„გარდაბნის მუნიციპალიტეტის 2010 წლის 19 ივლისის №31 დადგენილებაში და გარდაბნის მუნიციპალიტეტის ქონების აუქციონის ფორმით პრივატიზების შესახებ დებულებაში ცვლილებების შეტანის შესახებ“

  • Word
„გარდაბნის მუნიციპალიტეტის 2010 წლის 19 ივლისის №31 დადგენილებაში და გარდაბნის მუნიციპალიტეტის ქონების აუქციონის ფორმით პრივატიზების შესახებ დებულებაში ცვლილებების შეტანის შესახებ“
დოკუმენტის ნომერი 47
დოკუმენტის მიმღები გარდაბნის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 13/08/2010
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 16, 25/08/2010
ძალის დაკარგვის თარიღი 04/10/2010
სარეგისტრაციო კოდი 040110030.35.161.000453
  • Word
47
13/08/2010
სსმ, 16, 25/08/2010
040110030.35.161.000453
„გარდაბნის მუნიციპალიტეტის 2010 წლის 19 ივლისის №31 დადგენილებაში და გარდაბნის მუნიციპალიტეტის ქონების აუქციონის ფორმით პრივატიზების შესახებ დებულებაში ცვლილებების შეტანის შესახებ“
გარდაბნის მუნიციპალიტეტი
დროებით, ფაილს შესაძლოა გააჩნდეს ვიზუალური ხარვეზი, სრული ვერსიის სანახავად დააჭირეთ ფაილის გადმოწერას

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 040.110.030.35.161.000.453

 გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №47

2010 წლის 13 აგვისტო

ქ. გარდაბანი

გარდაბნის მუნიციპალიტეტის 2010 წლის 19 ივლისის №31 დადგენილებაში და გარდაბნის მუნიციპალიტეტის ქონების აუქციონის ფორმით პრივატიზების შესახებ დებულებაში ცვლილებების შეტანის შესახებ

„ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის“ 63-ე მუხლისა და „სახელმწიფო ქონების პრივატიზების, ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონების პრივატიზებისა და სარგებლობის უფლებით გადაცემის შესახებ“ საქართველოს კანონის 61 მუხლის მეცხრე პუნქტის შესაბამისად, გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულომ დაადგინა:

    მუხლი 1

 შევიდეს ცვლილება გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის №31 დადგენილებაში, „გარდაბნის მუნიციპალიტეტის ქონების აუქციონის ფორმით პრივატიზების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ და დადგენილების პირველი მუხლიდან ამოღებულ იქნეს სიტყვა: „(რეგლამენტი)“.

    მუხლი 2

შევიდეს ცვლილება გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის №31 დადგენილებით დამტკიცებული „გარდაბნის მუნიციპალიტეტის ქონების აუქციონის ფორმით პრივატიზების შესახებ დებულების“ მე-2 მუხლის მე-3 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტში; მე-3 მუხლის მე-3 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტში; მე-4 მუხლის მე-8 და მე-9 პუნქტებში და მე-6 მუხლის მე-10 პუნქტში და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით.

    მუხლი 3

მე-2 მუხლის მე-3 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ე) საბანკო გარანტიას, ბეს, ბიჯის სიდიდეს და აუქციონში მონაწილის ბილეთის ფასს, რომლის ოდენობას განსაზღვრავს გამყიდველი;“.

    მუხლი 4

მე-3 მუხლის მე-3 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ) საბანკო გარანტიას, ბეს და მონაწილის ბილეთის საფასურის გადახდის დამადასტურებელ დოკუმენტს (ბილეთის და ბეს საფასურის გადახდა უნდა მოხდეს გამყიდველის მიერ მითითებულ ანგარიშზე);“.

    მუხლი 5

მე-4 მუხლის მე-8 და მე-9 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„8. გამარჯვებული პირი სრულ თანხას იხდის იმ შემთხვევაში, თუ მის მიერ წარმოდგენილია საბანკო გარანტია. ბეს გადახდის შემთხვევაში გამარჯვებულ პირს ბე ეთვლება ანგარიშსწორებისას და იგი იხდის საბოლოო თანხას – სრულ თანხასა და ბეს შორის სხვაობას.

9. აუქციონის შედეგები უქმდება და გამარჯვებულ პირს გადახდილი ბე არ უბრუნდება ან იგი კარგავს საბანკო გარანტიას, „სახელმწიფო ქონების პრივატიზების, ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონების პრივატიზებისა და სარგებლობის უფლებით გადაცემის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-10 მუხლის 41 პუნქტით გათვალისწინებული გარემოებების დადგომის შემთხვევაში.“.

    მუხლი 6

მე-6 მუხლის მე-10 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„10. გარდაბნის მუნიციპალიტეტის ქონების საკუთრების უფლება გამყიდველის მიერ მყიდველს გადაეცემა ქონების საბოლოო ნასყიდობის ფასის სრულად დაფარვის შემდეგ, შესაბამისი საკუთრების დამადასტურებელი მოწმობის გაცემის მომენტიდან. ხოლო პირობებით გამოცხადებული აუქციონის შემთხვევაში – საკუთრების მოწმობა გაიცემა ოქმით (ხელშეკრულებით) ნაკისრი ვალდებულებების შესრულების პირობით, თუ გამარჯვებული პირი დათქმულ ვადაში არ გადაიხდის საბოლოო თანხას, აუქციონის შედეგები უქმდება და გამარჯვებულ პირს გადახდილი ბე არ უბრუნდება ან იგი კარგავს საბანკო გარანტიას.“.

    მუხლი 7

დადგენილება ძალაში შედის გამოქვეყნებისთანავე.

    მუხლი 8

დადგენილება შეიძლება გასაჩივრდეს გარდაბნის რაიონულ სასამართლოში (ქ. გარდაბანი, აღმაშენებლის №14) საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის მე-3 ნაწილით დადგენილი წესით.

საკრებულოს თავმჯდომარე  გ. ფეიქრიშვილი