დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
| რიგი საწარმოების ვადაგადაცილებულ საგადასახადო დავალიანებათა რესტრუქტურიზაციის რეჟიმის ვადამდე შეწყვეტის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 83 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პრეზიდენტი. |
| მიღების თარიღი | 06/03/2001 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 23, 14/03/2001 |
| სარეგისტრაციო კოდი | 200.230.100.05.002.001. |
| კონსოლიდირებული პუბლიკაციები | |
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში
პირველადი სახე (14/03/2001 - 26/04/2001)
საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №83
2001 წლის 6 მარტი
ქ. თბილისი
რიგი საწარმოების ვადაგადაცილებული საგადასახადო დავალიანებათა რესტრუქტურიზაციის რეჟიმის ვადამდე შეწყვეტის შესახებ
„საგადასახადო დავალიანებათა რესტრუქტურიზაციის შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად:
1. შეუწყდეთ რესტრუქტურიზაციის რეჟიმში მუშაობა სააქციო საზოგადოებებს „კოლხურ აბრეშუმს“ (ქუთაისი), „ქიმბოჭკოს“ (რუსთავი), „იმერეთს“ (სამტრედია), „ურავს“ (ამბროლაური), „ოზურგეთის პურპროდუქტების კომბინატს“ (ოზურგეთი), „ანდეზიტს“ (ბორჯომი), „ზესტაფონის ფეროშენადნობთა ქარხანას” (ზესტაფონი), „კამვოლნართს“ (თბილისი), „ელქტროშედუღებას“ (თბილისი), „მეტეხს“ (კასპი), შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებებს „არღუნს“ (დუშეთი), „მთის ბროლს“ (თბილისი), თბილისის ოპერისა და ბალეტის სამხატვრო-საწარმო სახელოსნოს (თბილისი), საპროექტო ტექნიკურ ინსტიტუტ „მეტსს“ (თბილისი), სახაზინო საწარმოებს „ორიონსა“ (თბილისი) და „წინანდალს“ (თელავი).
2. საქართველოს საგადასახადო შემოსავლების სამინისტრომ (მ. მაჭავარიანი) რესტრუქტურიზებული დავალიანების გადაუხდელ ნაწილზე რესტრუქტურიზაციის დაწყების თარიღიდან ამ საწარმოთა მიმართ გამოიყენოს საგადასახადო კანონმდებლობით გათვალისწინებული ფინანსური სანქციები.
ე. შევარდნაძე
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები