დოკუმენტის სტრუქტურა
განმარტებების დათვალიერება
დაკავშირებული დოკუმენტები
დოკუმენტის მონიშვნები
| „თვითმმართველი ქალაქის – ქუთაისის მერიის სტრუქტურული ერთეულის – ეკონომიკური პოლიტიკისა და სტრატეგიული განვითარების საქალაქო სამსახურის დებულებისა და ბეჭდის ნიმუშის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ ქუთაისის საკრებულოს 2010 წლის 2 ივლისის №13 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ | |
|---|---|
| დოკუმენტის ნომერი | 40 |
| დოკუმენტის მიმღები | თვითმმართველი ქალაქი ქუთაისი |
| მიღების თარიღი | 03/09/2010 |
| დოკუმენტის ტიპი | მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება |
| გამოქვეყნების წყარო, თარიღი | სსმ, 27, 20/09/2010 |
| ძალის დაკარგვის თარიღი | 17/06/2013 |
| სარეგისტრაციო კოდი | 010250000.35.123.000751 |
თვითმმართველი ქალაქის – ქუთაისის საკრებულოს
დადგენილება №40
2010 წლის 3 სექტემბერი
ქ. ქუთაისი
„ თვითმმართველი ქალაქის – ქუთაისის მერიის სტრუქტურული ერთეულის – ეკონომიკური პოლიტიკისა და სტრატეგიული განვითარების საქალაქო სამსახურის დებულებისა და ბეჭდის ნიმუშის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ ქუთაისის საკრებულოს 2010 წლის 2 ივლისის №13 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ
სახელმწიფო რწმუნებული – გუბერნატორის 2010 წლის 29.07 № 01–10/638 წერილში მითითებული სამართლებრივი სახის შენიშვნების გათვალისწინებით, „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 22- ე მუხლის პირველი პუნქტის „თ“ ქვეპუნქტის, 44-ე მუხლის პირველი პუნქტის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე- 20 მუხლის მე- 4 პუნქტის საფუძველზე, ქალაქ ქუთაისის საკრებულო ადგენს:
მუხლი 1
შეტანილ იქნეს „თვითმმართველი ქალაქის – ქუთაისის მერიის სტრუქტურული ერთეულის – ეკონომიკური პოლიტიკისა და სტრატეგიული განვითარების საქალაქო სამსახურის დებულებისა და ბეჭდის ნიმუშის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ ქუთაისის საკრებულოს 2010 წლის 2 ივლისის №13 დადგენილებაში შემდეგი ცვლილებები:
1. დადგენილების პირველი მუხლის ნუმერაციის აღმნიშვნელი რომაული ციფრი – „I“ შეიცვალოს არაბული ციფრით – „1“.
2. დადგენილების № 1 დანართში /თვითმმართველი ქალაქის – ქუთაისის მერიის სტრუქტურული ერთეულის – ეკონომიკური პოლიტიკისა და სტრატეგიული განვითარების საქალაქო სამსახურის დებულება/:
ა. პირველი მუხლის ნუმერაციის აღმნიშვნელი რომაული ციფრი – „I“, შეიცვალოს არაბული ციფრით – „1“.
ბ. მე-3 მუხლის მე-2 პუნქტი შეიცვალოს და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. თვითმმართველი ქალაქის – ქუთაისის ტერიტორიის კეთილმოწყობისა და საინჟინრო ინფრასტრუქტურის განვითარების პროგრამების შედგენაში მონაწილეობის მიღება , მერიის სტრუქტურული ერთეულებისა და ტერიტორიული ორგანოებისათვის შესაბამისი საკონსულტაციო დახმარების გაწევა, თვითმმართველი ქალაქის – ქუთაისის ტერიტორიის კეთილმოწყობისა და საინჟინრო ინფრასტრუქტურის განვითარების პროგრამების პროექტებ ის შედგენის უზრუნველსაყოფად მითითებებისა და წერილების მომზადება“;
გ. მე-3 მუხლის მე-7 პუნქტი შეიცვალოს და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „7. დადგენილი ტარიფების რეგულირების ორგანიზების მიზნით, საბიუჯეტო სუბსიდიების გაანგარიშება, რეგულირებადი ფასების დონისა და დინამიკის გაანალიზება, კანონმდებლობით დადგენილი წესით“;
დ. მე-3 მუხლის მე-12 პუნქტი შეიცვალოს და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „12.მუნიციპალურ საწარმოებში „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონით დამფუძნებლისათვის მინიჭებული /პარტნიორის, აქციონერის/ უფლებამოსილების განხორციელებისათვის წინადადებების მომზადება, კანონით დადგენილი წესით“;
ე. მე-3 მუხლის მე-16 პუნქტი შეიცვალოს და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „16. მიწის ნაკვეთების გრაფიკული გამოსახულების მომზადება არქიტექტურის საქალაქო სამსახურთან შეთანხმებით, „ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, პირდაპირი მიყიდვის, პირდაპირი განკარგვის ან აუქციონის წესით განკარგვის მიზნით და შესაბამის სტრუქტურაში განსახილველად წარდგენა“;
ვ. მე-3 მუხლის 41-ე პუნქტი ამოღებულ იქნეს.
ზ. მე-4 მუხლის მე-4 პუნქტი შეიცვალოს და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „4. საკუთრებაში ან სარგებლობაში /იჯარა, აღნაგობა, უზუფრუქტი, თხოვება, ქირავნობა/ თვითმმართველი ერთეულის ქონების, მათ შორის: არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთების/გადაცემასთან დაკავშირებით ხელშეკრულებების პროექტების მომზადება. ასევე, თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული ქონების პირდაპირი განკარგვის წესით სარგებლობის უფლებით გადაცემის მიზნით, შესაბამისი დოკუმენტაციის მომზადება“;
თ. მე-4 მუხლის მე-5 პუნქტი შეიცვალოს და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „5. იჯარით გაცემული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწების შესახებ ინფორმაცია მოაწოდოს თვითმმართველი ქალაქის – ქუთაისის მერიის შესაბამის სამსახურს“.
ი. მე-4 მუხლის მე-7 პუნქტი შეიცვალოს და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „7. თვითმმართველი ქალაქის – ქუთაისის საკუთრებაში არსებული ქონების განკარგვის აუქციონის ორგანიზების მუდმივმოქმედი სააუქციონო კომისიაში მუშაობა, კომისიის საინფორმაციო, მეთოდური და ორგანიზაციული საკითხების კოორდინირება“;
კ. მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი შეიცვალოს და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ა. მიიღოს ინფორმაცია საჯარო დაწესებულებებიდან, თვითმმართველ ქალაქ ქუთაისს დაქვემდებარებული საწარმოებიდან და ორგანიზაციებიდან, თავის ფუნქციებს მიკუთვნებულ საკითხებთან დაკავშირებით, დადგენილი წესით“;
მუხლი 2
დადგენილება ძალაში შევიდეს კანონით დადგენილი წესით, გამოქვეყნებისთანავე.
საკრებულოს თავმჯდომარე ა.ხვადაგიანი
უკან დაბრუნება
დოკუმენტის კომენტარები