დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| საქართველოს დამსახურებული მშენებლისა და საქართველოს დამსახურებული არქიტექტორის წოდებათა მინიჭების და სპეციალური სამკერდე ნიშნებით დაჯილდოების შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 50 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პრეზიდენტი. |
| მიღების თარიღი | 12/02/2001 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 13, 16/02/2001 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010.330.000.05.002.001. |
საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №50
2001 წლის 12 თებერვალი
ქ. თბილისი
საქართველოს დამსახურებული მშენებლისა და საქართველოს დამსახურებული არქიტექტორის წოდებათა მინიჭებისა და სპეციალური სამკერდე ნიშნებით დაჯილდოების შესახებ
�სამშენებლო საქმიანობის შესახებ� საქართველოს კანონის მე-11 მუხლის პირველი პუნქტისა და მე-15 მუხლის მოთხოვნათა შესა�ბამისად:
1. დაწესდეს �საქართველოს დამსახურებული მშენებლისა � და �საქართველოს დამსახურებული არქიტექტორის� წოდებები.
2. შემოღებულ იქნეს სპეციალური სამკერდე ნიშნები შემდეგი დასახელებით: �საქართველოს დამსახურებული მშენებელი� და �საქართველოს დამსახურებული არქიტექტორი�.
3. დამტკიცდეს საქართველოს დამსახურებული მშენებლისა და საქართველოს დამსახურებული არქიტექტორის წოდებათა მინიჭებისა და სპეციალური სამკერდე ნიშნებით დაჯილდოების წესის შესახებ თანდართული დებულება.
4. საქართველოს ურბანიზაციისა და მშენებლობის სამინისტრომ სამკერდე ნიშნებისა და სიგელების დამზადება უზრუნველყოს მისთვის სახელმწიფო ბიუჯეტით გათვალისწინებულ ასიგნებათა ფარგლებში.
ე. შევარდნაძე
დებულება
საქართველოს დამსახურებული მშენებლისა და საქართველოს დამსახურებული არქიტექტორის წოდებათა მინიჭებისა და სპეციალური სამკერდე ნიშნების დაჯილდოების წესის შესახებ
1. �საქართველოს დამსახურებული მშენებლისა � და �საქართველოს დამსახურებული არქიტექტორის� წოდებები საქართველოს კანონის �სამშენებლო საქმიანობის შესახებ� მე-11 და მე-15 მუხლების შესაბამისად, მიენიჭებათ საქართველოს ტერიტორიაზე მოღვაწე მშენებლებს, დამპროექტებლებსა და არქიტექტორებს, რომლებმაც სპეციალობის მიხედვით იმუშავეს არანაკლებ ოცი წელი და გამოირჩევიან ავტორიტეტით კოლეგებსა და საზოგადოებაში.
2. გადაწყვეტილებას �საქართველოს დამსახურებული მშენებლისა � და �საქართველოს დამსახურებული არქიტექტო რის� წოდებების მინიჭების შესახებ იღებს საქართველოს ურბანიზაციისა და მშენებლობის მინისტრი სპეციალური კომისიის დასკვნის საფუძველზე; კომისიის შემადგენლობას ა და დებულებას ამტკიცებს საქართველოს ურბანიზაციისა და მშენებლობის მინისტრი.
3. შუამდგომლობას �საქართველოს დამსახურებული მშენებლისა � და �საქართველოს დამადასტურებელი არქიტექტორის� წოდებათა მინიჭების შესახებ კომისიას წარუდგენენ: პროფესიონალური კავშირები, საზოგადოებრივი ორგანიზაციები, სამშენებლო, სამონტაჟო, სამეცნიერო-კვლევითი, საპროექტო, საპროექტო-საძიებო ორგანიზაციები.
4. საქართველოს დამსახურებულ მშენებელსა და საქართველოს დამსახურებულ არქიტექტორს გადაეცემათ წოდების დამადასტურებელი სიგელები საქართველოს ურბანიზაციისა და მშენებლობის მინისტრის ხელმოწერითა და სპეციალური სამკერდე ნიშნები შესაბამისი მოწმობებით.
5. �საქართველოს დამსახურებული მშენებლისა � და �საქართველოს დამსახურებული არქიტექტორის� წოდებათა დამადასტურებელი სიგელების, სამკერდე ნიშნებისა და მოწმობების ნიმუშებს შეიმუშავებს და ამტკიცებს საქართველოს ურბანიზაციისა და მშენებლობის მინისტრი.
6. დაჯილდოებულ ები სამკერდე ნიშნებს ატარებენ მკერდის მარჯვენა მხარეს.
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები