დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სწრაფი რეაგირების ძალების სპეციალური მომზადების ცენტრ ,,ბოლნისის" ფუნქციონირების აღდგენის ღონისძიებათა შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 85 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პრეზიდენტი. |
| მიღების თარიღი | 07/03/2001 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 22, 13/03/2001 |
| სარეგისტრაციო კოდი | 120.340.000.05.002.001. |
საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება № 85
2001 წლის 7 მარტი
ქ. თბილისი
საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სწრაფი რეაგირების ძალების სპეციალური მომზადების ცენტრ „ბოლნისის“ ფუნქციონირების აღდგენის ღონისძიებათა შესახებ
საქართველოს შეიარაღებული ძალების ბრძოლისუნარიანობის ამაღლებისა და საქართველოს მიერ ნაკისრ საერთაშორისო ვალდებულებათა მოთხოვნებიდან გამომდინარე:
1. საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ (დ. თევზაძე) დაინტერესებულ უწყებებთან ერთად განახორციელოს სათანადო ღონისძიებები სპეციალური მომზადების ცენტრ „ბოლნისის“ ფუნქციონირების აღსადგენად.
2. საქართველოს პრეზიდენტის 1997 წლის 30 იანვრის №78 ბრძანებულებით დამტკიცებულ „საქართველოს სამინისტროების, უწყებებისა და ადგილობრივი მმართველობის ორგანოების საქართველოს სამხედრო ნაწილებსა და შენაერთებზე შეფობის ნუსხაში“ შეტანილ იქნეს დამატება:
„21. ბოლნისის რაიონი
№15777
სპეციალური მომზადების
ცენტრი „ბოლნისი“
ბოლნისის რაიონის გამგეობა“.
3. ბოლნისის რაიონის გამგეობამ (ზ. ჯაფარიძე) საქართველოს თავდაცვის სამინისტროს აღმოუჩინოს ყველა შესაძლო დახმარება სპეციალური მომზადების ცენტრ „ბოლნისის“ ფუნქციონირების აღდგენაში.
ე. შევარდნაძე
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები