„თვითმმართველი ქალაქის – ქუთაისის მერიის სტრუქტურული ერთეულის – საფინანსო საქალაქო სამსახურის დებულებისა და ბეჭდის ნიმუშის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ ქუთაისის საკრებულოს 2009 წლის 30 სექტემბრის №240 დადგენილებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე

  • Word
„თვითმმართველი ქალაქის – ქუთაისის მერიის სტრუქტურული ერთეულის – საფინანსო საქალაქო სამსახურის დებულებისა და ბეჭდის ნიმუშის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ ქუთაისის საკრებულოს 2009 წლის 30 სექტემბრის №240 დადგენილებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ნომერი 44
დოკუმენტის მიმღები თვითმმართველი ქალაქი ქუთაისი
მიღების თარიღი 03/09/2010
დოკუმენტის ტიპი მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება
გამოქვეყნების წყარო, თარიღი სსმ, 27, 20/09/2010
სარეგისტრაციო კოდი 010250000.35.123.000755
  • Word
44
03/09/2010
სსმ, 27, 20/09/2010
010250000.35.123.000755
„თვითმმართველი ქალაქის – ქუთაისის მერიის სტრუქტურული ერთეულის – საფინანსო საქალაქო სამსახურის დებულებისა და ბეჭდის ნიმუშის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ ქუთაისის საკრებულოს 2009 წლის 30 სექტემბრის №240 დადგენილებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე
თვითმმართველი ქალაქი ქუთაისი

თვითმმართველი ქალაქის – ქუთაისის საკრებულოს

დადგენილება 44

2010 წლი 3 სექტემბერი

. ქუთაისი

„თვითმმართველი ქალაქის – ქუთაისის მერიის სტრუქტურული ერთეულის – საფინანსო საქალაქო სამსახურის დებულებისა და ბეჭდის ნიმუშის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ ქუთაისის საკრებულოს 2009 წლის 30 სექტემბრის 240  დადგენილებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე

სახელმწიფო რწმუნებული-გუბერნატორის 2010 წლის 29.07 01–10/633 წერილში მითითებული სამართლებრივი შენიშვნების გათვალისწინებით, „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 44-ე მუხლის პირველი პუნქტისა და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, ქალაქ ქუთაისის საკრებულო ადგენს:

    მუხლი 1

„თვითმმართველი ქალაქის – ქუთაისის მერიის სტრუქტურული ერთეულის – საფინანსო საქალაქო სამსახურის დებულებისა და ბეჭდის ნიმუშის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ ქუთაისის საკრებულოს 2009 წლის 30 სექტემბრის 240 დადგენილების 1 დანართში /თვითმმართველი ქალაქის – ქუთაისის მერიის სტრუქტურული ერთეულის – საფინანსო საქალაქო სამსახურის დებულება/ შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატებები:

1. დებულების პირველი მუხლის ნუმერაციის აღმნიშვნელი რომაული ციფრი – „I“ შეიცვალოს არაბული ციფრით – „1“.

2. დებულებას დაემატოს შემდეგი შინაარსის 31 მუხლი: „მუხლი 31. სამსახურის განყოფილებების ფუნქციები

1. საბიუჯეტო დაგეგმვისა და ანალიზის განყოფილება

ა/ „საქართველოს საბიუჯეტო კოდექსის“, ქალაქ ქუთაისის მერიის დებულებით და ქალაქ ქუთაისის საკრებულოს მიერ განსაზღვრული წესით, საბიუჯეტო პროცესის რეგულირების ღონისძიებების შემუშავება;

ბ/ ქალაქ ქუთაისის ბიუჯეტის შემოსულობებისა და გადასახდელების, აგრეთვე, საბიუჯეტო მოწყობასთან დაკავშირებულ მონაცემთა ბაზის ფორმირება, ანალიზის და შესაბამისი წინადადებების მომზადება.

     გ/ ქალაქ ქუთაისის ადგილობრივი ბიუჯეტის პროექტის მომზადება, მეთოდოლოგიურ დახმარებგაწევა საქალაქო სამსახურებისა და სხვა მხარჯავ სუბიექტებისათვის, მათ მიერ ბიუჯეტის შედგენისთვის საჭირო ხარჯთაღრიცხვების მომზადებაში.

     დ/ ქალაქ ქუთაისის საკრებულოს დადგენილების შესაბამისად, საბიუჯეტო ცირკულარის, მითითებებს, წერილებს, მაჩვენებელთა გაანგარიშების ფორმებ მომზადება საქალაქო სამსახურებსა და სხვა მხარჯავ დაწესებულებებისათვის.

