დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „გარდაბნის მუნიციპალიტეტის 2010 წლის 19 ივლისის №32 დადგენილებაში და გარდაბნის მუნიციპალიტეტის ქონების აუქციონის ფორმით პრივატიზებისას აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი ოქმის ფორმის დადგენისა და საკუთრების დამადასტურებელი მოწმობის დამტკიცების შესახებ დანართში ცვლილებების შეტანის შესახებ“ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 48 |
| დოკუმენტის მიმღები | გარდაბნის მუნიციპალიტეტი |
| მიღების თარიღი | 13/08/2010 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 16, 25/08/2010 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 04/10/2010 |
| სარეგისტრაციო კოდი | 040110030.35.161.000454 |
ახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 040.110.030.35.161.000.454
გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №48
2010 წლის 13 აგვისტო
ქ. გარდაბანი
გარდაბნის მუნიციპალიტეტის 2010 წლის 19 ივლისის №32 დადგენილებაში და გარდაბნის მუნიციპალიტეტის ქონების აუქციონის ფორმით პრივატიზებისას აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი ოქმის ტიპური ფორმის დადგენისა და საკუთრების დამადასტურებელი მოწმობის დამტკიცების შესახებ დანართში ცვლილებების შეტანის შესახებ
„ადგილობრიი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის; „საქართველოს სამოქალაქო კოდექსის“ 28-ე მუხლისა და „ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის“ 63-ე მუხლის შესაბამისად გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულომ დაადგინა:
მუხლი 1
შევიდეს ცვლილება გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის №32 დადგენილების პრეამბულაში და „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის „პ“ ქვეპუნქტის ნაცვლად მითითებულ იქნეს იმავე მუხლის „ღ“ ქვეპუნქტი.
მუხლი 2
შევიდეს ცვლილება გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის #32 დადგენილებით დამტკიცებულ „გარდაბნის მუნიციპალიტეტის ქონების აუქციონის ფორმით პრივატიზებისას აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი ოქმის ტიპიურ ფორმებში“ და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით, დანართი №1 და დანართი №2 -ის შესაბამისად.
მუხლი 3
დადგენილება შეიძლება გასაჩივრდეს გარდაბნის რაიონულ სასამართლოში (ქ. გარდაბანი, აღმაშენებლის №14) საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის მე-3 ნაწილით დადგენილი წესით.
საკრებულოს თავმჯდომარე გ. ფეიქრიშვილი
დანართი №1
გარდაბნის მუნიციპალიტეტის ქონების პრივატიზებისას აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი
ოქმი №
ქ. გარდაბანი
“————“ „———————————“
1. წინამდებარე ოქმი (ხელშეკრულება) გაიცა ———————————————–––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
აუქციონში გამარჯვებული (მყიდველის) ფიზიკური პირის სახელი, გვარი/იურიდიული პირის სამართლებრივ-ორგანიზაციული ფორმა, სახელწოდება და წარმომადგენლის სახელი გვარი უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტი, მისამართი და მაიდენტიფიცირებელი დოკუმენტების მონაცემები:
2. მასზე, რომ „სახელმწიფო ქონების და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონების პრივატიზებისა და სარგებლობის უფლებით გადაცემის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნების შესაბამისად გარდაბნის მუნიციპალიტეტის ქონების
—————————————————————————————————————————————————————————————————————————————-———————————————————————————————————————————————————————
ქონების დასახელება, მისამართი (მონაცემები საჯარო ან/და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან)
ქონების საწყისი ფასი
—————————————— (——————————————————) ლარი
ციფრებით სიტყვიერად
3. შემდგომში პრივატიზების მიზნით გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სააუქციონო კომისიის მიერ 201—წლის „————“ „——————————“
მოწყობილ აუქციონზე მის მიერ შემოთავაზებული ფასის
————————————— (——————————————) ლარი
ციფრებით სიტყვიერად
საფუძველზე ის გამოვლინდა გამარჯვებულად (შემდგომში – მყიდველი) და მას “სახელმწიფო ქონების და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონების პრივატიზებისა და სარგებლობის უფლებით გადაცემის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად ვალდებულებების შესრულების პირობით, საკუთრებაში გადეცა გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული
———————————————————————————————————————————————————————————————————————————————————————————————————————————————————————————-————————————————————————————————————————————————————————————————————————————————
(ქონების დასახელება, მისამართი, მონაცემები საჯარო რეესტრის ან/და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრის ამონაწერიდან, მათ შორის, ინფორმაცია უძრავი ქონების დატვირთვის თაობაზე) ——————— შემდგომში ქონება.
4. მყიდველი ვალდებულია:
აუქციონზე შეძენილი ქონების ფასი (საბოლოო თანხა) გადაიხადოს აუქციონის ჩატარებიდან 30 კალენდარული დღის ვადაში შემდეგ საბანკო ანგარიშზე №
—————————————————————————————————————————————————————————————————————————————————————————————————————————————————————————————————————
5. მყიდველს გადახდილი ბე ეთვლება ანგარიშსწორებისას.
