დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| თვითმმართველი ქალაქი რუსთავის საკრებულოს 2007 წლის 5 თებერვლის №65 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 17 |
| დოკუმენტის მიმღები | თვითმმართველი ქალაქი რუსთავი |
| მიღების თარიღი | 30/08/2010 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 21, 03/09/2010 |
| სარეგისტრაციო კოდი | 210020010.35.160.000593 |
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 210.020.010.35.160.000.593
თვითმმართველი ქალაქი რუსთავის საკრებულოს
დადგენილება №17
2010 წლის 30 აგვისტო
ქ. რუსთავი
თვითმმართველი ქალაქი რუსთავის საკრებულოს 2007 წლის 5 თებერვლის №65 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
„ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის, 22-ე მუხლის პირველი პუნქტის „მ“ ქვეპუნქტის, „ადგილობრივი მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-13 მუხლის მე-3 პუნქტის და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, თვითმმართველი ქალაქი რუსთავის საკრებულო ადგენს:
მუხლი 1
შევიდეს ცვლილება თვითმმართველი ქალაქი რუსთავის საკრებულოს 2007 წლის 5 თებერვლის №65 დადგენილების პირველ პუნქტში და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. თვითმმართველ ქალაქ რუსთავში 2010 წლის 1 დეკემბრამდე დადგინდეს სატენდერო მოსაკრებლის განაკვეთი და მისი ოდენობა განისაზღვროს 150 ლარით“.
მუხლი 2
დადგენილება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე
საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი კ. ბარათაშვილი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები