებით განსაზღვრული ფუნქციონალური მოვალეობანი;

ბ) დროულად და სრულყოფილად შეასრულონ უშუალო და ზემდგომი ხელმძღვანელების დავალებები;

გ) შესაბამისი საფუძვლის არსებობისას დაიცვან საიდუმლოების რეჟიმი;

დ) იმუშაონ თავისი პროფესიონალური მომზადების დონის ასამაღლებლად;

ე) განუხრელად შეასრულონ დადგენილი შრომის შინაგანაწესის მოთხოვნები;

ვ) გაუფრთხილდნენ მათ სარგებლობაში არსებულ საინფორმაციო-საკომუნიკაციო ტექნიკას, ინვენტარსა და სხვა სახაზინო ქონებას.                                                  

    მუხლი 10. სამსახურის რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია

სამსახურის რეორგანიზაცია, ლიკვიდაცია ხორციელდება კანონმდებლობით დადგენილი წესით.

    მუხლი 11. სხვა დებულებები

1. ამ დებულების გაუქმება, მასში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ხდება საკრებულოს დადგენილებით, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.

2. იმ საკითხების დარეგულირებისას, რომელიც არ არის მოწესრიგებული ამ დებულებით, გამოიყენება მოქმედი კანონმდებლობითა და სათანადო სამართლებრივი აქტებით გათვალისწინებული ნორმები.