6. მყიდველს უფლება არა აქვს საკუთრების დადასტურებამდე განკარგოს, დააგირაოს, იპოთეკით დატვირთოს ან/და სხვაგვარად დატვირთოს გადაცემული ქონება.
7. თუ მყიდველი დადგენილ ვადებში არ გადაიხდის ქონების საბოლოო თანხას, აუქციონის შედეგები უქმდება და მყიდველს არ გადაეცემა საკუთრების უფლება ქონებაზე და შეტანილი ბე არ დაუბრუნდება.
8. გამყიდველის მიერ საბოლოო თანხის დადგენილ ვადაში სრულად გადახდის შემდეგ მასზე გაიცემა საკუთრების დამადასტურებელი მოწმობა.
9. სახელმწიფო ქონების პრივატიზებისას მყიდველზე საკუთრების უფლება გადადის თანხის მთლიანად გადახდის, საკუთრების დამადასტურებელი მოწმობის გადაცემის და საჯარო რეესტრში ან შესაბამის მარეგისტრირებელ ორგანოში რეგისტრაციის შემდეგ.
10. ოქმიდან (ხელშეკრულებიდან) წარმოშობილი სადავო საკითხები განიხილება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.
11. ოქმი (ხელშეკრულება) შედგენილია ქართულ ენაზე 3(სამი) თანაბარი ძალის მქონე ეგზემპლარად. ერთი რჩება გამყიდველს, ხოლო ორი გადაეცემა მყიდველს.
12. მყიდველი ადასტურებს, რომ გაეცნო და ეთანხმება ოქმის (ხელშეკრულების) შინაარსს, და სრული ნებაყოფლობის საფუძველზე, ხელს აწერს წინამდებარე ოქმს (ხელშეკრულებას).
13. ოქმს (ხელშეკრულებას), რომელიც გამყიდველთან რჩება, თან ერთვის:
ა) ამონაწერი საჯარო ან/და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან;
ბ) იმ შემთხვევაში, თუ მყიდველი იურიდიული პირია, მყიდველის ამონაწერი არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან, წესდება და წესდებით გათვალისწინებულ შემთხვევაში – უფლებამოსილი ორგანოს გადაწყვეტილება;
გ) იმ შემთხვევაში, თუ მყიდველი მოქმედებს წარმომადგენელის მეშვეობით – წარმომადგენლის უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტი.
კომისიის თავმჯდომარე /———————————————/ /————————
ხელმოწერა სახელი, გვარი
აუქციონში გამარჯვებული პირი (მყიდველი) /—————————— /——————
ხელმოწერა სახელი, გვარი
————————————————————————————————— ბეჭდის ადგილი
დანართი №2
გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ქონების პრივატიზებისას პირობებით გამოცხადებულ აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი
ოქმი №
ქ. გარდაბანი
“————“ „———————————“
1. წინამდებარე ოქმი (ხელშეკრულება) გაიცა ——————————–––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
აუქციონში გამარჯვებული (მყიდველის) ფიზიკური პირის სახელი, გვარი/იურიდიული პირის სამართლებრივ-ორგანიზაციული ფორმა, სახელწოდება და წარმომადგენლის სახელი გვარი, უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტი, მისამართი და მაიდენტიფიცირებელი დოკუმენტების მონაცემები:
2. მასზე, რომ „სახელმწიფო ქონების და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონების პრივატიზებისა და სარგებლობის უფლებით გადაცემის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნების შესაბამისად, გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ქონების
——————————————————————————————————————————————-——————————————————————————————————————————————————————————————————————————————————————
ქონების დასახელება, მისამართი (მონაცემები საჯარო ან/და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან)
ქონების საწყისი ფასი ——————————— (———————————————)
ციფრებით სიტყვიერად
3. შემდგომში პრივატიზების მიზნით გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სააუქციონო კომისიის მიერ 201—წლის „————“ „——————————“
მოწყობილ აუქციონზე მის მიერ შემოთავაზებული ფასის
————————————— (———————————————) ლარი
ციფრებით სიტყვიერად
საფუძველზე ის გამოვლინდა გამარჯვებულად (შემდგომში – მყიდველი) და მას “სახელმწიფო ქონების და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონების პრივატიზებისა და სარგებლობის უფლებით გადაცემის შესახებ“ საქართველოს ვალდებულებების შესრულების პირობით, საკუთრებაში გადეცა გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საკუთრებაში არსებული
——————————————————————————————————————————————————————————————————————————————————————————————————————————————————————————————————————————————————————————————————————————————————
(ქონების დასახელება, მისამართი, მონაცემები საჯარო რეესტრის ან/და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრის ამონაწერიდან მათ შორის ინფორმაცია უძრავი ქონების დატვირთვის თაობაზე) ——————— შემდგომში ქონება.
4. მყიდველი ვალდებულია:
აუქციონზე შეძენილი ქონების ფასი (საბოლოო თანხა) გადაიხადოს აუქციონის ჩატარებიდან 30 კალენდარული დღის ვადაში შემდეგ საბანკო ანგარიშზე №
—————————————————————————————————————————————————————————————————————————————————————————————————————————————————————————————————————
5. მყიდველს გადახდილი ბე ეთვლება ანგარიშწორებისას.
