„საკრებულოს დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ“

  • Word
„საკრებულოს დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ“
დოკუმენტის ნომერი 11
დოკუმენტის მიმღები თვითმმართველი ქალაქი რუსთავი
მიღების თარიღი 21/07/2010
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 3, 30/07/2010
სარეგისტრაციო კოდი 010250040.35.160.000042
  • Word
11
21/07/2010
სსმ, 3, 30/07/2010
010250040.35.160.000042
„საკრებულოს დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ“
თვითმმართველი ქალაქი რუსთავი

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 010.250.040.35.160.000.042

თვითმმართველი ქალაქი რუსთავის საკრებულოს

დადგენილება 11

2010 წლის 21 ივლისი

ქ. რუსთავი

საკრებულოს დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ

„ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 43-ე მუხლის მე-2 პუნქტის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად,

თვითმმართველი ქალაქი რუსთავის საკრებულო ადგენს:

    მუხლი 1

„თვითმმართველი ქალაქი რუსთავის საკრებულოს დებულების დამტკიცების შესახებ“ თვითმმართველი ქალაქი რუსთავის საკრებულოს 2010 წლის 2 ივლისის №1 დადგენილებაში შევიდეს ცვლილებები და დამატებები:

1. მე-3 მუხლის მე-5 პუნქტს დაემატოს შემდეგი რედაქციის „ბ1“ ქვეპუნქტი:

„ბ1) განკარგულებით დაავალოს საკრებულოს თავმჯდომარეს განსაზღვროს პარტნიორის უფლებამოსილების უშუალო განმახორციელებელი ფიზიკური ან იურიდიული პირი (თვითმმართველი ერთეულის მიერ დაფუძნებული კერძო სამართლის სუბიექტების მიმართ)“.

2. მე-17 მუხლის მე-2 პუნქტს დაემატოს შემდეგი რედაქციის „შ1“ ქვეპუნქტი:

„შ1) თავისი ბრძანებით ახდენს დამფუძნებელი პარტნიორის უფლებამოსილების უშუალო განმხორციელებლის და მისი დავალების განსაზღვრას.“.

3. 107-ე მუხლის მე-7 პუნქტში შევიდეს ცვლილება და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„7. საკრებულოს მიერ მიღებული სამართლებრივი აქტი აპარატის იურისტის ექსპერტიზის და აპარატის უფროსის ვიზირების შემდეგ ხელმოსაწერად გადაეცემა საკრებულოს თავმჯდომარეს.“.

4. 108-ე მუხლის პირველ პუნქტში შევიდეს ცვლილება და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. საკრებულოს ნორმატიული აქტის პროექტი ქვეყნდება საკრებულოს ვებგვერდზე – www.rustavi.ge საკრებულოს აპარატში რეგისტრაციიდან 5 დღის ვადაში.“.

5. 136-ე მუხლის მე-2 პუნქტში შევიდეს ცვლილება და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. საკრებულოს აპარატის უფლებამოსილება და მუშაობის ორგანიზება განისაზღვრება საკრებულოს აპარატის დებულებით, რომელსაც საკრებულოს თავმჯდომარის წარდგინებით ამტკიცებს საკრებულო.“.

    მუხლი 2

დადგენილება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.   

საკრებულოს თავმჯდომარე კ. გურგენიძე