2. ეკონომიკისა და ინფრასტრუქტურის განყოფილება

ა/ ეკონომიკისა და ინფრასტრუქტურის სფეროში საბიუჯეტო პროგრამების დაგეგმვა, ქალაქ ქუთაისის მერიის შესაბამის სამსახურებთან ერთად;

ბ/ საბიუჯეტო პროგრამების, პროექტების მომზადება და დაზუსტება;

გ/ შესრულებული სამუშაოების დამადასტურებელი აქტების სატენდერო წინადადებებთან შესაბამისობის კონტროლი; გაფორმებული ხელშეკრულების შესაბამისად, ხელშეკრულების დარღვევისათვის საჯარიმო სანქციების გამოყენების უზრუნველყოფა, ანგარიშფაქტურების სისწორის, სამუშაოთა შესრულებისა და საბანკო გარანტიების ვადების კონტროლი;

დ/ ადგილობრივი ბიუჯეტის შესაბამისად განსახორციელებელი და განხორციელებული პროექტების ფინანსური მდგომარეობის კონტროლი.

3. ვალდებულების აღებისა და რეგისტრაციის სახაზინო განყოფილება

ა/ ქალაქ ქუთაისის მერიის საქალაქო სამსახურებიდან, ბიუჯეტიდან დასაფინანსებელი ხარჯების პროგრამებისა და ღონისძიებებისათვის, ვალდებულებების და საგადახდო მოთხოვნის დოკუმენტის მოსამზადებლად მასალების მიღება;

ბ/ სამსახურებიდან წარმოდგენილი მასალებისა და საბიუჯეტო განყოფილებიდან მიღებული ბიუჯეტით გათვალისწინებული გეგმების საფუძველზე, ვალდებულებების მომზადება და რეგისტრაცია;

გ/ რეგისტრირებული საბიუჯეტო ვალდებულებების დამოწმება, საქალაქო სამსახურებიდან წარმოდგენილი ფაქტიურად გაწეული ხარჯვის დამადასტურებელი დოკუმენტების /მიღება-ჩაბარების აქტი, ანგარიშფაქტურა და სხვა/ საფუძველზე, საგადახდო მოთხოვნის მომზადება და ფინანსური აღრიცხვა-ანგარიშგების განყოფილებისათვის გადაცემა, გადახდის განსახორციელებლად;

დ/ ქალაქ ქუთაისის მერიის საქალაქო სამსახურების საბიუჯეტო ხარჯების აღრიცხვა ცალკეული პროგრამების, ღონისძიებების, მომწოდებლების და მომსახურების სახეების მიხედვით.

4. ფინანსური აღრიცხვა–ანგარიშგების განყოფილება

ა/ სახელმწიფო ხაზინიდან საგადასახადო და არასაგადასახდო შემოსავლების შესახებ ელექტრონული და სხვა სახის ინფორმაციის მიღება და დამუშავება, საბოლოო ინფორმაციის ჩატვირთვა პროგრამულ ბაზებში; საგადასახადო და არასაგადასახადო შემოსავლების ფაქტიური შესრულების მიმდინარეობაზე მონიტორინგის განხორციელება;

ბ/ ბიუჯეტის შემოსავლების და გადასახდელების ყოველდღიური აღრიცხვა და აღნიშნულის განსახორციელებლად ყოველდღიურად, ბანკიდან მიღებული ამონაწერის დამუშავება.

გ/ ქალაქ ქუთაისის ბიუჯეტში ზედმეტად ან შეცდომით გადახდილი თანხების დადგენილი წესით დაბრუნების უზრუნველყოფა;

დ/ ბიუჯეტის გადასახდელების აღრიცხვა, საბიუჯეტო კლასიფიკაციების შესაბამისად;

ე/ ქალაქ ქუთაისის ბიუჯეტის დაფინანსებაზე მყოფი მხარჯავი დაწესებულებებიდან საბიუჯეტო სახსრების ხარჯვის ანგარიშების /ბუღალტრული ბალანსების/ მიღება, შემოწმება და ანალიზი;

ვ/ დადგენილ ვადებში ქალაქ ქუთაისის ნაერთი ბიუჯეტის შესრულების ყოველთვიური, კვარტალური და წლიური ანგარიშების მომზადება და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიერ დამტკიცებული ფორმების მიხედვით დადგენილ ვადებში სამინისტროსათვის წარდგენა;

     ზ/ ბუღალტრული დოკუმენტების, აღრიცხვის რეგისტრების, ხარჯთანუსხების, მათი გაანგარიშებების და სხვა საბუთების შენახვაზე კონტროლი და დადგენილი წესით, მათი არქივში ჩაბარება.

    მუხლი 2

დადგენილება ძალაში შევიდეს, კანონით დადგენილი წესით, გამოქვეყნებისთანავე.

საკრებულოს თავმჯდომარე ა.ხვადაგიანი