6. მყიდველი ვალდებულია დაიცვას, დათქმულ ვადაში და ჯეროვნად შეასრულოს შემდეგი პირობები:
ა) ——————————————————————————————————————
ბ) ——————————————————————————————————————
გ) ——————————————————————————————————————
დ) ——————————————————————————————————————
7. მყიდველის გადაცემულ ქონებაზე საკუთრების უფლების დადასტურებამდე, გამყიდველთან შეთანხმების გარეშე, არა აქვს უფლება განკარგოს, გასცეს სარგებლობის უფლებით ან სხვაგვარად დატვირთოს იგი. ამასთან, იგი პასუხისმგებელია მიღებული ქონების მოვლა-პატრონობაზე და დაცვაზე.
8. გამყიდველის მიერ მყიდველზე საკუთრების უფლების დადასტურების შემდეგ, ოქმის (ხელშეკრულების) მოქმედების პერიოდში, მყიდველის მიერ გაცემული ქონების გასხვისების შემთხვევაში, მყიდველი ვალდებულია ქონება ახალ მესაკუთრეზე გაასხვისოს იმავე პირობებით, რაც გათვალისწინებული იყო ოქმით (ხელშეკრულებით). ქონების გასხვისების შესახებ წერილობით უნდა ეცნობოს გამყიდველს.
9. ოქმით (ხელშეკრულებით) ნაკისრი ვალდებულებები შესრულებულად ითვლება გამყიდველის მიერ მათი დადასტურების მომენტიდან.
10. ოქმით (ხელშეკრულებით) ნაკისრი ვალდებულებები შეუსრულებობის შემთხვევაში მყიდველი იღებს წერილობით გაფრთხილებას, რომელშიც მიეთითება დარღვევის გამოსწორების ვადა და პირგასამტეხლოს ოდენობა.
ა) თანხის გადაუხდელობის შემთხვევაში, გადაუხდელი თანხის 0.1% დარღვევის დღიდან ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე;
ბ) საინვესტიციო ვალდებულებების შეუსრულებლობის შემთხვევაში, დარჩენილი განსახორციელებელი ინვესტიციის 0.1% დარღვევის დღიდან ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე;
გ) მყიდველის მიერ ოქმის (ხელშეკრულების) სხვა პირობების შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულების შემთხვევაში პირისაგამტეხლოს ოდენობა შეადგენს ყოველ დარღვევაზე ქონების ღირებულების 0.05%.
11. ოქმით (ხელშეკრულებით) გათვალისწინებული პირობების განმეორებით შეუსრულებლობის შემთხვევა და დაწესებულ ვადაში პირგასამტეხლოს გადაუხდელობა გამყიდველის მიერ განიხილება აუქციონის შედეგების (ოქმის) გაუქმების საფუძვლად.
12. მყიდველის მიერ საბოლოო თანხის დადგენილ ვადაში სრულად გადახდის შემდეგ მასზე გაიცემა საკუთრების დამადასტურებელი მოწმობა ნაკისრი ვალდებულებების შესრულების პირობით.
13. გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ქონების პრივატიზებისას მყიდველზე საკუთრების უფლება გადადის თანხის მთლიანად გადახდის, საკუთრების დამადასტურებელი მოწმობის გაცემისა და საჯარო რეესტრში ან შესაბამის მარეგისტრირებელ ორგანოში რეგისტრაციის შემდეგ, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ მყიდველმა უნდა შეასრულოს ნაკისრი ვალდებულებები, მყიდველს საკუთრების უფლება ეძლევა ნაკისრი ვალდებულებების შესრულების პირობით.
14. ოქმიდან (ხელშეკრულებიდან) წარმოშობილი სადავო საკითხები განიხილება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.
15. ოქმი (ხელშეკრულება) შედგენილია ქართულ ენაზე 3 (სამი) თანაბარი ძალის მქონე ეგზემპლარად. ერთი რჩება გამყიდველს, ხოლო ორი გადაეცემა მყიდველს.
16. მყიდველი ადასტურებს, რომ გაეცნო და ეთანხმება ოქმის შინაარსს, და სრული ნებაყოფლობის საფუძველზე ხელს აწერს წინამდებარე ოქმს.
17. ოქმს, რომელიც გამყიდველთან რჩება, თან ერთვის:
ა) ამონაწერი საჯარო ან/და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან;
ბ) იმ შემთხვევაში, თუ მყიდველი იურიდიული პირია, მყიდველის ამონაწერი არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან, წესდება და წესდებით გათვალისწინებულ შემთხვევაში – უფლებამოსილი ორგანოს გადაწყვეტილება;
გ) იმ შემთხვევაში, თუ მყიდველი მოქმედებს წარმომადგენელის მეშვეობით – წარმომადგენლის უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტი
კომისიის თავმჯდომარე /——————————/ /———————————/
ხელმოწერა სახელი, გვარი
აუქციონში გამარჯვებული პირი (მყიდველი) /———————————/ /——————/
ხელმოწერა სახელი, გვარი
————————————————————————————————— ბეჭდის ადგილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები