დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
კონსოლიდირებული პუბლიკაციები
| საქართველოს პრეზიდენტთან არსებული მაღალი ტექნოლოგიების საერთაშორისო საკოორდინაციო საბჭოს შექმნის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 38 |
| დოკუმენტის მიმღები | საქართველოს პრეზიდენტი. |
| მიღების თარიღი | 03/02/2001 |
| დოკუმენტის ტიპი | საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 11, 08/02/2001 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010.210.040.05.002.001. |
| კონსოლიდირებული პუბლიკაციები | |
დოკუმენტის კონსოლიდირებული ვარიანტის ნახვა ფასიანია, აუცილებელია სისტემაში შესვლა და საჭიროების შემთხვევაში დათვალიერების უფლების ყიდვა, გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია ან თუ უკვე რეგისტრირებული ხართ, გთხოვთ, შეხვიდეთ სისტემაში
პირველადი სახე (08/02/2001 - 28/03/2002)
საქართველოს პრეზიდენტის
ბრძანებულება №38
2001 წლის 3 თებერვალი
ქ. თბილისი
აკადემიკოს ირაკლი გვერდწითელის სახელობის იზოტოპური და ზესუფთა მასალების მაღალი ტექნოლოგიების სამეცნიერო-ტექნიკური ცენტრის შექმნის შესახებ
„საქართველოს იზოტოპური და ზესუფთა მასალების მაღალ ტექნოლოგიათა საერთაშორისო საკოორდინაციო საბჭოს შექმნის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2001 წლის 15 იანვრის №9 ბრძანებულების საფუძველზე საქართველოს იზოტოპური და ზესუფთა მასალების მაღალ ტექნოლოგიათა საერთაშორისო საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებათა შესრულების, საქართველოს იზოტოპური და ზესუფთა მასალების მაღალ ტექნოლოგიათა შემდგომი სრულყოფისა და უცხოეთის ორგანიზაციების ხელშეწყობით შექმნილი პროგრამების განვითარების მიზნით:
1. „აკადემიკოს ირაკლი გვერდწითელის სახელობის სტაბილური იზოტოპების ინსტიტუტის“ ბაზაზე ჩამოყალიბდეს შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება „იზოტოპური და ზესუფთა მასალების მაღალი ტექნოლოგიების სამეცნიერო-ტექნიკური ცენტრი“ ასპროცენტიანი სახელმწიფო წილით.
2. „აკადემიკოს ირაკლი გვერდწითელის სახელობის იზოტოპური და ზესუფთა მასალების მაღალი ტექნოლოგიების სამეცნიერო-ტექნიკური ცენტრის“ მართვა განახორციელოს საქართველოს იზოტოპური და ზესუფთა მასალების მაღალ ტექნოლოგიათა საერთაშორისო საკოორდინაციო საბჭომ.
ე. შევარდნაძე
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები