„გარდაბნის მუნიციპალიტეტის მოსახლეობის ინდივიდუალური სამედიცინო და ერთჯერადი დახმარების კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ“

  • Word
„გარდაბნის მუნიციპალიტეტის მოსახლეობის ინდივიდუალური სამედიცინო და ერთჯერადი დახმარების კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ“
დოკუმენტის ნომერი 46
დოკუმენტის მიმღები გარდაბნის მუნიციპალიტეტი
მიღების თარიღი 13/08/2010
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 16, 25/08/2010
ძალის დაკარგვის თარიღი 30/09/2010
სარეგისტრაციო კოდი 010250020.35.161.000452
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
  • Word
46
13/08/2010
სსმ, 16, 25/08/2010
010250020.35.161.000452
„გარდაბნის მუნიციპალიტეტის მოსახლეობის ინდივიდუალური სამედიცინო და ერთჯერადი დახმარების კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ“
გარდაბნის მუნიციპალიტეტი
თქვენ უყურებთ დოკუმენტის პირველად სახეს
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში

პირველადი სახე (25/08/2010 - 20/09/2010)

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 010.250.020.35.161.000.452

გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №46

2010 წლის 13 აგვისტო

ქ. გარდაბანი

გარდაბნის მუნიციპალიტეტის მოსახლეობის ინდივიდუალური სამედიცინო და ერთჯერადი დახმარების კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ

„ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის 1-ლი პუნქტის „თ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულომ დაადგინა:

    მუხლი 1

დამტკიცდეს გარდაბნის მუნიციპალიტეტის მოსახლეობის ინდივიდუალური სამედიცინო დაერთჯერადი დახმარების კომისიის დებულება (თან ერთვის დანართი №1).

    მუხლი 2

საკრებულოს აპარატმა უზრუნველყოს „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული წესით დადგენილების რეგისტრაცია და გამოქვეყნება.

    მუხლი 3

დადგენილება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.

    მუხლი 4

დადგენილება შეიძლება გასაჩივრდეს სასამართლოში საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის მე-3 ნაწილით დადგენილი წესით.

საკრებულოს თავმჯდომარე  გ. ფეიქრიშვილი

დანართი 1

გარდაბნის მუნიციპალიტეტის მოსახლეობის ინდივიდუალური სამედიცინო და ერთჯერადი დახმარების კომისიის დებულება

ეს დებულება, „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის შესაბამისად განსაზღვრავს გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სტრუქტურული ერთეულის – მოსახლეობის ინდივიდუალური სამედიცინო და ერთჯერადი დახმარების კომისიის (შემდგომში – კომისია) უფლებამოსილებას და მუშაობის ორგანიზაციას.

თავი I. ზოგადი დებულებანი

    მუხლი 1. კომისიის საქმიანობის საფუძველი და ძირითადი პრინციპები

1. კომისია შექმნილია და თავის საქმიანობას წარმართავს მოქმედი კანონმდებლობის, „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის, გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დებულებისა და წინამდებარე დებულების საფუძველზე.

2. კომისია თავის საქმიანობას ახორციელებს კანონიერებისა და საჯაროობის პრინციპის დაცვით.

    მუხლი 2. კომისიის მუშაობის საერთო წესი

1. კომისიის საქმიანობას წარმართავს და ხელმძღვანელობს კომისიის თავმჯდომარე, რომელსაც ნიშნავს საკრებულოს თავმჯდომარე.

2. კომისია ანგარიშვალდებულია საკრებულოს წინაშე.

    მუხლი 3. კომისიის სამუშაო ენა

კომისიის საქმისწარმოება ხორციელდება ქართულ ენაზე.

    მუხლი 4. კომისიის ადგილსამყოფელი

კომისიის ადგილსამყოფელია: ქ. გარდაბანი, დავით აღმაშენებლის ქ. №127.

თავი II. კომისიის უფლებამოსილება

    მუხლი 5. კომისიის მიზანი და ფუნქციები

1. კომისიის მიზანია გარდაბნის მუნიციპალიტეტის მოსახლეობის ინდივიდუალური სამედიცინო და ერთჯერადი დახმარების გაწევა, რაც ხორციელდება მუნიციპალიტეტის 2010 წლის ბიუჯეტში გათვალისწინებული ხარჯებიდან, სოციალურად დაუცველი ოჯახების მატერიალური მხარდაჭერისა და მოსახლეობის სამედიცინო საჭიროებისათვის.

2. კომისიის ფუნქციებია მოსახლეობის შემდეგი სოციალური და სამედიცინო კატეგორიების განხილვა:

 ბავშვები (15 წლამდე);

 მკვეთრად გამოხატული შესაძლებლობის შეზღუდვის სტატუსის მქონე პირები;

 ომის ვეტერანები;

 მარტოხელა პირები;

 მნიშვნელოვნად და ზომიერად გამოხატული შესაძლებლობის შეზღუდვის სტატუსის მქონე პირები;

 მარტოხელა დედები;

 დევნილები და იძულებით ადგილნაცვალი პირები;

 სოციალური და სამედიცინო სტატუსის არმქონე პირები. სამედიცინო დახმარების კატეგორიებია:

 სამედიცინო დახმარება დადებითი გამოსავლის ალბათობით;

 გადაუდებელი სტაციონარული დახმარება (3-დან 60 წლამდე);

 სამედიცინო დახმარება დადებითი გამოსავლის დაბალი ალბათობით;

 ქრონიკული დაავადებები;

 გადაუდებელი სტაციონარული დახმარება (60 წელს ზემოთ).

    მუხლი 6. კომისიის მუშაობის მექანიზმი

1. მოქალაქე (ან მისი წარმომადგენელი) განცხადებით მიმართავს გამგეობის რწმუნებულს.

2. განცხადებას თან უნდა ერთვოდეს შემდეგი დოკუმენტები–

სამედიცინო დახმარების მოთხოვნის შემთხვევაში:

 მკურნალი ექიმის მიერ შევსებული ფორმა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ №IV-100/ა (შევსებული გარკვევით და დამოწმებული შესაბამისი სამედიცინო დაწესებულების ბეჭდით);

 სამედიცინო დაწესებულების მიერ შედგენილი ანგარიშ-ფაქტურა;

 სამედიცინო დახმარების ღირებულების კალკულაცია;

 მოქალაქის სოციალური მდგომარეობის დამადასტურებელი დოკუმენტების ასლები (ასეთის არსებობის შემთხვევაში);

 პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;

 გამგეობის რწმუნებულის მომართვა.

ერთჯერადი დახმარების მოთხოვნის შემთხვევაში:

 გამგეობის რწმუნებულის მომართვა;

 პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;

 კომისიაზე არ განიხილება განცხადებები –

 იმ მოქალაქეებისა, ვისაც არ გააჩნია საიდენტიფიკაციო დოკუმენტები;

 საზღვარგარეთ მკურნალობის მოთხოვნით (იშვიათ გამონაკლისს განსაზღვრავს კომისია);

 პლასტიკური ოპერაციის დასაფინანსებლად;

 სახელმწიფო პროგრამის მოცულობით გათვალისწინებულ მომსახურებაზე მეტი თანხის მოთხოვნით.

 სახელმწიფოს მიერ განსაზღვრული სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ბაზის სუბიექტების, ვისაც გააჩნია უფასო სამედიცინო დაზღვევის ვაუჩერი (იშვიათ გამონაკლისს განსაზღვრავს კომისია);

    მუხლი 7. კომისიის შემადგენლობა და უფლებამოსილება

1. კომისიის შემადგენლობა განისაზღვრება მისი მიზნებიდან და საკითხის სპეციფიკურობიდან გამომდინარე. მის შემადგენლობაში შედიან მუნიციპალიტეტის სამსახურების წარმომადგენლები და მოწვეული ექიმი სპეციალისტები.

კომისია შედგება 15 წევრისაგან და სხდომაზე განხილული საკითხი ჩაითვლება მიღებულად, თუ მას მხარი დაუჭირა უმრავლესობამ.

2. კომისია იღებს გადაწყვეტილებას მოქალაქის განცხადების დაკმაყოფილების, ან დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ;

3. გადაწყვეტილების მიღებისას კომისია ხელმძღვანელობს როგორც სოციალური, ასევე სამედიცინო მომსახურების კრიტერიუმებით და საკითხის განხილვისას უფლებამოსილია წარმოდგენილი მომსახურების ღირებულების ნაწილობრივ დაფინანსებაზე.

4. კომისიის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებზე დგება შესაბამისი ოქმი, რომელთა აღსრულების უზრუნველსაყოფად საკრებულოს თავმჯდომარ გამოსცემს ბრძანებას.

5. საკრებულოს თავმჯდომარის ბრძანების საფუძველზე, კომისიის გადაწყვეტილების აღსრულებას ახორციელებს გამგეობის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახური.

თავი IV. დასკვნითი დებულებები

    მუხლი 8. კომისიის დებულების მიღება, მასში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა

1. კომისიის დებულებას ამტკიცებს მუნიციპალიტეტის საკრებულო.

2. კომისიის დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ხორციელდება მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ.